დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2011 წლის 14 აპრილის N1- 1/585 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1-1/242 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი |
| მიღების თარიღი | 02/07/2025 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 03/07/2025 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 01/08/2025 |
| სარეგისტრაციო კოდი | 040030000.22.024.016920 |
|
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2011 წლის 14 აპრილის №1- 1/585 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „საქართველოს საზღვაო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ 2025 წლის 16 ივნისის №683-IIმს-XIმპ საქართველოს კანონის პირველი მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2011 წლის 14 აპრილის №1-1/585 ბრძანებით (სსმ, ვებგვერდი, 040030000.22.024.016061, 14/04/2011) დამტკიცებულ „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დებულებაში“ შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-3 მუხლის: ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. სააგენტოს საქმიანობის ძირითადი საგანია საზღვაო ტრანსპორტის ტექნიკური რეგულირება, სანავიგაციო და ჰიდროგრაფიული მომსახურების უზრუნველყოფა და მასთან დაკავშირებული მომსახურების გაწევა, ასევე საზღვაო გადაზიდვა-გადაყვანების შეუფერხებელი და უსაფრთხო განხორციელების ხელშეწყობა.“; ბ) პირველი პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 პუნქტი: „11. სააგენტო წარმოადგენს საქართველოში სანავიგაცო გაფრთხილებების ეროვნულ კოორდინატორს.“; გ) მე-2 პუნქტის: გ.ა) „ჰ12“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ჰ12) მეზღვაურის საიდენტიფიკაციო ბარათისა და მეზღვაურის ნაოსნობის წიგნაკის გაცემა;“; გ.ბ) „ჰ19“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ჰ19) საზღვაო ციფრული სერვისების შექმნა, მართვა და განვითარება;“; გ.გ) „ჰ20“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის ჰ21 -ჰ34 ქვეპუნქტები: „ჰ21) შიდა სახმელეთო წყლებში ჩართული სატრანსპორტო საშუალების ინსპექტირების განმახორციელებელი ორგანიზაციის აღიარება; ჰ22) სააგენტო კომპანიების აღიარება და გემის აგენტების სერტიფიცირება; ჰ23) საქართველოს პასუხისმგებლობის ზონაში სანავიგაციო და ჰიდროგრაფიული მომსახურების განხორციელება; ჰ24) საზღვაო სანავიგაციო მოწყობილობებისა და საშუალებების ტექნიკური მეთვალყურეობა, მომსახურების გაუმჯობესება და ექსპლუატაციის უზრუნველყოფა საერთაშორისო ჰიდროგრაფიული ორგანიზაციის (IHO), ნავიგაციის დამხმარე საშუალებებისა და შუქურების საერთაშორისო ასოციაციისა (IALA) და საერთაშორისო კონვენციის „ზღვაზე ადამიანის სიცოცხლის დაცვის შესახებ“ (SOLAS) მიერ დადგენილი ტექნიკური სტანდარტების შესაბამისად; ჰ25) საზღვაო ნავსადგურებისა და ნავსადგურთან მისასვლელი გზების (არხების) სანავიგაციო ნიშნებით აღჭურვა; ჰ26) საზღვაო გაფრთხილებების, შეტყობინებისა და სანავიგაციო ცვლილებების შესახებ ინფორმაციის მიწოდება როგორც საქართველოს ტერიტორიულ წყლებში მყოფი გემებისათვის, ასევე მსოფლიოს მასშტაბით ნავიგაციური გაფრთხილების სამსახურისთვის (WWNWS); ჰ27) ნავსადგურებში, მათ მისასვლელ გზებზე (არხები) და სანაპირო ზოლში ზღვის სიღრმეების ცვლილებების კონტროლის მიზნით ბათიმეტრიული კვლევების განხორციელება; ჰ28) სანაპირო ზოლის მეტეოროლოგიური მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის შეგროვება და გავრცელება შესაბამის მომხმარებელთა ინფორმირების მიზნით; ჰ29) რადიო და მანათობელა შუქურების ექსპლუატაცია, ტექნიკური