დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1584-Vმს-XIმპ |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
| მიღების თარიღი | 27/05/2026 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 29/05/2026 |
| სარეგისტრაციო კოდი | 300310000.05.001.103093 |
|
„ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
მუხლი 1. „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №40, 18.07.2005, მუხ. 264) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. პირველი მუხლის 29 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „29. ამ კანონის მოქმედება არ ვრცელდება აგრეთვე ამავე კანონის 24-ე მუხლის 23-ე, 24-ე და 50-ე პუნქტებით გათვალისწინებული ნებართვებით განსაზღვრულ საქმიანობებზე (50-ე პუნქტით გათვალისწინებული ნებართვით განსაზღვრულ საქმიანობაზე − იმ შემთხვევაში, თუ კულტურული მემკვიდრეობის უძრავ ძეგლზე სარეაბილიტაციო სამუშაოების ნებართვის გაცემის უფლებამოსილება საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ ორგანოს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტისთვის აქვს დელეგირებული), თუ მათ ახორციელებს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ან სხვა თვითმმართველი ქალაქის მერია ანდა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ან სხვა თვითმმართველი ქალაქის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირი. ამ პუნქტით გათვალისწინებული ნებართვებით განსაზღვრული საქმიანობების განხორციელებისას სამშენებლო დოკუმენტაციის წარმოებისა და შეთანხმების წესს ადგენს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ან სხვა თვითმმართველი ქალაქის წარმომადგენლობითი ორგანო − საკრებულო.“. 2. 24-ე მუხლის 261 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „261. საქართველოს დედაქალაქში ან სხვა თვითმმართველ ქალაქში მსუბუქი ავტომობილით − ტაქსით (M1 კატეგორია) გადაყვანის ნებართვა.“. 3. 261 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. ამ კანონის 24-ე მუხლის 53-ე პუნქტით გათვალისწინებული გარე რეკლამის განთავსების ნებართვის შემოღების თაობაზე გადაწყვეტილების მიღება არის შესაბამისი მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს − საკრებულოს დისკრეციული უფლებამოსილება. გარე რეკლამის განთავსების სანებართვო რეგულირების შემოღების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში ნებართვას გასცემს მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო, ხოლო თვითმმართველ ქალაქში − ამ თვითმმართველი ქალაქის აღმასრულებელი ორგანო ან თვითმმართველი ქალაქის მიერ დაფუძნებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი.“. 4. 262 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგულარული სამგზავრო გადაყვანის ნებართვას კონკურსის წესით გასცემს მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში − ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობა, მის მიერ უფლებამოსილი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურული ერთეული ან ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირი, ხოლო სხვა თვითმმართველ ქალაქში − ამ თვითმმართველი ქალაქის აღმასრულებელი ორგანო, მის მიერ უფლებამოსილი თვითმმართველი ქალაქის მერიის სტრუქტურული ერთეული ან თვითმმართველი ქალაქის მიერ დაფუძნებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი. კონკურსში გამარჯვებული ნებართვის მაძიებელი მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგულარული სამგზავრო გადაყვანის ნებართვის მისაღებად იხდის ნებართვის გაცემის ფასს. მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგულარული სამგზავრო გადაყვანის ნებართვის გაცემისას მოსაკრებელი არ გადაიხდევინება.“. 5. 264 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „5. მშენებლობის ნებართვის ელექტრონული ფორმით გაცემისა და ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გაცნობის წესი და პირობები განისაზღვრება საქართველოს მთავრობის ნორმატიული აქტით, ხოლო ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტში ან სხვა თვითმმართველ ქალაქში − შესაბამისად, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ან სხვა თვითმმართველი ქალაქის წარმომადგენლობითი ორგანოს − საკრებულოს ნორმატიული აქტით. დაინტერესებული მხარისთვის ელექტრონული ფორმით გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ოფიციალური გაცნობა ნიშნავს მისთვის აღნიშნული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ელექტრონული ფოსტით ან სხვა ტექნიკური საშუალებით გაცნობას.“. 6. 265 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 265. საქართველოს დედაქალაქში ან სხვა თვითმმართველ ქალაქში მსუბუქი ავტომობილით − ტაქსით (M1 კატეგორია) გადაყვანის ნებართვის გაცემის წესი 1. საქართველოს დედაქალაქში მსუბუქი ავტომობილით − ტაქსით (M1 კატეგორია) გადაყვანის ნებართვას გასცემს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობა, მის მიერ უფლებამოსილი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურული ერთეული ან ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირი, ხოლო სხვა თვითმმართველ ქალაქში − ამ თვითმმართველი ქალაქის მერიის სტრუქტურული ერთეული ან თვითმმართველი ქალაქის მიერ დაფუძნებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი. ნებართვის მაძიებელი საქართველოს დედაქალაქში ან სხვა თვითმმართველ ქალაქში მსუბუქი ავტომობილით − ტაქსით (M1 კატეგორია) გადაყვანის ნებართვის მისაღებად იხდის ნებართვის გაცემის ფასს. საქართველოს დედაქალაქში ან სხვა თვითმმართველ ქალაქში მსუბუქი ავტომობილით − ტაქსით (M1 კატეგორია) გადაყვანის ნებართვის გაცემისას მოსაკრებელი არ გადაიხდევინება. 2. საქართველოს დედაქალაქში მსუბუქი ავტომობილით − ტაქსით (M1 კატეგორია) გადაყვანის სანებართვო პირობებს, ნებართვის გაცემის წესს, ნებართვის გაცემის ფასსა და მისი გადახდის წესს ამტკიცებს საქართველოს დედაქალაქის წარმომადგენლობითი ორგანო − საკრებულო, ხოლო სხვა თვითმმართველ ქალაქში − ამ თვითმმართველი ქალაქის წარმომადგენლობითი ორგანო − საკრებულო. 3. საქართველოს დედაქალაქში მსუბუქი ავტომობილით − ტაქსით (M1 კატეგორია) გადაყვანის ნებართვის გაცემის ფასი ჩაირიცხება საქართველოს დედაქალაქის ბიუჯეტში, ხოლო სხვა თვითმმართველ ქალაქში მსუბუქი ავტომობილით − ტაქსით (M1 კატეგორია) გადაყვანის ნებართვის გაცემის ფასი − ამ თვითმმართველი ქალაქის ბიუჯეტში.“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
თბილისი, 27 მაისი 2026 წ. N1584-Vმს-XIმპ |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები