„ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეებთან დაკავშირებით საჯარო სამართლის იურიდიული პირის − სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს უფლებამოსილი პირების მიერ შესადგენი დოკუმენტების ფორმების დამტკიცების, მათი შევსებისა და წარდგენის წესის შესახებ“ საჯარო სამართლის იურიდიული პირის − სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის 2024 წლის 18 ივლისის №37/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 50/ნ
დოკუმენტის მიმღები საჯარო სამართლის იურიდიული პირის − სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორი
მიღების თარიღი 20/06/2025
დოკუმენტის ტიპი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 23/06/2025
სარეგისტრაციო კოდი 040030000.77.090.016050
50/ნ
20/06/2025
ვებგვერდი, 23/06/2025
040030000.77.090.016050
„ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეებთან დაკავშირებით საჯარო სამართლის იურიდიული პირის − სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს უფლებამოსილი პირების მიერ შესადგენი დოკუმენტების ფორმების დამტკიცების, მათი შევსებისა და წარდგენის წესის შესახებ“ საჯარო სამართლის იურიდიული პირის − სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის 2024 წლის 18 ივლისის №37/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საჯარო სამართლის იურიდიული პირის − სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორი
„ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეებთან დაკავშირებით საჯარო სამართლის იურიდიული პირის − სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს უფლებამოსილი პირების მიერ შესადგენი დოკუმენტების ფორმების დამტკიცების, მათი შევსებისა და წარდგენის წესის შესახებ“ საჯარო სამართლის იურიდიული პირის − სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის 2024 წლის 18 ივლისის №37/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
 
საჯარო სამართლის იურიდიული პირის − სახმელეთო ტრანსპორტის

სააგენტოს დირექტორის

ბრძანება №50/ნ

2025 წლის 20 ივნისი

ქ. თბილისი

„ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეებთან დაკავშირებით საჯარო სამართლის იურიდიული პირის − სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს უფლებამოსილი პირების მიერ შესადგენი დოკუმენტების ფორმების დამტკიცების, მათი შევსებისა და წარდგენის წესის შესახებ“ საჯარო სამართლის იურიდიული პირის − სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის 2024 წლის 18 ივლისის №37/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
„ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეებთან დაკავშირებით საჯარო სამართლის იურიდიული პირის − სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს უფლებამოსილი პირების მიერ შესადგენი დოკუმენტების ფორმების დამტკიცების, მათი შევსებისა და წარდგენის წესის შესახებ“ საჯარო სამართლის იურიდიული პირის − სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის 2024 წლის 18 ივლისის №37/ნ ბრძანებით (www.matsne.gov.ge, 19/07/2024, 040030000.77.090.016037) დამტკიცებულ „ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეებთან დაკავშირებით საჯარო სამართლის იურიდიული პირის − სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს უფლებამოსილი პირების მიერ შესადგენი დოკუმენტების ფორმების დამტკიცების, მათი შევსებისა და წარდგენის წესში“ შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-5 მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1185, 1186 მუხლების და 1271 მუხლის 14, 15, 21 და 22 ნაწილებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებზე ელექტრონული საჯარიმო ქვითრის ფორმა განისაზღვრება ამ წესის დანართი №3-ის შესაბამისად და მისი შევსება, რეგისტრაცია,  აღრიცხვა,  დაარქივება და გაგზავნა ხორციელდება სპეციალურად ამისათვის განსაზღვრული ელექტრონული პლატფორმის მეშვეობით. აღნიშნული ელექტრონული საჯარიმო ქვითარი არ წარმოადგენს მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტს.“;

ბ) პირველი პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 პუნქტი:  