მომსახურება და მეთვალყურეობა; ჰ30) საქართველოს კანონმდებლობისა და საერთაშორისო ჰიდროგრაფიული ორგანიზაციის (IHO) სტანდარტებისა და რეკომენდაციების შესაბამისად, ნაოსნობისთვის საჭირო საზღვაო ქაღალდისა და ელექტრონული სანავიგაციო რუკების (ENC) შექმნა, გამოცემა და მუდმივი კორექტირება, ასევე შუქურების ჩამონათვალის, „ზღვაოსანთა უწყებების“ და სხვა საზღვაო პუბლიკაციების მომზადება და გავრცელება; ჰ31) ზღვაზე უსაფრთხოების საინფორმაციო სისტემების MSI დანერგვა და განვითარება (NAVTEX; AIS; Notices to Mariners); ჰ32) საქართველოს პასუხისმგებლობის ზონაში ნაოსნობისათვის საფრთხის შემცველი საზღვაო რაიონების თანამედროვე კარდინალური ნიშნებით მარკირება; ჰ33) სახმელეთო და საზღვაო-სანავიგაციო საშუალებების აღჭურვა თანამედროვე სამეთვალყურეო სისტემით; ჰ34) საქართველოს ტერიტორიულ წყლებში (მათ შორის, ნავსადგურებში, ნავსადგურების მიმდებარე აკვატორიაში, დახურულ და დროებით დახურულ რაიონებში, დაცულ ტერიტორიებში) მნათი სახმელეთო და მცურავი სანავიგაციო ნიშნების მოქმედების ზონაში სანავიგაციო საშუალებების განთავსების, გადაადგილების, მოხსნის, შუქების დაყენების შეთანხმება, მათ შორის, ნებისმიერი ობიექტის განთავსებისა ზღვის ზედაპირზე და ზღვის ფსკერზე.“. 2. მე-5 მუხლის: ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. სააგენტო შედგება შემდეგი სტრუქტურული ქვედანაყოფებისაგან: ა) ზღვაზე ძებნა -გადარჩენისა და გემების მოძრაობის მონიტორინგის დეპარტამენტი; ბ) მეზღვაურთა დეპარტამენტი; გ) ხარისხისა და ინფორმაციული უსაფრთხოების მართვის სამსახური; დ) საზღვაო უსაფრთხოების დეპარტამენტი; ე) გემების რეგისტრაციისა და დროშის კონტროლის დეპარტამენტი; ვ) ადამიანური რესურსების მართვისა და საქმისწარმოების სამმართველო; ზ) ფინანსებისა და შესყიდვების სამმართველო; თ) მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფისა და შრომის უსაფრთხოების სამმართველო; ი) იურიდიული სამმართველო; კ) საერთაშორისო ურთიერთობების სამმართველო; ლ) ანალიტიკური სამსახური; მ) საზღვაო ციფრული სერვისების მართვის სამსახური; ნ) შიდა სახმელეთო წყლების ტრანსპორტის დეპარტამენტი; ო) საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური; პ) ჰიდროგრაფიული სამსახური.“; ბ) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „5. სააგენტოს აქვს ტერიტორიული ორგანო ქ. თბილისში და ქ. ფოთში.“ . 3. 132 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 132. საზღვაო ციფრული სერვისების მართვის სამსახური საზღვაო ციფრული სერვისების მართვის სამსახური უზრუნველყოფს: ა) საზღვაო ერთი ფანჯრის სისტემის ტექნიკური პლატფორმის შექმნას, განვითარებასა და ფუნქციონირებას; ბ) საქართველოს ნავსადგურებში სანავსადგურე მომსახურებების გამარტივებას, რათა მოხდეს გემის დანიშნულების ნავსადგურში შესვლისას დეკლარანტების მიერ ინფორმაციის ერთჯერადად წარდგენა; გ) გემების ნავსადგურში შესვლისა და ნავსადგურის დატოვების სავარაუდო და ზუსტი დროების ელექტრონული ფორმატის გასაჯაროებას დეკლარანტების მიერ საზღვაო ერთი ფანჯრის სისტემაში არსებული ინფორმაციის საფუძველზე; დ) საკონტროლო ჩანაწერების სისტემის ტექნიკური პლატფორმისა და ინფორმაციის შენახვას; ე) საზღვაო ერთი ფანჯრის მმართველი კომიტეტის ხელმძღვანელობას; ვ) სააგენტო კომპანიების აღიარებას და გემის აგენტების სერტიფიცირებას; ზ) ნავსადგურის გაერთიანებული სისტემის ტექნიკურ ადმინისტრირებას, სისტემის უწყვეტი ფუნქციონირების უზრუნველყოფას და მის შემდგომ განვითარებას; თ) სანავსადგურე მომსახურების გაწევაში ჩართული კერძო და საჯარო უწყებებს შორის ციფრული ინფორმაციული ურთიერთქმედების კოორდინაციას; ი) საზღვაო ციფრულ სისტემებში მიღებული და გადაცემული მონაცემების დაცვას, ხელმისაწვდომობას, უსაფრთხოებასა და უწყვეტობას; კ) ახორციელებს ამ დებულებითა და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა უფლება-მოვალეობებს.“. 4. დაემატოს შემდეგი შინაარსის 135 მუხლი: „მუხლი 135. ჰიდროგრაფიული სამსახური 1. ჰიდროგრაფიულ სამსახურში შედის ჰიდროგრაფიული კვლევის, კარტოგრაფიისა და კორექციის სამმართველო, სინოპტიკური სამმართველო, სანავიგაციო ნიშნების ტექნიკური მომსახურებისა და მონიტორინგის სამმართველო. 2. ჰიდროგრაფიული კვლევის, კარტოგრაფიისა და კორექციის სამმართველო უზრუნველყოფს: ა) საქართველოს პასუხისმგებლობის ზონაში, ნავსადგურებში, ნავსადგურების მიმდებარე ტერიტორიასა და საქართველოს სანაპირო ზოლში ჰიდროგრაფიული და გეოდეზიური კვლევების დაგეგმვასა და განხორციელებას; ბ) საქართველოს სანაპირო ზოლის კვლევას და მისი შედეგების საზღვაო სანავიგაციო რუკებზე ასახვას; გ) გენერალური რუკების, სამგზავრო-სანავიგაციო და ნავსადგურების რუკების შექმნას, წარმოებასა და პერიოდულ კორექტირებას; დ) ნავიგაციისთვის მნიშვნელოვანი ცვლილებების იდენტიფიცირებისა და მათი სანავიგაციო რუკებზე ასახვის მიზნით, რეგულარულ მონიტორინგს; ე) არსებული საზღვაო რუკებისა და პუბლიკაციების კორექტირების მიზნით „ზღვაოსანთა უწყებების” გამოცემასა და შესაბამისი ფორმით გავრცელებას; ვ) სანავიგაციო საშიშროების და ასევე ზღვაზე მეტეოროლოგიური მდგომარების შესახებ ინფორმაციის მიღებას, დამუშავებას; ზ) საზღვაო სანავიგაციო გაფრთხილებების გავრცელებას ნავიგაციური ტელექსის საშუალებით, დადგენილი საერთაშორისო სტანდარტებისა და სანავიგაციო გაფრთხილებების მსოფლიო სამსახურის (WWNWS) მიერ განსაზღვრული დროითი შუალედებისა და სიხშირეების გათვალისწინებით; თ) ამ დებულებითა და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა უფლება-მოვალეობების შესრულებას. 3. სინოპტიკური სამმართველო უზრუნველყოფს: ა) ამინდის რეგულარულ მონიტორინგს ტექნიკური და ინფორმაციული საშუალებების გამოყენებით; ბ) ამინდის პროგნოზირებას და საშტორმო გაფრთხილებების გამოცემას ზღვაზე და ნავსადგურებში ადამიანის სიცოცხლისა და ნავიგაციის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად; გ) მეტეოროლოგიური მონაცემებისა და პროგნოზების აღრიცხვას, ბაზის შექმნას, განახლებასა და მათ დაარქივებას დადგენილი წესით; დ) ამ დებულებითა და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა უფლება-მოვალეობების შესრულებას. 4. სანავიგაციო ნიშნების ტექნიკური მომსახურებისა და მონიტორინგის სამმართველო უზრუნველყოფს: ა) საქართველოს პასუხისმგებლობის ზონაში სანავიგაციო ნიშნების (GPS) მონიტორინგის კომპლექსური სისტემის დანერგვასა და ოპერირებას; ბ) ნავსადგურებში, მათ მისასვლელ არხებსა და მიმდებარე აკვატორიაში განთავსებულ სანავიგაციო ნიშნებზე ავტომატური იდენტიფიცირების სისტემის (AIS) დანერგვასა და ოპერირებას; გ) მცურავი და სახმელეთო სანავიგაციო მოწყობილობების უწყვეტ და გამართულ მუშაობას, საჭიროების შემთხვევაში ახალი სანავიგაციო ნიშნების განთავსებას და გადაადგილებას საზღვაო უსაფრთხოების სტანდარტების შესაბამისად; დ) მშენებარე ნავსადგურების სახმელეთო და მცურავი სანავიგაციო ნიშნებით აღჭურვას; ე) საზღვაო და სახმელეთო სანავიგაციო ნიშნებზე სარემონტო და სარეკონსტრუქციო სამუშაოების ჩატარებას; ვ) ამ დებულებითა და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა უფლება-მოვალეობების შესრულებას.“. |
| მუხლი 2 |
ბრძანება ამოქმედდეს 2025 წლის 1 აგვისტოდან. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები