„ყვარლის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ’’ ყვარლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 18 იანვრის N6 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ყვარლის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ’’ ყვარლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 18 იანვრის N6 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 15
დოკუმენტის მიმღები ყვარლის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 01/07/2025
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 02/07/2025
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.164.016549
15
01/07/2025
ვებგვერდი, 02/07/2025
010250020.35.164.016549
„ყვარლის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ’’ ყვარლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 18 იანვრის N6 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
ყვარლის მუნიციპალიტეტი
 

ყვარლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №15

2025 წლის 1 ივლისი

ქ. ყვარელი

 

,,ყვარლის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ყვარლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 18 იანვრის №6 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 54-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა.ბ“ ქვეპუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის  მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ყვარლის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
შეტანილ იქნეს ცვლილება „ყვარლის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ყვარლის მუნიციპალიტეტის მერიის საკრებულოს 2018 წლის 18 იანვრის 6 დადგენილებაში (matsne.gov.ge/; 01/03/2018; 010250020.35.164.016280), კერძოდ:

1. დადგენილებით დამტკიცებული დებულების 35- მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 35. მოქალაქეთა ინფორმირება და მონაწილეობა მერიის საქმიანობაში

1. მერიაში   ადგილობრივი  თვითმმართველობის კოდექსის,  ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის, მოქმედი კანონმდებლობისა და ამ დებულების შესაბამისად უზრუნველყოფილია:

ა) მერიის საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობა;

ბ) მოქალაქეთა ინფორმირებულობა მერიის საქმიანობის შესახებ;

გ) მოქალაქეთა მონაწილეობა მერიის გადაწყვეტილებების მიღების პროცესში;

დ) გაწეული საქმიანობის შესახებ მოქალაქეებისათვის ანგარიშის წარდგენა;

ე) ლობისტური საქმიანობა.

2. ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით განსაზღვრული წესით მერიის საჯარო ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელია მერის მიერ დანიშნული პირი.

3. მერიის საქმიანობის შესახებ მოქალაქეთა ინფორმირებულობას უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის ვებგვერდი, რომლის დებულებასაც საკრებულოს თავმჯდომარის წარდგინებით ამტკიცებს საკრებულო, აგრეთვე საკრებულოს მიერ დამტკიცებული „ყვარლის მუნიციპალიტეტის საჯარო ინფორმაციის პროაქტიული გამოქვეყნების  წესი“.

მუნიციპალიტეტის ვებგვერდზე,  აგრეთვე  საკრებულოს  რეგლამენტით  დადგენილი წესით უნდა გამოქვეყნდეს:

ა) მერიის სამართლებრივი აქტები;

ბ) ინფორმაცია მერიის სტრუქტურისა და საქმიანობის წესის, მერიის თანამდებობის პირების შესახებ;

გ) მერიის, მერიის სტრუქტურული  ერთეულების შემადგენლობა, მათი საქმიანობის მარეგულირებელი აქტები (დებულება, შინაგანაწესი, ტერიტორიული ორგანოს მისამართი);

დ) მერიის  და მისი  სტრუქტურული  ერთეულების  მისამართი, ელექტრონული  ფოსტის მისამართი და ტელეფონის ნომერი, საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის (განყოფილების) ტელეფონის ნომერი, ელექტრონული ფოსტის მისამართი, ფაქსის ნომერი, ცხელი ხაზის ნომერი;

ე) საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის  უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელი  პირის (პირების) სახელი, გვარი, თანამდებობა, სამსახურის  ელექტრონული  ფოსტა, სამსახურის ტელეფონისა და ფაქსის ნომრები; საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებული სამართლებრივი აქტები;

ვ) ადმინისტრაციული საჩივრის ფორმები/ნიმუშები და ინფორმაცია გასაჩივრების წესის შესახებ;  

ზ)  მერიაში გამოცხადებული ვაკანტური პოზიციების ჩამონათვალი;

თ) მერიაში დასაქმებულ პირთა ოდენობა კატეგორიების მითითებით, მათ შორის, ქალთა და კაცთა რაოდენობის მითითებით;

ი) მერიის სამუშაო გეგმები და ანგარიშები;

კ) ცნობები საჯარო ადმინისტრაციული წარმოების საქმეების შესახებ;

ლ) მერიაში შემუშავებული საკრებულოს სამართლებრივი აქტების პროექტები;

მ)  მერიაში  შემოსული   წინადადებები,   დასკვნები   და   რეკომენდაციები   საჯარო   ადმინისტრაციული წარმოების საქმეებთან დაკავშირებულ საკითხებზე;

ნ) ინფორმაცია მერიის კომპეტენციებში შემავალ საზოგადოებრივ მომსახურებათა შესახებ;

ო) ინფორმაცია მუნიციპალური შესყიდვების შესახებ (მიმწოდებლის, შესყიდვის ობიექტის, შესყიდვის საშუალების, ხელშეკრულების ღირებულებისა და გადარიცხული თანხების მითითებით);

პ) ინფორმაცია თვითმმართველი ერთეულის ქონების გასხვისებისა და სარგებლობაში გადაცემის შესახებ;

ჟ) ინფორმაცია ადმინისტრაციული ორგანოს დაფინანსებისა და ხარჯთაღრიცხვის შესახებ;

რ) მუნიციპალური პროგრამები, ინფორმაცია მათი განხორციელების თაობაზე;

ს)  მუნიციპალიტეტის   პრიორიტეტების   დოკუმენტი  და  ბიუჯეტი,  ინფორმაცია  ბიუჯეტის  შესრულების შესახებ;

ტ) სხვა საჯარო ინფორმაცია.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ყვარლის მუნიციპლიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეილია მზექალაშვილი