დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის იმ დასახლებების ნუსხის დამტკიცების შესახებ, სადაც არ არის ავტოსადგური, საიდანაც ხორციელდება საქალაქთაშორისო რეგულარული სამგზავრო გადაყვანა და სადაც სავალდებულო არ არის ავტოსადგურიდან რეისის გასვლა“ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2025 წლის 28 მაისის №6 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 9 |
| დოკუმენტის მიმღები | ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 20/06/2025 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 23/06/2025 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250050.35.114.016538 |
|
„ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის იმ დასახლებების ნუსხის დამტკიცების შესახებ, სადაც არ არის ავტოსადგური, საიდანაც ხორციელდება საქალაქთაშორისო რეგულარული სამგზავრო გადაყვანა და სადაც სავალდებულო არ არის ავტოსადგურიდან რეისის გასვლა“ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2025 წლის 28 მაისის №6 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
შეტანილ იქნეს ცვლილება „ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის იმ დასახლებების ნუსხის დამტკიცების შესახებ, სადაც არ არის ავტოსადგური, საიდანაც ხორციელდება საქალაქთაშორისო რეგულარული სამგზავრო გადაყვანა და სადაც სავალდებულო არ არის ავტოსადგურიდან რეისის გასვლა“ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2025 წლის 28 მაისის №6 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 30/05/2025, 010250050.35.114.016535) და დადგენილების:
1. სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის იმ დასახლებების ნუსხის დამტკიცების შესახებ, სადაც არ არის ავტოსადგური და სადაც სავალდებულო არ არის ავტოსადგურიდან რეისის გასვლა“. 2. პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „დამტკიცდეს ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის იმ დასახლებების ნუსხა, სადაც არ არის ავტოსადგური და სადაც სავალდებულო არ არის ავტოსადგურიდან რეისის გასვლა, დანართის შესაბამისად.“. 3. დადგენილების დანართი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით: „დანართი ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის იმ დასახლებების ნუსხა, სადაც არ არის ავტოსადგური და სადაც სავალდებულო არ არის ავტოსადგურიდან რეისის გასვლა 1. დაბა ბახმაროს ადმინისტრაციული ერთეული. 2. საჭამიასერის ადმინისტრაციული ერთეული.“ |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები