„სკოლის მოსწავლეების ზოგადი განათლების დაწყებით საფეხურზე სასკოლო ფორმის ტანსაცმლით უსასყიდლოდ უზრუნველყოფის მიზნობრივი პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2026 წლის 3 აგვისტოს №364 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„სკოლის მოსწავლეების ზოგადი განათლების დაწყებით საფეხურზე სასკოლო ფორმის ტანსაცმლით უსასყიდლოდ უზრუნველყოფის მიზნობრივი პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2026 წლის 3 აგვისტოს №364 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 406
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 21/08/2026
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 21/08/2026
სარეგისტრაციო კოდი 430050000.10.003.025955
406
21/08/2026
ვებგვერდი, 21/08/2026
430050000.10.003.025955
„სკოლის მოსწავლეების ზოგადი განათლების დაწყებით საფეხურზე სასკოლო ფორმის ტანსაცმლით უსასყიდლოდ უზრუნველყოფის მიზნობრივი პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2026 წლის 3 აგვისტოს №364 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №406

2026 წლის 21 აგვისტო

   ქ. თბილისი

 

„სკოლის მოსწავლეების ზოგადი განათლების დაწყებით საფეხურზე სასკოლო ფორმის ტანსაცმლით უსასყიდლოდ უზრუნველყოფის მიზნობრივი პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2026 წლის 3 აგვისტოს №364 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „სკოლის მოსწავლეების ზოგადი განათლების დაწყებით საფეხურზე სასკოლო ფორმის ტანსაცმლით უსასყიდლოდ უზრუნველყოფის მიზნობრივი პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2026 წლის 3 აგვისტოს №364 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 04/08/2026, 430050000.10.003.025913) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული „სკოლის მოსწავლეების ზოგადი განათლების დაწყებით საფეხურზე სასკოლო ფორმის ტანსაცმლით უსასყიდლოდ უზრუნველყოფის მიზნობრივი პროგრამის“:

1. პირველი და მე-2 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 1. პროგრამის მიზანი

„სკოლის მოსწავლეების ზოგადი განათლების დაწყებით საფეხურზე სასკოლო ფორმის ტანსაცმლით უსასყიდლოდ უზრუნველყოფის მიზნობრივი პროგრამის“ (შემდგომში − პროგრამა) მიზანია საჯარო სკოლის დაწყებითი საფეხურის სოციალურად დაუცველი მოსწავლეების, მათ შორის, იმ მოსწავლეების, რომელთა მშობელს მინიჭებული აქვს მრავალშვილიანი მშობლის სტატუსი, სახელმწიფო ზრუნვაში მყოფი მოსწავლეების, ასევე იმ მოსწავლეების, რომლებმაც 2022 წლის 24 თებერვალს უკრაინაში დაწყებული საომარი მოქმედებების შედეგად ვერ მოახერხეს უკრაინის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში ზოგადი განათლების მიღების გაგრძელება და ჩაირიცხნენ საქართველოს საჯარო სკოლებში, საჯარო სკოლის ზოგადი განათლების დაწყებითი საფეხურის სასკოლო ფორმის ტანსაცმლით (შემდგომში − სასკოლო ფორმის ტანსაცმელი) უსასყიდლოდ უზრუნველყოფით, განათლებაზე თანაბარი ხელმისაწვდომობის, სოციალური ინტეგრაციის, ინკლუზიური და ღირსებაზე დაფუძნებული სასწავლო გარემოს ხელშეწყობა და სასწავლო პროცესში მოსწავლეთა სრულფასოვანი ჩართულობის მხარდაჭერა.

მუხლი 2. პროგრამის დაფინანსება

საჯარო სკოლის მოსწავლეების ზოგადი განათლების დაწყებით საფეხურზე სოციალურად დაუცველი, მათ შორის, იმ მოსწავლეების, რომელთა მშობელს მინიჭებული აქვს მრავალშვილიანი მშობლის სტატუსი, სახელმწიფო ზრუნვაში მყოფი მოსწავლეების, ასევე იმ მოსწავლეების, რომლებიც 2022 წლის 24 თებერვალს უკრაინაში დაწყებული საომარი მოქმედებების შედეგად ვერ ახერხებენ უკრაინის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში ზოგადი განათლების მიღების გაგრძელებას და ჩარიცხულნი არიან საქართველოს საჯარო სკოლებში, სასკოლო ფორმის ტანსაცმლით უსასყიდლოდ უზრუნველყოფა ყოველწლიურად განხორციელდება საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსთვის გამოყოფილი შესაბამისი წლის სახელმწიფო საბიუჯეტო ასიგნებებიდან.“.

2. მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ა1“ ქვეპუნქტი:

„ა1) არიან მრავალშვილიანი (ოთხი და მეტი შვილი) მშობლის სტატუსის მქონე პირის შვილები და რომლებიც რეგისტრირებულნი არიან სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და მათი ოჯახის სარეიტინგო ქულა 65 000 ქულაზე მეტია და 120 001 ქულაზე ნაკლებია;“.