„11. ვიდეოფირზე ან/და ფოტოფირზე დაფიქსირებულ, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1185 მუხლით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებზე,  ელექტრონული საჯარიმო ქვითრის ფორმა განისაზღვრება ამ წესის დანართი №4-ის შესაბამისად და მისი შევსება, რეგისტრაცია,  აღრიცხვა,  დაარქივება და გაგზავნა ხორციელდება სპეციალურად ამისათვის განსაზღვრული ელექტრონული პლატფორმის მეშვეობით. აღნიშნული ელექტრონული საჯარიმო ქვითარი არ წარმოადგენს მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტს.“;

გ) მე-7 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-8-მე-9 პუნქტები:

„8. ამ მუხლის 11 პუნქტით გათვალისწინებულ ელექტრონულ საჯარიმო ქვითარში შეიტანება:

ა) პირველ პუნქტში – შედგენის თარიღი;

ბ) მე-2 პუნქტში – სამართალდამრღვევის  სახელი და გვარი, პირადი №, მისამართი, ხოლო იურიდიული პირის შემთხვევაში − სამართლებრივი ფორმა, სახელწოდება, საიდენტიფიკაციო ნომერი და მისამართი;

გ) მე-3 პუნქტში – სამართალდარღვევის ჩადენის ადგილი და დრო;

დ) მე-4 პუნქტში – ნორმატიული აქტი, რომელიც ითვალისწინებს პასუხისმგებლობას ამ სამართალდარღვევისთვის და სამართალდარღვევის არსი;

ე)   მე-5 პუნქტში –  ჯარიმის ოდენობა ----------- ლარი;

ვ) მე-6 პუნქტში –  საბიუჯეტო შემოსავლის სახაზინო კოდი - 302003560;

ზ) მე-7 პუნქტში – ოქმის შემდგენელი უფლებამოსილი პირის თანამდებობა, სახელი და გვარი;

თ) მე-8 პუნქტში –  შენიშვნა;

ი) შემდეგი ტექსტი − ელექტრონული საჯარიმო ქვითრის შედგენისას დამრღვევს განემარტა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 252-ე მუხლით გათვალისწინებული მისი უფლებები:

ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემულ პირს უფლება აქვს გაეცნოს საქმის მასალებს, მისცეს ახსნა-განმარტებანი, წარადგინოს მტკიცებულებანი, განაცხადოს შუამდგომლობანი; საქმის განხილვისას ისარგებლოს ადვოკატის იურიდიული დახმარებით; გამოვიდეს მშობლიურ ენაზე და თუ არ იცის მიმდინარე წარმოების ენა, ისარგებლოს თარჯიმნის მომსახურებით; გაასაჩივროს საქმის გამო მიღებული დადგენილება.

ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემულ პირს მიეცა განმარტება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 273-ე მუხლით გათვალისწინებული უფლებებისა და სამართალდარღვევის საქმეზე მიღებული დადგენილების მისთვის ჩაბარებიდან ზემდგომ ორგანოში (ზემდგომ თანამდებობის პირთან) გასაჩივრების 10-დღიანი ვადის შესახებ. გასაჩივრების შემთხვევაში საჩივარი წარედგინება სსიპ – სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოში (მისამართი: ქ. თბილისი, ვაჟა-ფშაველას გამზ. №16).

ელექტრონული საჯარიმო ქვითრით დაკისრებული თანხა სამართალდამრღვევს შეაქვს სახელმწიფო ბიუჯეტში ჩასარიცხად. თანხის გადახდისას მიეთითება სამართალდამრღვევის მონაცემები (ფიზიკური პირის შემთხვევაში მიეთითება სახელი, გვარი და პირადი ნომერი, ხოლო იურიდიული პირის შემთხვევაში – სამართლებრივი ფორმა, სახელწოდება და საიდენტიფიკაციო ნომერი) და ელექტრონული საჯარიმო ქვითრის ნომერი.

9. საჭიროების შემთხვევაში, ელექტრონულ საჯარიმო ქვითარზე შესაძლებელია დატანილ იქნეს შტრიხკოდი და სამართალდამრღვევის მისამართი ფოსტის მიერ გზავნილის ჩაბარების მიზნებისათვის.“.

2. დანართი №4 ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.

მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

დირექტორილევან გამყრელიძე