„ყვარლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ ყვარლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 3 მაისის N15 დადგენილებში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ყვარლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ ყვარლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 3 მაისის N15 დადგენილებში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 14
დოკუმენტის მიმღები ყვარლის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 01/07/2025
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 02/07/2025
სარეგისტრაციო კოდი 010250040.35.164.016548
14
01/07/2025
ვებგვერდი, 02/07/2025
010250040.35.164.016548
„ყვარლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ ყვარლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 3 მაისის N15 დადგენილებში ცვლილების შეტანის თაობაზე
ყვარლის მუნიციპალიტეტი
 

ყვარლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №14

2025 წლის 1 ივლისი

ქ. ყვარელი

 

„ყვარლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ ყვარლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 3 მაისის №15 დადგენილებში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის საფუძველზე,  ყვარლის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
შეტანილ იქნეს ცვლილება „ყვარლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ ყვარლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 3  მაისის №15 დადგენილებაში (სსმ, ვებგვერდი, 04/05/2022, სარეგისტრაციო კოდი: 010250040.35.164.016443) და დადგენილების პირველი მუხლით დამტკიცებულ ყვარლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტში განხორციელდეს  შემდეგი სახის ცვლილებები:

1. რეგლამენტის მე-3 მუხლის მე-8 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე) მუნიციპალიტეტის ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე მუნიციპალური საბჭოს შექმნა, მისი შემადგენლობის, სტატუსის, ფუნქციებისა და უფლებამოსილების განსაზღვრა და დამტკიცება;“.

2. რეგლამენტის XIX თავის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე  მუნიციპალური  საბჭო“.

3. რეგლამენტის 138-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 138. ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე  მუნიციპალური  საბჭო

1. ყვარლის მუნიციპალიტეტის საკრებულო ქმნის ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე  მუნიციპალურ  საბჭოს.

2. ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე მუნიციპალური საბჭოს შექმნის წესი, უფლებამოსილება და ფუნქციები განისაზღვრება ყვარლის მუნიციპალიტეტის ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე მუნიციპალური საბჭოს დებულებით, რომელიც მტკიცდება საკრებულოს დადგენილებით.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ყვარლის მუნიციპლიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეილია მზექალაშვილი