დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 764-IIმს-XIმპ |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
| მიღების თარიღი | 26/06/2025 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 27/06/2025 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 01/08/2025 |
| სარეგისტრაციო კოდი | 130030000.05.001.102690 |
764-IIმს-XIმპ
26/06/2025
ვებგვერდი, 27/06/2025
130030000.05.001.102690
„სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონში
ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი
|
„სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
მუხლი 1. „სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 12.03.2015, სარეგისტრაციო კოდი: 130030000.05.001.017622) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: 1. მე-3 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. დაზვერვის სააგენტო თავისი კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებს სახელმწიფო საიდუმლოების რეჟიმის დაცვის უზრუნველყოფის ღონისძიებებს როგორც საკუთარ უწყებაში, ისე საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და საკონსულო დაწესებულებების და ხანგრძლივად მივლინებაში მყოფი საქართველოს იმ მოქალაქეებისა და მათი ოჯახის წევრების მიმართ, რომლებიც თავიანთი საქმიანობით დაკავშირებული არიან სახელმწიფო საიდუმლოების შემცველ ინფორმაციასთან.“. 2. მე-4 მუხლის მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „7. მიმოქცევისთვის განკუთვნილი ლარის ბანკნოტებისა და მონეტების დამზადებასთან, საქართველოს ეროვნული ბანკის მიმოქცევისთვის განკუთვნილი ნაღდი ფულის აღრიცხვასთან, საქართველოს ეროვნული ბანკის ნაღდი ფულისა და ძვირფასი ლითონის შემცველი ფასეულობის საქართველოს ფარგლების გარეთ გადაზიდვასთან დაკავშირებული სახელმწიფო საიდუმლოების შემცველი ინფორმაციის ხელმისაწვდომობის, მისდამი მოპყრობის, ამ ინფორმაციის მიღების, გაცემისა და შენახვის წესი და პირობები საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან შეთანხმების საფუძველზე განისაზღვრება საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს სამართლებრივი აქტით.“. 3. მე-18 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 18. სახელმწიფო საიდუმლოებასთან დაშვების გარანტირებული უფლება საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს პრემიერ-მინისტრის, საქართველოს მთავრობის წევრის, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, საქართველოს სახალხო დამცველის, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორის, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის, საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის, საქართველოს გენერალური პროკურორის, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის, დაზვერვის სააგენტოს უფროსის, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსის, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტისა და საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურის სახელმწიფო საიდუმლოებასთან დაშვება უზრუნველყოფილია თანამდებობებზე მათი არჩევისთანავე/ დანიშვნისთანავე.“. 4. მე-20 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „5. სახელმწიფო საიდუმლოებასთან დაზვერვის სააგენტოს იმ მოსამსახურეების დაშვების შესახებ გადაწყვეტილებას, რომლებიც უშუალოდ ახორციელებენ სადაზვერვო საქმიანობას, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან შეთანხმების გარეშე იღებს დაზვერვის სააგენტოს უფროსი. ამ პუნქტით განსაზღვრულ დაზვერვის სააგენტოს მოსამსახურეთა ნუსხას ამტკიცებს დაზვერვის სააგენტოს უფროსი.“. 5. 411 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 411. ევროკავშირის საიდუმლო ინფორმაციის უსაფრთხოებისთვის პასუხისმგებელი ორგანო საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური პასუხისმგებელია ევროკავშირის საიდუმლო ინფორმაციის უსაფრთხოებისთვის.“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2025 წლის 1 აგვისტოდან. |
თბილისი, 26 ივნისი 2025 წ. N764-IIმს-XIმპ |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები