დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ცაგერის მუნიციპალიტეტის 2025 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების წესის დამტკიცების შესახებ“ ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2024 წლის 25 დეკემბრის №23 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 15 |
| დოკუმენტის მიმღები | ცაგერის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 25/06/2025 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 26/06/2025 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/01/2026 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010260020.35.116.016650 |
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
„ცაგერის მუნიციპალიტეტის 2025 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების წესის დამტკიცების შესახებ“ ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2024 წლის 25 დეკემბრის№23 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 27/12/2024წ., სარეგისტრაციო კოდი: 010260020.35.116.016630) შევიდეს შემდეგი ცვლილება:
1. დადგენილებით დამტკიცებულ წესს დაემატოს შემდეგი შინაარსის მუხლი 221: „მუხლი 221. შშმ პირთა თვითდასაქმების ხელშეწყობის პროგრამა. 1. პროგრამით შეიძლება ისარგებლოს შშმ პირებმა, რომლებიც არიან 18-დან 45 წლის ასაკის. პროგრამაში ჩართვა მოხდეს შშმ პირების უნარების და შესაძლებლობების გათვალისწინებით. 2. პროგრამის მიზანია მოხდეს შშმ პირების ფინანსური მხარდაჭერა, ტრენინგები პროფესიული გადამზადებისა და შესაბამისი ინვენტარის/ტექნიკის შეძენის, საჭირო მასალის შეძენის მიზნით სხვადასხვა პროფესიებში: პოლიგრაფიული მომსახურება, ჭრა-კერვა, საბუღალტრო საქმე და ა.შ. 3. მერიაში წარსადგენი დოკუმენტებია: ა) განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე; ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი; გ) შშმ პირის დამადასტურებელი სტატუსი; დ) მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი; ე) უნარებისა და ნიჭის დამადასტურებელი ფოტომასალა ან ვიდეოკოლაჟი;’’ 2. დადგენილებით დამტკიცებული წესის 27-ე მუხლის მე-12 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „12. მე-8 მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 პუნქტებით, მე-9 და 91 მუხლებით მოსარგებლე ბენეფიციარებზე დახმარება გაიცეს მერის ბრძანებით.“. 3. დადგენილებით დამტკიცებული წესის 27-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-13 პუნქტი: „13. 221 მუხლით მოსარგებლე ბენეფიციარებზე დახმარება გაიცეს „შშმ პირთა საკითხებზე მომუშავე საკოორდინაციო საბჭოს“ გადაწყვეტილებით“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები