„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ მომსახურების გაწევის ვადისა და საფასურის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 31 იანვრის №59 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 239
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 01/07/2025
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 02/07/2025
სარეგისტრაციო კოდი 040030000.10.003.025131
239
01/07/2025
ვებგვერდი, 02/07/2025
040030000.10.003.025131
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ მომსახურების გაწევის ვადისა და საფასურის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 31 იანვრის №59 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 
საქართველოს მთავრობის

დადგენილება №239

2025 წლის 1 ივლისი

ქ. თბილისი

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ მომსახურების გაწევის ვადისა და საფასურის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 31 იანვრის №59 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ მომსახურების გაწევის ვადისა და საფასურის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 31 იანვრის №59 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 04/02/2011, 040030000.10.003.016219) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ მომსახურების გაწევის ვადისა და საფასურის“ მე-2 მუხლის ცხრილს 131 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 132-133 პუნქტები:

„132.

ცხოველის განმეორებითი იდენტიფიკაცია

ა)

სააგენტოს მიერ:

ა.ა) მსხვილფეხა საქონლის იდენტიფიკაცია საყურე ნიშნის/სხვა საიდენტიფიკაციო საშუალებით

1 სული

5.20 ლარი

ა.ბ) წვრილფეხა საქონლის იდენტიფიკაცია:

ა.ბ.ა) ელექტრონული საშუალებით

1 სული

5.10 ლარი

ა.ბ.ბ)  საყურე ნიშნის/სხვა საიდენტიფიკაციო საშუალებით

1 სული

2.30 ლარი

ბ)

ბიზნესოპერატორისთვის საყურე ნიშნის გადაცემით

1 ცალი საყურე

ნიშანი

საყურე ნიშნის შესყიდვის ღირებულება

133.

საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული საშიში ინფექციური დაავადებების, ეპიდემიების, ეპიზოოტიების გავრცელების გამო არაკეთილსაიმედო ქვეყნების ნუსხაში არსებული ქვეყნების საწარმოში წინა საიმპორტო ვეტერინარულ-ინსპექტორული კონტროლის განხორციელება ადგილზე ან დისტანციურად, კომუნიკაციის ელექტრონული საშუალებების გამოყენებით

სომხეთი,

აზერბაიჯანი

2000 აშშ დოლარი

რუსეთი, აღმოსავლეთ ევროპა, დასავლეთ ევროპა

3000 აშშ დოლარი

აზია

8000 აშშ დოლარი

ჩრდილოეთ აფრიკა

5000 აშშ დოლარი

სამხრეთ აფრიკა

6000 აშშ დოლარი

ჩრდილოეთ ამერიკა, სამხრეთ ამერიკა

8000 აშშ       დოლარი.“.

მუხლი 2
დადგენილებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ მომსახურების გაწევის ვადისა და საფასურის“ მე-2 მუხლის:

1. 132 პუნქტი ამოქმედდეს 2025 წლის 10 ივლისიდან.

2. 133 პუნქტი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და მისი მოქმედება გავრცელდეს 2025 წლის 1 იანვრიდან წარმოშობილ ურთიერთობებზე.

3. 133 პუნქტი ძალაშია 2025 წლის 1 სექტემბრამდე.

პრემიერ-მინისტრიირაკლი კობახიძე