„ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით განსაზღვრული ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ (ადგილობრივი და დევნილი) პირთა სოციალური პროგრამების განხორციელების წესის დამტკიცების თაობაზე“ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2024 წლის 18 იანვრის №11 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 23
დოკუმენტის მიმღები ზუგდიდის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 06/06/2025
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 10/06/2025
ძალის დაკარგვის თარიღი 01/01/2026
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.105.016766
23
06/06/2025
ვებგვერდი, 10/06/2025
010250050.35.105.016766
„ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით განსაზღვრული ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ (ადგილობრივი და დევნილი) პირთა სოციალური პროგრამების განხორციელების წესის დამტკიცების თაობაზე“ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2024 წლის 18 იანვრის №11 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
ზუგდიდის მუნიციპალიტეტი

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №23

2025 წლის 6 ივნისი

ქ. ზუგდიდი

„ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით განსაზღვრული ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ (ადგილობრივი და დევნილი) პირთა სოციალური პროგრამების განხორციელების წესის დამტკიცების თაობაზე“ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2024 წლის 18 იანვრის №11 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს ორგანული კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ“ მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ზუგდიდის  მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
„ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით განსაზღვრული ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ (ადგილობრივი და დევნილი) პირთა სოციალური პროგრამების განხორციელების წესის დამტკიცების თაობაზე” ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2024 წლის  18 იანვრის №11 დადგენილების დანართში (www.matsne.gov.ge, 23/01/2024, სარეგისტრაციო კოდი: 010250050.35.105.016724) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

ა) პირველი მუხლის „ბ“ პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) ქალისა და მამაკაცის თანასწორობის, ოჯახებისა და ბავშვების სოციალური დაცვის პროგრამა (პროგრამის კოდი 06 02 03) – მრავალშვილიანი ოჯახები, მარტოხელა მშობლები, დედ-მამით ობოლი ბავშვები, პირველი-მეორე შვილის შეძენა სოციალურად დაუცველ ოჯახებზე, ტყუპის შეძენა, ოჯახში ან/და ქალთა მიმართ ძალადობის მსხვერპლთა დახმარება და ქალისა და მამაკაცის თანასწორობის საკითხების ფინანსური მხარდაჭერა; “;

ბ) მე-2 მუხლის „დ“ პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) ქალისა და მამაკაცის თანასწორობის საკითხების ორგანიზება და ქალთა ოთახის ფუნქციონირების ხელშეწყობა; “

გ) დანართის მე-5 მუხლის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 5. ქალისა და მამაკაცის თანასწორობის, ოჯახებისა და ბავშვების გაძლიერების პროგრამა (პროგრამის კოდი 06 02 03) “.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე, აქტის მოქმედება გავრცელდეს 2025 წლის 6 ივნისიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელიმალხაზ თორია