„ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულების (რეგლამენტი) დამტკიცების შესახებ“ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 14 ნოემბრის №1 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულების (რეგლამენტი) დამტკიცების შესახებ“ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 14 ნოემბრის №1 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 19
დოკუმენტის მიმღები ზუგდიდის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 06/06/2025
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 10/06/2025
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.105.016762
19
06/06/2025
ვებგვერდი, 10/06/2025
010250050.35.105.016762
„ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულების (რეგლამენტი) დამტკიცების შესახებ“ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 14 ნოემბრის №1 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
ზუგდიდის მუნიციპალიტეტი
 

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №19

2025 წლის 6 ივნისი

ქ. ზუგდიდი

„ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულების (რეგლამენტი) დამტკიცების შესახებ“ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 14 ნოემბრის №1 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს ორგანული კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ“ მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
„ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულების (რეგლამენტი) დამტკიცების შესახებ“ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 14 ნოემბრის №1 დადგენილების დანართში (www.matsne.gov.ge, 20/11/2017 წ., სარეგისტრაციო კოდი 010250050.35105.016353) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

ა)  მე-3 მუხლის მე-8 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

დ) ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე მუნიციპალური საბჭოს შექმნა და მისი დებულების დამტკიცება. ქალისა და მამაკაცის თანასწორობის ხელშეწყობის ღონისძიებათა დაგეგმვა და დამტკიცება;“;

ბ)  მე-18 მუხლის 52 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„52. საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეები კოორდინაციას უწევენ საკრებულოს იურიდიულ, სამანდატო და ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხთა კომისიას, ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიას, განათლების, კულტურის, სპორტის, ახალგაზრდულ, ქალისა და მამაკაცის თანასწორობის საკითხთა კომისიას, ასრულებენ საკრებულოს თავმჯდომარის სხვა დავალებებს.“;

გ)  24-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

გ) განათლების, კულტურის, სპორტის, ახალგაზრდულ, ქალისა და მამაკაცის თანასწორობის საკითხთა კომისია;“;

დ) 334 მუხლის პირველი, მე-3 და მე-9 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. აქტუალური საკითხის შესწავლისა და შესაბამისი გადაწყვეტილების პროექტის მომზადების მიზნით, საკრებულოს წევრთაგან, კომისიის ან ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე მუნიციპალური საბჭოს გადაწყვეტილებით შეიძლება დაინიშნოს თემატური მოკვლევის ჯგუფი, რომელიც თავისი შემადგენლობიდან ირჩევს მთავარ მომხსენებელს.

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი წესით, ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე მუნიციპალური საბჭოს თავმჯდომარის ან საბჭოს წევრის მიერ წარდგენილი აქტუალური საკითხიდან/საკითხებიდან გამომდინარე, საბჭო იღებს გადაწყვეტილებას მოკვლევის დაწყების და თემატური მოკვლევის ჯგუფის დანიშვნის შესახებ.

9. ამ მუხლის მე-8 პუნქტში აღნიშნული დასკვნა საკრებულოს ბიუროს წარედგინება, თუ ამ მუხლის მე-4 პუნქტით დადგენილი წესით თემატური მოკვლევის ჯგუფი სხვადასხვა კომისიის წევრებისგან შედგება ან საკითხზე მოკვლევის დაწყებისა და თემატური მოკვლევის ჯგუფის დანიშვნის შესახებ გადაწყვეტილება ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე მუნიციპალური საბჭომ მიიღო.“;

ე) 110-ე მუხლის მე-6 და მე-10 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. ზეპირი შეკითხვის დასმის უფლება საკრებულოს წევრს აქვს საკრებულოს, კომისიის, დროებითი სამუშაო ჯგუფის ან ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე მუნიციპალური საბჭოს სხდომებზე.

10. საკრებულოს წევრის ზეპირი შეკითხვები და მასზე პასუხები აისახება შესაბამისად, საკრებულოს, კომისიის, დროებითი სამუშაო ჯგუფის ან ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე მუნიციპალური საბჭოს სხდომის ოქმში.“;

ვ) XVIII თავი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

თავი XVIII

ზუგდიდის მუნიციპალიტეტში ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე მუნიციპალური საბჭო

მუხლი 135. საბჭოს შექმნა

ქალთა და ბავშვთა საკითხებზე სისტემური და საქართველოს მთავრობის მიერ შექმნილი ქალისა და მამაკაცის თანასწორობის, ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორის კომისიასთან კოორდინირებული მუშაობის უზრუნველსაყოფად საკრებულო ქმნის ზუგდიდის მუნიციპალიტეტში ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე მუნიციპალურ საბჭოს.

მუხლი 136. საბჭოს ამოცანები და ფუნქციები

საბჭოს შემადგენლობა, საქმიანობა, ამოცანები და ფუნქციები განისაზღვრება საბჭოს დებულებით.

 

მუხლი 137. საბჭოს დებულება

საბჭოს დებულებას დადგენილებით ამტკიცებს საკრებულო.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელიმალხაზ თორია