3. მე-5 მუხლის:

ა) მე-2 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ამ პროგრამის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „ა1“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული ბენეფიციარების იდენტიფიცირებას ახდენს სსიპ − განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა.

3. ამ პროგრამის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ბენეფიციარების იდენტიფიცირების მიზნით, სსიპ − განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, ელექტრონული საშუალებების გამოყენებით ან/და წერილობითი ფორმით, შესაბამისი წლის 20 აგვისტოს მდგომარეობით, სსიპ − სოციალური მომსახურების სააგენტოს აწვდის საჯარო სკოლის დაწყებითი საფეხურის მოსწავლეების მონაცემებს, ხოლო სსიპ − სოციალური მომსახურების სააგენტო უზრუნველყოფს წარდგენილი მონაცემების გადამოწმებას მის მიერ ადმინისტრირებად სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში დაცულ მონაცემებთან, ამ პროგრამის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული კატეგორიის განსაზღვრის მიზნით და უბრუნებს პასუხს სსიპ − განათლების მართვის საინფორმაციო სისტემას, რომელიც არაუგვიანეს შესაბამისი წლის 27 აგვისტოსი აღნიშნულ მონაცემებს უგზავნის საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ დაფუძნებულ შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებას  საგანმანათლებლო რესურსებს (შემდგომში  შპს  საგანმანათლებლო რესურსები).“;

ბ) მე-3 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 31 პუნქტი:

„31. ამ პროგრამის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ა1“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ბენეფიციარების იდენტიფიცირების მიზნით, სსიპ − განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, ელექტრონული საშუალებების გამოყენებით ან/და წერილობითი ფორმით, შესაბამისი წლის 20 აგვისტოს მდგომარეობით, სსიპ − სოციალური მომსახურების სააგენტოს აწვდის საჯარო სკოლის დაწყებითი საფეხურის მოსწავლეების მონაცემებს, ხოლო სსიპ − სოციალური მომსახურების სააგენტო უზრუნველყოფს წარდგენილი მონაცემების გადამოწმებას მის მიერ ადმინისტრირებად სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში დაცულ მონაცემებთან, ამ პროგრამის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ა1“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სარეიტინგო ქულის განსაზღვრის მიზნით და უბრუნებს პასუხს სსიპ − განათლების მართვის საინფორმაციო სისტემას. სსიპ − განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა აღნიშნულ მონაცემებს, არაუგვიანეს შესაბამისი წლის 26 აგვისტოსი, უგზავნის სსიპ − სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს, ამ პროგრამის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ა1“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მრავალშვილიანი მშობლის სტატუსის მქონე მშობლის შვილების იდენტიფიცირების მიზნით, ხოლო სსიპ − სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსგან მიღებულ ინფორმაციას, არაუგვიანეს შესაბამისი წლის 27 აგვისტოსი, უგზავნის შპს  საგანმანათლებლო რესურსებს.“;

გ) მე-6 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ზ) ინფორმაციას, მიეკუთვნება თუ არა იგი ამ პროგრამის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „ა1“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ პირთა წრეს;“.

4. მე-6 მუხლის:

ა) პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. სსიპგანათლების მართვის საინფორმაციო სისტემა:

ა) ამ პროგრამით გათვალისწინებული ფორმითა და განსაზღვრულ ვადებში,  უზრუნველყოფს პროგრამის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „ა1“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული ბენეფიციარების მონაცემების მიწოდებას შპს საგანმანათლებლო რესურსებისთვის;

ბ) შპს  საგანმანათლებლო რესურსების წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე, უზრუნველყოფს, პროგრამის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „ა1“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ბენეფიციარების განსაზღვრის ან ბენეფიციარების სტატუსის განახლების/გადამოწმების მიზნით, მონაცემთა პერიოდულ გადამოწმებას სსიპ − სოციალური მომსახურების სააგენტოსა და სსიპ − სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსთან.

2. სსიპსოციალური მომსახურების სააგენტო:

საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, უზრუნველყოფს ამ პროგრამით გათვალისწინებული პირობებით, შესაბამისი მიმართვის საფუძველზე, მხარეთა შორის შეთანხმებული ფორმითა და ვადებში, ამავე პროგრამის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „ა1“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ინფორმაციის (სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრაციის საკითხებზე) სსიპ – განათლების მართვის საინფორმაციო სისტემისათვის მიწოდებას.“;

ბ) მე-2 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 პუნქტი:

„21. სსიპ − სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო:

საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, უზრუნველყოფს ამ პროგრამით გათვალისწინებული პირობებით, შესაბამისი მიმართვის საფუძველზე, მხარეთა შორის შეთანხმებული ფორმითა და ვადებში, სსიპ – განათლების მართვის საინფორმაციო სისტემისათვის იმ მოსწავლეთა შესახებ ინფორმაციის მიწოდებას, რომლებიც არიან მრავალშვილიანი (ოთხი და მეტი შვილი) მშობლის სტატუსის მქონე პირის შვილები.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიირაკლი კობახიძე