,,აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის სამინისტროს მიერ პროგრამის/ქვეპროგრამების განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ” აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის მინისტრის 2026 წლის 6 მარტის №2 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 3
დოკუმენტის მიმღები აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრი
მიღების თარიღი 23/04/2026
დოკუმენტის ტიპი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 24/04/2026
სარეგისტრაციო კოდი 010340000.33.062.016154
3
23/04/2026
ვებგვერდი, 24/04/2026
010340000.33.062.016154
,,აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის სამინისტროს მიერ პროგრამის/ქვეპროგრამების განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ” აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის მინისტრის 2026 წლის 6 მარტის №2 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრი
,,აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის სამინისტროს მიერ პროგრამის/ქვეპროგრამების განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ” აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის მინისტრის 2026 წლის 6 მარტის №2 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
 
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის მინისტრის ბრძანება №3

2026 წლის 23 აპრილი

ქ. თბილისი

,,აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის სამინისტროს მიერ პროგრამის/ქვეპროგრამების განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ” აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის მინისტრის 2026 წლის 6 მარტის №2 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის მე-18 მუხლისა და „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2025 წლის 25 თებერვლის №8 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის  „თ“ ქვეპუნქტის შესაბამისად,  ვბრძანებ:

მუხლი 1
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის სამინისტროს მიერ პროგრამის/ქვეპროგრამების განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ” აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის მინისტრის 2026 წლის 6 მარტის №2 ბრძანებაში (სსმ ვებგვერდი, 12/03/2026; სარეგისტრაციო კოდი: 010340000.33.062.016153) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანების:

1. დანართი №1-ით დამტკიცებული აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის სამინისტროს (შემდეგში – სამინისტრო) მიერ პროგრამის/ქვეპროგრამების განხორციელების წესის მე-8 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 8. არასაკონკურსო წესით პროექტის განხილვისა და დაფინანსების პირობები

1. ამ წესის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული არასაკონკურსო პროექტი ხორციელდება შემდეგი წესით:

ა) პროექტის დაწყებამდე არაუგვიანეს 5 (ხუთი) კალენდარული დღისა დეპარტამენტი შეიმუშავებს პროექტს და მინისტრის ან/და კურატორი მინისტრის მოადგილის თანხმობის შემდეგ შესაბამის მასალებს განსახილველად წარუდგენს სამინისტროს საფინანსო-ეკონომიკურ დეპარტამენტს;

ბ) სამინისტროს საფინანსო-ეკონომიკური დეპარტამენტი, პროექტის ხარჯთაღრიცხვის განხილვისა და წარმოდგენილი ფინანსური პარამეტრების შეჯერების/დადასტურების მიზნით იხილავს წარდგენილ დოკუმენტაციას და 2 (ორი) სამუშაო დღის ვადაში:

ბ.ა) შიდა მიმოწერის ბარათით აცნობებს დეპარტამენტს არსებული ხარვეზის შესახებ დასაბუთებულ ინფორმაციას (ასეთის არსებობის შემთხვევაში);

ბ.ბ) შიდა მიმოწერის ბარათს წარუდგენს დეპარტამენტს განსახორციელებელი პროექტის დასაფინანსებელი თანხის ოდენობისა და ფინანსური კლასიფიკატორ(ებ)ის მითითებით;

გ) ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტში მითითებული მონაცემების გათვალისწინებით, დეპარტამენტი  მინისტრს წარუდგენს პროექტის შესახებ სრულყოფილ ინფორმაციას და მინისტრის შესაბამისი რეზოლუციის მიღებიდან არაუმეტეს 3 (სამი) სამუშაო დღის ვადაში ამზადებს ბრძანების პროექტს.

2. ამ წესის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული არასაკონკურსო პროექტი ხორციელდება შემდეგი წესით:

ა) მოთხოვნას მისი წარმოდგენიდან 3 (სამი) სამუშაო დღის ვადაში, კომპეტენციის ფარგლებში, იხილავენ დეპარტამენტი და სამინისტროს საფინანსო-ეკონომიკური დეპარტამენტი, მათ შორის, პროექტის ხარჯთაღრიცხვის განხილვისა და წარმოდგენილი ფინანსური პარამეტრების შეჯერების/დადასტურების მიზნით;

ბ) დაფინანსების მოთხოვნის ამ წესის პირობებთან შეუსაბამობის ან დოკუმენტაციის არასრულად (ან არასწორად) წარმოდგენის შემთხვევაში დეპარტამენტი ან სამინისტროს საფინანსო-ეკონომიკური დეპარტამენტი, კომპეტენციის შესაბამისად, ამზადებს შესაბამის წერილს დაფინანსების მოთხოვნაზე უარის ან ხარვეზის დადგენის შესახებ და პროექტის განხორციელებაში თანამონაწილე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის აღმასრულებელი ხელისუფლების სისტემაში შემავალ დაწესებულებას განესაზღვრება 2 (ორი) სამუშაო დღის ვადა დადგენილი ხარვეზის აღმოსაფხვრელად;

გ) სამინისტრო უფლებამოსილია, პროექტის განხორციელებაში თანამონაწილე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის აღმასრულებელი ხელისუფლების სისტემაში შემავალ დაწესებულებას გაუგრძელოს წარმოდგენილ მოთხოვნაზე დადგენილი ხარვეზის ვადა;

დ) დეპარტამენტისა და სამინისტროს საფინანსო-ეკონომიკური დეპარტამენტის დადებითი შეჯერებული პოზიციის, აგრეთვე დადგენილი ხარვეზის აღმოფხვრის შემთხვევაში დეპარტამენტი მინისტრს და/ან კურატორ მინისტრის მოადგილეს წარუდგენს დასაფინანსებელი პროექტის შესახებ სრულყოფილ ინფორმაციას და შესაბამისი რეზოლუციის მიღებიდან არაუმეტეს 3 (სამი) სამუშაო დღის ვადაში ამზადებს ბრძანების პროექტს;

ე) სამინისტრო უფლებამოსილია არასაკონკურსო პროექტი დააფინანსოს სრულად ან ნაწილობრივ ან უარი თქვას მის დაფინანსებაზე;

ვ) არასაკონკურსო პროექტის დაფინანსების შემთხვევაში მინისტრის მიერ გამოიცემა ბრძანება;

ზ) მინისტრის ბრძანების საფუძველზე დაფინანსების შესახებ ფორმდება ხელშეკრულება;

3. თუ არასაკონკურსო პროექტის განსახორციელებლად საჭიროა სახელმწიფო შესყიდვის განხორციელება, სამინისტრო ხელმძღვანელობს „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონითა და მინისტრის ბრძანებით დადგენილი სამინისტროს შესყიდვების განხორციელების მარეგულირებელი წესის გათვალისწინებით.“.

2. დანართი 1.1. ჩამოყალიბდეს თანდართული დანართი 1.1.-ის შესაბამისად.

მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის მინისტრიალიონა ჩხოტუა