„გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

„გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 1827-Vმს-XIმპ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 25/06/2026
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 30/06/2026
სარეგისტრაციო კოდი 190020060.05.001.103211
1827-Vმს-XIმპ
25/06/2026
ვებგვერდი, 30/06/2026
190020060.05.001.103211
„გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს კანონი

„გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონში (პარლამენტის უწყებანი, №19-20, 30.07.96, გვ. 11) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-2 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. გრანტად არ მიიჩნევა სამეწარმეო მიზნების მისაღწევად გაცემული სახსრები, გარდა იმ იურიდიული პირისთვის გადაცემული სახსრებისა, რომელსაც მინიჭებული აქვს სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის სტატუსი „სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, ან ამ კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საქართველოში რეგისტრირებული მეწარმე სუბიექტის მიერ გაცემული სახსრებისა, აგრეთვე ამავე კანონის მე-4 მუხლის „მ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საქართველოში რეგისტრირებული მეწარმე სუბიექტისთვის გადაცემული სახსრებისა.“.

2. მე-3 მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ვ“ ქვეპუნქტი:

„ვ) საქართველოში რეგისტრირებული მეწარმე სუბიექტი − სს „საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდი“, რომელიც გრანტს გასცემს საწესდებო მიზნების განსახორციელებლად.“.

3. მე-4 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „მ“ ქვეპუნქტი:

„მ) საქართველოში რეგისტრირებული მეწარმე სუბიექტი − სს „საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდი“ საწესდებო მიზნების განსახორციელებლად მიღებული გრანტის შემთხვევაში.“.

4. 5მუხლის მე−2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. გრანტის გამცემმა (დონორმა), ხოლო ამ კანონის მე-4 მუხლის „გ“, „ე“ ან „მ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული სუბიექტის მიერ გრანტის მიღების შემთხვევაში − იმავე ქვეპუნქტით გათვალისწინებულმა გრანტის მიმღებმა, აგრეთვე საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-20 მუხლით გათვალისწინებულმა იურიდიულმა პირმა გრანტის გაცემაზე თანხმობის მისაღებად საქართველოს მთავრობას ან საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრულ უფლებამოსილ პირს/ორგანოს უნდა წარუდგინოს ამ კანონის მე-5 მუხლით გათვალისწინებული წერილობითი ხელშეკრულების პროექტი. საქართველოს მთავრობას ან საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრულ უფლებამოსილ პირს/ორგანოს უფლება აქვს, გრანტის გაცემის შესახებ გადაწყვეტილების მისაღებად გრანტის გამცემს (დონორს), ხოლო ამ კანონის მე-4 მუხლის „გ“, „ე“ ან „მ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული სუბიექტის მიერ გრანტის მიღების შემთხვევაში − იმავე ქვეპუნქტით გათვალისწინებულ გრანტის მიმღებს, აგრეთვე საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-20 მუხლით გათვალისწინებულ იურიდიულ პირს მოსთხოვოს დამატებითი დოკუმენტაციის წარდგენა.“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.


საქართველოს პრეზიდენტიმიხეილ ყაველაშვილი

 

 

თბილისი,

25 ივნისი 2026 წ.

N1827-Vმს-XIმპ