დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| შპს ,,მიკროსაფინანსო ორგანიზაცია კრედექსის“ ლიკვიდაციის პროცესის შეწყვეტისა და შპს ,,მიკროსაფინანსო ორგანიზაცია კრედექსისთვის“ საქმიანობის საგნის ცვლილებისა და გარდაქმნაზე თანხმობის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 93 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტი |
| მიღების თარიღი | 06/06/2025 |
| დოკუმენტის ტიპი | ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 10/06/2025 |
| სარეგისტრაციო კოდი | |
|
შპს ,,მიკროსაფინანსო ორგანიზაცია კრედექსის“ ლიკვიდაციის პროცესის შეწყვეტისა და შპს ,,მიკროსაფინანსო ორგანიზაცია კრედექსისთვის“ საქმიანობის საგნის ცვლილებისა და გარდაქმნაზე თანხმობის შესახებ
|
„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის, ამავე კანონის 50-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, „მიკროსაფინანსო ორგანიზაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-2 პუნქტის, „მიკროსაფინანსო ორგანიზაციის ლიკვიდაციის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2024 წლის 14 თებერვლის №34/04 ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-9 მუხლის მე-11 და მე-12 პუნქტებისა და საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2024 წლის 16 სექტემბრის №235/04 ბრძანების საფუძველზე:
1. მიეცეს თანხმობა შპს „მიკროსაფინანსო ორგანიზაცია კრედექსს“ (საიდენტიფიკაციო ნომერი 400058030) საქმიანობის საგნის ცვლილებასა და ისეთ მეწარმე სუბიექტად გარდაქმნაზე, რომელიც არ ახორციელებს მიკროსაფინანსო საქმიანობას. 2. შეწყდეს შპს „მიკროსაფინანსო ორგანიზაცია კრედექსის“ (საიდენტიფიკაციო ნომერი 400058030) ლიკვიდაციის პროცესი და ლიკვიდატორის თანამდებობიდან გათავისუფლდეს როინ ცაციაშვილი (პირადი ნომერი 01036002403). 3. ეს განკარგულება გაეგზავნოს სსიპ – საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრს და ადგილობრივი სისტემის ოპერატორს, თუ მიკროსაფინანსო ორგანიზაცია წარმოადგენდა ამ სისტემის მონაწილეს. 4. ეს განკარგულება 10 დღის ვადაში გამოქვეყნდეს სსიპ „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ და საქართველოს ეროვნული ბანკის ოფიციალურ ვებგვერდზე. 5. აღნიშნული განკარგულების გასაჩივრება შეიძლება თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ.თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი №64), მისი ოფიციალურად გაცნობიდან ერთი თვის ვადაში. 6. ეს განკარგულება ამოქმედდეს მხარისათვის მისი გაცნობისთანავე.
არასაბანკო დაწესებულებების ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსი – მ.შ. მერაბ შალიკაშვილი
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები