„საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2021 წლის 26 მარტის №01/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2021 წლის 26 მარტის №01/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 32/ნ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი
მიღების თარიღი 06/06/2025
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 06/06/2025
ძალაში შესვლის თარიღი 08/06/2025
სარეგისტრაციო კოდი 010240030.22.022.018667
32/ნ
06/06/2025
ვებგვერდი, 06/06/2025
010240030.22.022.018667
„საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2021 წლის 26 მარტის №01/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი
 

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის

 ბრძანება №32/ნ

2025 წლის 6 ივნისი

ქ. თბილისი

 

„საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2021 წლის 26 მარტის №01/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
„საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2021 წლის 26 მარტის №01/ნ ბრძანების (www.matsne.gov.ge, 26/03/2021; სარეგისტრაციო კოდი: 010240030.22.022.018001) პირველი მუხლით დამტკიცებულ დებულებაში შევიდეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-5 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,მუხლი 5

დეპარტამენტის კომპეტენციაა:

ა) კანონშემოქმედებით სფეროში საქართველოს პარლამენტისა და სამინისტროს ურთიერთობის კოორდინაცია და საპარლამენტო მდივნისათვის „საპარლამენტო მდივნის შესახებ“ საქართველოს კანონით მინიჭებულ უფლებამოსილებათა განხორციელების ხელშეწყობა;

ბ) სამართალშემოქმედებითი საქმიანობა, მათ შორის შესაბამისი ნორმატიული აქტებისა და ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება;

გ) კომპეტენციის ფარგლებში, საკონსტიტუციო და საერთო სასამართლოებში სასამართლო დავებზე სამინისტროს წარმომადგენლობის უზრუნველყოფა;

დ) სამინისტროს კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებული ადმინისტრაციული საჩივრების განხილვა;

ე) სამინისტროს სახელით დასადები ხელშეკრულებების (გარდა შრომითი/ადმინისტრაციული, შესყიდვის და საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებებისა) და მემორანდუმების პროექტების მომზადება;

ვ) სამინისტროში მომზადებული სამართლებრივი აქტების, ხელშეკრულებებისა და მემორანდუმების პროექტების შესაბამისობის დადგენა უპირატესი იურიდიული ძალის მქონე სამართლებრივ აქტებთან და მათი ვიზირება;

ზ) სამინისტროს მიერ სხვა ადმინისტრაციული ორგანოებისათვის სამართლებრივი დახმარების აღმოჩენის უზრუნველყოფა;

თ) მინისტრის, მინისტრის პირველი მოადგილისა და მინისტრის მოადგილის მიერ დეპარტამენტის  კომპეტენციის ფარგლებში დაკისრებული სხვა სამართლებრივი ხასიათის ამოცანების შესრულება, რომლებიც არ შედის სამინისტროს სხვა სტრუქტურული ერთეულების კომპეტენციაში და მიეკუთვნება სამინისტროს მმართველობის სფეროს;

ი) სამინისტროს სისტემაში შემავალი იურიდიული პირების და სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების – საგანმანათლებლო რესურსცენტრების მომართვის საფუძველზე მათთვის სამართლებრივი დახმარების გაწევა;

კ) დეპარტამენტის კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე სხვადასხვა სახელმწიფო და არასახელმწიფო დაწესებულების, აგრეთვე მოქალაქეთა განცხადებებისა და წერილების დადგენილი წესით განხილვა და მათზე რეაგირება;

ლ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.”.

2. მე-6 მუხლის ,,გ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.

3. მე-8 მუხლის მე-3 პუნქტის ,,პ.ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„პ.ა) ახორციელებს წარმომადგენლობით უფლებამოსილებას საკონსტიტუციო და საერთო სასამართლოებში სამინისტროს მონაწილეობით წარმოებულ საქმეებზე;“.

4. მე-9 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 და 22 პუნქტები:

,,21) დეპარტამენტის უფროსის ერთ-ერთი მოადგილე ახორციელებს სამინისტროს ნორმატიული აქტებისა და ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების (ბრძანებები) პროექტების სამართლებრივ ექსპერტიზას, შესაბამისობის დადგენას უპირატესი იურიდიული ძალის მქონე ნორმატიულ აქტებთან და  მათ ვიზირებას. დეპარტამენტის უფროსის მოადგილე პასუხისმგებელია ამ პუნქტით გათვალისწინებული პროექტების სრულყოფილ სამართლებრივ ექსპერტიზაზე და მის მიერ დავიზებული სამინისტროს ნორმატიული აქტებისა და ინდივიდუალური ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტების (ბრძანებები) პროექტების კანონთან შესაბამისობაზე.

22) დეპარტამენტის უფროსის ერთ-ერთი მოადგილე ახორციელებს სამინისტროს სახელით დასადები ხელშეკრულებების, მემორანდუმების, შეთანხმებების პროექტების სამართლებრივ ექსპერტიზას, შესაბამისობის დადგენას უპირატესი იურიდიული ძალის მქონე ნორმატიულ აქტებთან და მათ ვიზირებას. დეპარტამენტის უფროსის მოადგილე პასუხისმგებელია ამ პუნქტით გათვალისწინებული პროექტების სრულყოფილ სამართლებრივ ექსპერტიზაზე და მის მიერ დავიზებული ხელშეკრულებების, მემორანდუმების, შეთანხმებების პროექტების კანონთან შესაბამისობაზე.“.

5. მე-10 მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,ე1“ - ,,ე3“ ქვეპუნქტები:

,,ე1) „ელექტრონული მთავრობის“ პროგრამაში ატვირთული საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტების პროექტების და სხვა დოკუმენტების განხილვა განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სფეროში უპირატესი იურიდიული ძალის მქონე სხვა ნორმატიულ აქტებთან შესაბამისობის თვალსაზრისით და  სამინისტროს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებთან/ხელმძღვანელ პირებთან შეთანხმებით სამინისტროს პოზიციის მომზადება;

2) „ელექტრონული მთავრობის“ პროგრამაში ატვირთული, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სფეროსთან დაკავშირებული საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტების პროექტებზე და სხვა დოკუმენტებზე მიზანშეწონილობის თვალსაზრისით სამინისტროს შესაბამისი სტრუქტურული ერთეულების/ხელმძღვანელი პირების მიერ მოწოდებული პოზიციის დაფიქსირება;

3) სამინისტროს სისტემაში შემავალი სტრუქტურული ერთეულებიდან და საჯარო სამართლის იურიდიული პირებიდან, აგრეთვე სხვადასხვა სახელმწიფო და არასახელმწიფო დაწესებულებიდან შემოსული ნორმატიული აქტების პროექტების შესახებ სამართლებრივი დასკვნების მომზადება;“.

6. მე-11 მუხლის:

ა) ,,ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ა) კომპეტენციის ფარგლებში, საკონსტიტუციო და საერთო სასამართლოებში სასამართლო დავებზე სამინისტროს წარმომადგენლობის უზრუნველყოფა;“;

ბ) ,,ბ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.

7. მე-12 მუხლი ამოღებულ იქნეს.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2025 წლის 8 ივნისიდან.

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრიალექსანდრე წულაძე