„გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ” გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 14 თებერვლის №13 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ” გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 14 თებერვლის №13 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 7
დოკუმენტის მიმღები გარდაბნის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 30/05/2025
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 03/06/2025
სარეგისტრაციო კოდი 010250040.35.161.016607
7
30/05/2025
ვებგვერდი, 03/06/2025
010250040.35.161.016607
„გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ” გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 14 თებერვლის №13 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
გარდაბნის მუნიციპალიტეტი
 

გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №7

2025 წლის 30 მაისი

ქ. გარდაბანი

 

„გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 14 თებერვლის №13 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
შეტანილ იქნეს ცვლილება „გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ” გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 14  თებერვლის  №13 დადგენილებაში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 28/02/2018, სარეგისტრაციო კოდი: 010250040.35.161.016392) და დადგენილების დანართში:

1. მე-3 მუხლის მე-8 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე) ქალისა და მამაკაცის თანასწორობის ხელშეწყობის ღონისძიებათა დაგეგმვა და დამტკიცება;“.

2. XVIII თავის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გარდაბნის მუნიციპალიტეტში ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე მუნიციპალური საბჭო“.

3. 135-ე მუხლის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გარდაბნის მუნიციპალიტეტში ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე მუნიციპალური საბჭო“.

4. 135-ე მუხლის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ქალისა და მამაკაცის თანასწორობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის 11 პუნქტის შესაბამისად, გარდაბნის მუნიციპალიტეტში, ქალთა და ბავშვთა საკითხებზე სისტემური და საქართველოს მთავრობის მიერ შექმნილ ქალისა და მამაკაცის თანასწორობის, ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორის კომისიასთან კოორდინირებული მუშაობის უზრუნველსაყოფად, საკრებულო ქმნის ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე მუნიციპალურ საბჭოს, რომლის უფლებამოსილება განისაზღვრება შესაბამისი საბჭოს დებულებით.“.

5. ამოღებულ იქნეს 136-ე და 137-ე მუხლები.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემიხეილ გედეხაური