დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1902/2-VIმს-XIმპ |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
| მიღების თარიღი | 28/10/2026 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 29/10/2026 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 01/11/2026 |
| სარეგისტრაციო კოდი | 090000000.05.001.103270 |
|
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
|
მუხლი 1. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №31, 03.11.2009, მუხ. 190) 191-ე მუხლის:
ა) მე-2 და 21 ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. თუ დადგინდა, რომ ბრალდებული დანაშაულის ჩადენისას შეურაცხი იყო, სასამართლო მხარის შუამდგომლობით შეწყვეტს მის მიმართ სისხლისსამართლებრივ დევნას. ამასთანავე, საქმის განმხილველი მოსამართლე ვალდებულია „ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონის 221 მუხლის 11 პუნქტით გათვალისწინებული საფუძვლების არსებობისას სასამართლო-ფსიქიატრიული ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე იმავე განჩინებით გადაწყვიტოს ამ პირისთვის იძულებითი ფსიქიატრიული მკურნალობის ჩატარების საკითხი. ეს განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს ამ კოდექსის 207-ე მუხლით დადგენილი წესით. 21. ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში მოსამართლე განჩინებით განსაზღვრავს იძულებითი ფსიქიატრიული მკურნალობის ვადას. ამ მუხლით დადგენილი წესით აღნიშნული ვადის განსაზღვრისას გაითვალისწინება ბრალდებულის ფსიქიკური ჯანმრთელობის მდგომარეობა და ბრალდებულის მიერ საკუთარი თავისთვის ან/და სხვისთვის ზიანის მიყენების, მისი მუქარის ან/და ძალადობის შემცველი ქცევის რისკის ხარისხი, რომელთა შეფასებაც მოცემულია ბრალდებულის შერაცხადობის თაობაზე სასამართლო-ფსიქიატრიული ექსპერტიზის დასკვნაში.“; ბ) 21 ნაწილის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 22 და 23 ნაწილები: „22. ამ მუხლის 21 ნაწილით განსაზღვრულ განჩინებაში მიეთითება, რომ იძულებითი ფსიქიატრიული მკურნალობა შეიძლება შეწყდეს დადგენილ ვადაზე ადრე, „ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონის 221 მუხლის 11 პუნქტით გათვალისწინებული საფუძვლების აღმოფხვრისთანავე, თუ მათი აღმოფხვრა დადასტურდება იმავე კანონით დადგენილი წესით. 23. ამ მუხლის 21 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში იძულებითი ფსიქიატრიული მკურნალობა ინიშნება იძულებითი ფსიქიატრიული მკურნალობის კრიტერიუმების ამოწურვამდე, მაგრამ არაუმეტეს 4 წლის ვადით.“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2026 წლის 1 ნოემბრიდან. |
თბილისი, 28 ოქტომბერი 2026 წ. N1902/2-VIმს-XIმპ |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები