„სამსახურებრივი ავტომანქანებით სარგებლობის, შესყიდვისა და განახლების საკითხების შემსწავლელი სახელმწიფო კომისიის შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 ოქტომბრის №266 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 228
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 20/06/2025
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 23/06/2025
სარეგისტრაციო კოდი 010220020.10.003.025120
228
20/06/2025
ვებგვერდი, 23/06/2025
010220020.10.003.025120
„სამსახურებრივი ავტომანქანებით სარგებლობის, შესყიდვისა და განახლების საკითხების შემსწავლელი სახელმწიფო კომისიის შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 ოქტომბრის №266 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 
საქართველოს მთავრობის

დადგენილება №228

2025 წლის 20 ივნისი

ქ. თბილისი

„სამსახურებრივი ავტომანქანებით სარგებლობის, შესყიდვისა და განახლების საკითხების შემსწავლელი სახელმწიფო კომისიის შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 ოქტომბრის №266 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული  აქტების  შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „სამსახურებრივი ავტომანქანებით სარგებლობის, შესყიდვისა და განახლების საკითხების შემსწავლელი სახელმწიფო კომისიის შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 ოქტომბრის №266 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 22/10/2013, 010220020.10.003.017433) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილების პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 1. „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსი­ლებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუ­ხ­ლის შესაბამისად, საქართველოს სამინისტროების, სახელმწიფო მინის­ტრის აპარატის, მათ სისტემაში შე­მა­ვალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებებისა და საჯარო სამარ­თლის იურიდიული პირების, სა­ქარ­თველოს პარლამენტის, საქართველოს პროკურატურის, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციისა და საქართველოს მთავრობის სახელმ­წიფო კონტროლს დაქვემდე­ბა­რებული საჯარო სამართლის იურიდიული პირების მიერ სამსახურებ­რივი ავტო­მანქანებით სარგებლობის, ექსპლუატაციისა და შეძენის მარეგულირე­ბე­ლი ნორმატიული აქტების მომზადებისა და საბიუჯეტო სახსრების რაციონალური ხარჯვის მიზ­ნით, შეიქმ­ნას სამთავრობო კომისია (შემდგომში – კომისია) შემდეგი შემა­დ­გენლო­ბით:

1. საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი – კომისიის თავმჯდომარე.

2. საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ადმინისტრაციული დეპარტამენტის უფროსი – კომისიის თავმჯდომარის მოადგილე.

3. საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე − კომისიის წევრი.

4. საქართველოს კულტურის მინისტრის მოადგილე – კომისიის წევრი.

5. საქართველოს სპორტის მინისტრის მოადგილე – კომისიის წევრი.

6. საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე – კომისიის წევრი.

7. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე – კომისიის წევრი.

8. საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე – კომისიის წევრი.

9. საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე – კომისიის წევრი.

10. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე – კომისიის წევრი.

11. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე – კომისიის წევრი.

12. საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე – კომისიის წევრი.

13. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე – კომისიის წევრი.

14. საქართველოს რეგიონული განვითარების მინისტრის მოადგილე – კომისიის წევრი.

15. საქართველოს ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე – კომისიის წევრი.

16. შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის მოადგილე – კომისიის წევრი.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიირაკლი კობახიძე