,,საქართველოს გენერალური პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის (დეპარტამენტი) დებულების დამტკიცების შესახებ,, საქართველოს გენერალური პროკურორის 2021 წლის 29 იანვრის №002 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

,,საქართველოს გენერალური პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის (დეპარტამენტი) დებულების დამტკიცების შესახებ,, საქართველოს გენერალური პროკურორის 2021 წლის 29 იანვრის №002 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 008
დოკუმენტის მიმღები საქართველოს გენერალური პროკურორი
მიღების თარიღი 27/06/2025
დოკუმენტის ტიპი საქართველოს გენერალური პროკურორის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 30/06/2025
ძალაში შესვლის თარიღი 01/07/2025
სარეგისტრაციო კოდი 110060000.70.082.016136
008
27/06/2025
ვებგვერდი, 30/06/2025
110060000.70.082.016136
,,საქართველოს გენერალური პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის (დეპარტამენტი) დებულების დამტკიცების შესახებ,, საქართველოს გენერალური პროკურორის 2021 წლის 29 იანვრის №002 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს გენერალური პროკურორი
 

საქართველოს გენერალური პროკურორის

ბრძანება №008

2025 წლის 27 ივნისი

ქ. თბილისი

 

,,საქართველოს გენერალური პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის (დეპარტამენტი) დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გენერალური პროკურორის 2021 წლის 29 იანვრის №002 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად,  ვბრძანებ:

მუხლი 1
„საქართველოს გენერალური პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის (დეპარტამენტი) დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გენერალური პროკურორის 2021 წლის 29 იანვრის №002 ბრძანებით (ვებგვერდი, 01/02/2021, სარეგისტრაციო კოდი: 110060000.70.082.016062) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-3 მუხლის:

ა)  პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,დ“-,,ვ“ ქვეპუნქტები:

,,დ) პირველი საგამოძიებო სამმართველო;

ე) მეორე საგამოძიებო სამმართველო;

ვ) მესამე საგამოძიებო სამმართველო.“.

ბ) მე-2 პუნქტის ,,ა“-,,გ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ა)  პირველი, მეორე და მესამე საგამოძიებო სამმართველოების მიერ გამოძიებულ სისხლის სამართლის საქმეებზე საპროცესო ხელმძღვანელობის განხორციელება;

ბ) პირველი, მეორე და მესამე საგამოძიებო სამმართველოების მიერ გამოძიების ობიექტურად და სრულყოფილად ჩატარებისა და გამოძიებისას კანონის მოთხოვნათა ზუსტი და ერთგვაროვანი შესრულების უზრუნველყოფა;

გ) პირველი, მეორე და მესამე საგამოძიებო  სამმართველოების  მიერ გამოძიებულ სისხლის სამართლის საქმეებზე სასამართლოში სახელმწიფო ბრალდების მხარდაჭერა;“.

2. მე-3 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5-მე-6 პუნქტები:

,, 5. პირველი, მეორე და მესამე საგამოძიებო სამმართველოების ამოცანებია პროკურატურის საგამოძიებო ქვემდებარეობას მიკუთვნებულ განსაკუთრებით მნიშვნელოვან სისხლის სამართლის საქმეებზე გამოძიების ჩატარება.

6. პირველი, მეორე და მესამე საგამოძიებო სამმართველოებს შორის ფუნქცია-მოვალეობებს ანაწილებს საგამოძიებო ნაწილის უფროსი.“.

3. მე-7 მუხლის:

ა) პირველი პუნქტის ,,გ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;

ბ) პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,დ2“ ქვეპუნქტი:

,,დ2) პირველი, მეორე და მესამე საგამოძიებო სამმართველოების განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა უფროსი გამომძიებლები და განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა გამომძიებლები;“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2025 წლის 1 ივლისიდან.

საქართველოს გენერალური პროკურორიგიორგი გვარაკიძე