,,ადიგენის მუნიციპალიტეტის ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე მუნიციპალური საბჭოს დებულების დამტკიცების შესახებ“ ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 6 თებერვლის №25 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 30
დოკუმენტის მიმღები ადიგენის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 09/07/2025
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 10/07/2025
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.137.016803
30
09/07/2025
ვებგვერდი, 10/07/2025
010250050.35.137.016803
,,ადიგენის მუნიციპალიტეტის ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე მუნიციპალური საბჭოს დებულების დამტკიცების შესახებ“ ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 6 თებერვლის №25 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
ადიგენის მუნიციპალიტეტი
 
ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №30

2025 წლის 9 ივლისი

დაბა ადიგენი

,,ადიგენის მუნიციპალიტეტის ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე მუნიციპალური საბჭოს დებულების დამტკიცების შესახებ“ ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 6 თებერვლის №25 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
შევიდეს ცვლილება „ადიგენის მუნიციპალიტეტის ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე მუნიციპალური საბჭოს დებულების დამტკიცების შესახებ“ ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 6 თებერვლის №25 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 13/02/2018  010250050.35.137.016375), კერძოდ:

დადგენილებით დამტკიცებული დანართის მე-3 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საბჭო შედგება თხუთმეტი წევრისაგან: საკრებულოს თავმჯდომარე, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე, მუნიციპალიტეტის მერიაში გადაწყვეტილების მიმღები პირები, საკრებულოს კომისიების თავმჯდომარეები, საკრებულოს ფრაქციის თავმჯდომარეები და მათი მოადგილეები, საკრებულოს აპარატის წარმომადგენელი, მუნიციპალიტეტის მერიაში ქალთა უფლებების დაცვის საკითხებზე პასუხისმგებელი საჯარო მოსამსახურე, სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები, მუნიციპალიტეტში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციების კოალიციის მიერ (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ან მუნიციპალიტეტში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციების ერთობლივი წარდგინებით არჩეული წარმომადგენელი.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეშმაგი ბიძიშვილი