„გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ მარტყოფის დამისამართების შესახებ“ გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 22 ივნისის №82 განკარგულებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ მარტყოფის დამისამართების შესახებ“ გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 22 ივნისის №82 განკარგულებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 62
დოკუმენტის მიმღები გარდაბნის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 26/06/2025
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 01/07/2025
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.161.016012
62
26/06/2025
ვებგვერდი, 01/07/2025
000000000.00.161.016012
„გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ მარტყოფის დამისამართების შესახებ“ გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 22 ივნისის №82 განკარგულებაში ცვლილების შეტანის შესახებ
გარდაბნის მუნიციპალიტეტი
  გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

განკარგულება  №62

2025 წლის 26 ივნისი

გარდაბანი

გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ მარტყოფის დამისამართების  შესახებგარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 22 ივნისის №82 განკარგულებაში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს კანონის „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი“ 63-ე მუხლისა და გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიის 2025 წლის 20 ივნისის №18-182517155 წერილის შესაბამისად, გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულომ :

მუხლი 1

შეტანილ იქნეს ცვლილება „გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ მარტყოფის დამისამართების შესახებ“ გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 22 ივნისის №82 განკარგულებაში და მისამართის ცვლილების გარეშე განხორციელდეს სახელდებული გეოგრაფიული ობიექტის, „სოფელი მარტყოფი, 1-ელი ქუჩა, VIII ჩიხი, მოხაზულობის კორექტირება დანართი №1-ის (გეოგრაფიული ობიექტების ჩამონათვალი), დანართი №2-ისა და დანართი №3-ის (სიტუაციური რუკები) შესაბამისად.

მუხლი 2

განკარგულება რეაგირებისთვის გადაეგზავნოს გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიას.

მუხლი 3

განკარგულება მიღებიდან 10 დღის ვადაში გადაეგზავნოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას, აგრეთვე საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს.

მუხლი 4

განკარგულება მისი მიღებიდან 10 დღის ვადაში გამოქვეყნდეს „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ ვებგვერდზე.

მუხლი 5

განკარგულება ძალაშია ხელმოწერისთანავე.

მუხლი 6

განკარგულება შეიძლება გასაჩივრდეს რუსთავის საქალაქო სასამართლოში მისამართზე: ქ. რუსთავი, ბოსტანქალაქის ქუჩა №6, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის მესამე ნაწილით დადგენილი წესით.

 

გარდაბნის მუნიციპალიტეტის

საკრებულოს თავმჯდომარე                                                                                            მიხეილ გედეხაური