დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,,ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფლებში მდებარე უსახელო ქუჩების არაბული ციფრებით სახელდების შესახებ’’ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 24 აპრილის N27 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 41 |
| დოკუმენტის მიმღები | ამბროლაურის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 19/06/2025 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 23/06/2025 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.117.016009 |
|
,,ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფლებში მდებარე უსახელო ქუჩების არაბული ციფრებით სახელდების შესახებ’’ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 24 აპრილის №27 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულომ გადაწყვიტა:
1. ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფლებში მდებარე უსახელო ქუჩების არაბული ციფრებით სახელდების შესახებ’’ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 24 აპრილის №27 განკარგულების პირველ პუნქტით განსაზღვრულ დანართ №1 და დანართ №2-ში შევიდეს შემდეგი ცვლილებები: ა) განკარგულების დანართი №1-ით განსაზღვრულ გეოგრაფიულ ობიექტებში დამისამართდეს სოფელ სხვავაში მე-4 ქუჩაზე დასახელების არმქონე ჩიხი და დაერქვას მე-4 ქუჩის II ჩიხი; გ) განკარგულების დანართი №2-ის სახით მოცემული სიტუაციურ რუკებში განხორციელდეს შესაბამისი ცვლილებები წარმოდგენილი ახალი სიტუაციური ნახაზის შესაბამისად (სიტუაციური ნახაზი თან ერთვის). 2. განკარგულების პირველი პუნქტით განსაზღვრული დანართი №1 აღნიშნული ცვლილებების გათვალისწინებით ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით. 3. განკარგულება მიღებიდან 10 დღის ვადაში გაეგზავნოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ სსიპ – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიასა და საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს. 4. განკარგულება გამოქვეყნდეს „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ ვებგვერდზე და ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. 5. განკარგულება გაეგზავნოს ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერიას და საჯაროდ გამოქვეყნდეს ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე „www.ambrolauri.gov.ge“. 6. განკარგულება შეიძლება გასაჩივრდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით გამოქვეყნებიდან ერთი თვის ვადაში ამბროლაურის რაიონულ სასამართლოში (ქ. ამბროლაური, კოსტავას ქუჩა №13).
საკრებულოს თავმჯდომარე ასლან საგანელიძე
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები