დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს რეგიონული განვითარების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2025 წლის 30 აპრილის №134 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 251 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 08/07/2025 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 08/07/2025 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 10/07/2025 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010240030.10.003.025143 |
|
| მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საქართველოს რეგიონული განვითარების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2025 წლის 30 აპრილის №134 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 30/04/2025, 010240030.10.003.025025) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს რეგიონული განვითარების სამინისტროს დებულების“:
1. მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის: ა) „ჟ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ჟ) კომპეტენციის ფარგლებში, საბიუჯეტო სისტემის დეცენტრალიზაციის, სახელმწიფო ბიუჯეტიდან ტრანსფერების განაწილებისა და მათი მიზნობრივი გამოყენების თაობაზე, აგრეთვე გათანაბრებითი ტრანსფერის პოლიტიკის განსაზღვრასთან დაკავშირებით წინადადებების მომზადება;“; ბ) „ღ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ღ) კომპეტენციის ფარგლებში, სტიქიური მოვლენების შედეგად მოსახლეობისთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურების თაობაზე, ასევე სტიქიური მოვლენების შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებების თაობაზე წინადადებების მომზადება/განხორციელება/განხორციელებაში მონაწილეობ-ის მიღება;“; გ) „ღ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ღ1“ ქვეპუნქტი: „ღ1) მუნიციპალიტეტების მიერ სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებით, სამინისტროს უფლებამოსილების ფარგლებში, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელება;“. 2. მე-8 მუხლს „ვ“ ქვეპუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ვ1“ ქვეპუნქტი: „ვ1) კომპეტენციის ფარგლებში, მუნიციპალიტეტების მიერ სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებით, სამინისტროს უფლებამოსილების შესაბამისად, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელება;“. 3. მე-9 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ბ) კომპეტენციის ფარგლებში, ადგილობრივი თვითმმართველობის განვითარების, საბიუჯეტო სისტემის დეცენტრალიზაციის, გათანაბრებითი ტრანსფერის პოლიტიკის განსაზღვრასთან დაკავშირებით წინადადებების შემუშავება;“. 4. მე-10 მუხლს „გ“ ქვეპუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის „გ1“ და „გ2“ ქვეპუნქტები: „გ1) კომპეტენციის ფარგლებში, მუნიციპალიტეტების მიერ სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებით, სამინისტროს უფლებამოსილების შესაბამისად, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელება; გ2) კომპეტენციის ფარგლებში, რეგიონში განვითარებული სტიქიური მოვლენების შედეგად მოსახლეობისთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურების ღონისძიებების დაგეგმვაში მონაწილეობა და კოორდინაცია;“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს 2025 წლის 10 ივლისიდან.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები