„საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სარკინიგზო ტრანსპორტის სააგენტოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის ფორმის, მისი შევსების, შენახვის, გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ“

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სარკინიგზო ტრანსპორტის სააგენტოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის ფორმის, მისი შევსების, შენახვის, გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ“
დოკუმენტის ნომერი 1-1/58
დოკუმენტის მიმღები საჯარო სამართლის იურიდიული პირის − სარკინიგზო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორი
მიღების თარიღი 17/06/2025
დოკუმენტის ტიპი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − სარკინიგზო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 23/06/2025
სარეგისტრაციო კოდი 040030000.84.097.016012
1-1/58
17/06/2025
ვებგვერდი, 23/06/2025
040030000.84.097.016012
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სარკინიგზო ტრანსპორტის სააგენტოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის ფორმის, მისი შევსების, შენახვის, გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ“
საჯარო სამართლის იურიდიული პირის − სარკინიგზო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორი
 

საჯარო სამართლის იურიდიული პირის − სარკინიგზო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის

ბრძანება №1-1/58

2025 წლის 17 ივნისი

. თბილისი

 

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სარკინიგზო ტრანსპორტის სააგენტოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის ფორმის, მისი შევსების, შენახვის, გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ“

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის, საქართველოს სარკინიგზო კოდექსის 636  მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტის, „მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის, „მკაცრი აღრიცხვის ფორმების ნუსხის, მკაცრი აღრიცხვის ფორმების რეგისტრაციის წესისა და მკაცრი აღრიცხვის ფორმების რეგისტრაციის ჟურნალის ფორმის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2020 წლის 31 აგვისტოს №1-1/345 ბრძანების, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სარკინიგზო ტრანსპორტის სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2023 წლის 29 ივნისის №1-1/250 ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-2 მუხლის მე-3 პუნქტის „უ“ ქვეპუნქტისა და მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „ნ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
 

მუხლი 1
თანდართული სახით დამტკიცდეს:

1. „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სარკინიგზო ტრანსპორტის სააგენტოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის შევსების, შენახვის, გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესი“ (დანართი №1).

2. „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სარკინიგზო ტრანსპორტის სააგენტოს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმა“ (დანართი №2).

3. „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სარკინიგზო ტრანსპორტის სააგენტოს  ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმების აღრიცხვის ჟურნალის ფორმა“ (დანართი №3).

4. „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სარკინიგზო ტრანსპორტის სააგენტოს გამოსაყენებლად უვარგისი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმების ჩამოწერის აქტის ფორმა“ (დანართი №4).

მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

სსიპ სარკინიგზო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორიერეკლე კეჟერაშვილი