„სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის რესურსზე ხელმისაწვდომობის“ სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 ივლისის №464 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის რესურსზე ხელმისაწვდომობის“ სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 ივლისის №464 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 202
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 13/06/2025
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 13/06/2025
სარეგისტრაციო კოდი 340170000.10.003.025094
202
13/06/2025
ვებგვერდი, 13/06/2025
340170000.10.003.025094
„სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის რესურსზე ხელმისაწვდომობის“ სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 ივლისის №464 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №202 

2025 წლის 13 ივნისი

   ქ. თბილისი

 

„სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის რესურსზე ხელმისაწვდომობის“ სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 ივლისის №464 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის რესურსზე ხელმისაწვდომობის“ სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 ივლისის №464 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 24/07/2020, 340170000.10.003.022181) შეტანილ იქნეს ცვლილება და:

1.  დადგენილების მე-3 მუხლი ამოღებულ იქნეს.

2. დადგენილებით დამტკიცებული „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის რესურსზე ხელმისაწვდომობის“ სახელმწიფო პროგრამის:

ა) მე-4 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. მოიჯარის მიერ სააგენტოსათვის განცხადების წარდგენის ვადა არის პროგრამის ამოქმედებიდან 6 (ექვსი) წელი.“;

ბ)  მე-5 მუხლის მე-8 პუნქტის:

ბ.ა)  „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) უძრავი ნივთის პრივატიზებამ შესაძლოა, შეაფერხოს მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება და ეს დასტურდება საქართველოს რეგიონული განვითარების სამინისტროს, საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს ან საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს წერილით;“;

ბ.ბ) „ზ“ და „თ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ზ) უძრავი ნივთი მდებარეობს „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში და საქართველოს კულტურის სამინისტროს მიერ სააგენტოში წარდგენილი იქნება უარყოფითი პოზიცია უძრავი ნივთის პრივატიზების შესახებ;

თ) უძრავი ნივთი მდებარეობს „საავტომობილო გზების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ გზისპირა ზონებში (გზის ღერძიდან 100 მეტრი ორივე მხარეს) და საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ სააგენტოში წარდგენილი იქნება უარყოფითი პოზიცია უძრავი ნივთის პრივატიზების შესახებ;“;

გ) მე-7 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. პროგრამით დადგენილი წესით მოიჯარისათვის უძრავი ნივთის პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზებისას, საპრივატიზებო თანხა განისაზღვრება დამოუკიდებელი აუდიტორის (ექსპერტის) დასკვნით დადგენილი მიწის ნაკვეთისა (მასზე არსებული ნარგავების ღირებულების ან/და მოიჯარის მიერ შექმნილი ინფრასტრუქტურის გარეშე) და იჯარის ხელშეკრულების დადებისას ამავე მიწის ნაკვეთზე არსებული შენობა-ნაგებობის საბაზრო ფასის ოდენობით.“.

მუხლი 2
„სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის რესურსზე ხელმისაწვდომობის“ სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 ივლისის №464 დადგენილებით დამტკიცებული „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის რესურსზე ხელმისაწვდომობის“ სახელმწიფო პროგრამით დადგენილი წესით უძრავი ნივთის პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზებისას, იმ მოიჯარეთა მიერ გადასახდელი საპრივატიზებო თანხა, რომლებმაც, ამავე პროგრამის ფარგლებში, უძრავი ნივთის პრივატიზების თაობაზე განაცხადით მიმართეს სსიპ − სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს ამ დადგენილების ამოქმედებამდე, განისაზღვროს დამოუკიდებელი აუდიტორის (ექსპერტის) დასკვნით დადგენილი მიწის ნაკვეთისა (მასზე არსებული ნარგავების ღირებულების ან/და მოიჯარის მიერ შექმნილი ინფრასტრუქტურის გარეშე) და იჯარის ხელშეკრულების დადებისას ამავე მიწის ნაკვეთზე არსებული შენობა-ნაგებობის საბაზრო ფასის 75%-ის ოდენობით.

 

მუხლი 3
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიირაკლი კობახიძე