„საქართველოს რეგიონული განვითარების სამინისტროს ადგილობრივი თვითმმართველობის განვითარებისა და პოლიტიკის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს რეგიონული განვითარების მინისტრის 2025 წლის 8 მაისის №5 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საქართველოს რეგიონული განვითარების სამინისტროს ადგილობრივი თვითმმართველობის განვითარებისა და პოლიტიკის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს რეგიონული განვითარების მინისტრის 2025 წლის 8 მაისის №5 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 12
დოკუმენტის მიმღები საქართველოს რეგიონული განვითარების მინისტრი
მიღების თარიღი 09/07/2025
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 09/07/2025
ძალაში შესვლის თარიღი 10/07/2025
სარეგისტრაციო კოდი 010240030.22.037.016209
12
09/07/2025
ვებგვერდი, 09/07/2025
010240030.22.037.016209
„საქართველოს რეგიონული განვითარების სამინისტროს ადგილობრივი თვითმმართველობის განვითარებისა და პოლიტიკის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს რეგიონული განვითარების მინისტრის 2025 წლის 8 მაისის №5 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს რეგიონული განვითარების მინისტრი
 

საქართველოს რეგიონული განვითარების მინისტრის

ბრძანება  №12

2025 წლის 9 ივლისი

ქ. თბილისი

„საქართველოს რეგიონული განვითარების სამინისტროს ადგილობრივი თვითმმართველობის განვითარებისა და პოლიტიკის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს რეგიონული განვითარების მინისტრის 2025 წლის 8 მაისის №5 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
„საქართველოს რეგიონული განვითარების სამინისტროს საქართველოს რეგიონული განვითარების სამინისტროს ადგილობრივი თვითმმართველობის განვითარებისა და პოლიტიკის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს რეგიონული განვითარების მინისტრის 2025 წლის 8 მაისის №5 ბრძანებით (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, www.matsne.gov.ge, 08/05/2025, 010240030.22.037.016201) დამტკიცებული საქართველოს რეგიონული განვითარების სამინისტროს ადგილობრივი თვითმმართველობის განვითარებისა და პოლიტიკის დეპარტამენტის დებულების:
1. მე-2 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) კომპეტენციის ფარგლებში, ადგილობრივი თვითმმართველობის განვითარების, საბიუჯეტო სისტემის დეცენტრალიზაციის, გათანაბრებითი ტრანსფერის პოლიტიკის განსაზღვრასთან დაკავშირებით წინადადებების შემუშავების მიზნით:

ბ.ა) ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმირების პროცესში დეცენტრალიზაციის რეფორმის უზრუნველსაყოფად, ინფორმაციის მოპოვება-დამუშავებაში მონაწილეობის მიღება;

ბ.ბ) ადგილობრივი თვითმმართველობისა რეფორმირების, აგრეთვე, მუნიციპალიტეტების ტერიტორიული ოპტიმიზაციის სფეროში არსებული გამოცდილების შესწავლა, ანალიზი და რეკომენდაციების შემუშავება;

ბ.გ) ადგილობრივი თვითმმართველობის ტრანსფორმირების, მისი უფლებამოსილებების, ინსტიტუციური მოწყობის, კომპეტენციების, ფინანსური სისტემისა და მსგავსი საკითხების შემცველი ნორმატიული აქტების პროექტების შემუშავებაში მონაწილეობა;

ბ.დ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილების განხორციელება;“.

2. მე-4 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) კომპეტენციის ფარგლებში, ადგილობრივი თვითმმართველობის განვითარების, საბიუჯეტო სისტემის დეცენტრალიზაციის, გათანაბრებითი ტრანსფერის პოლიტიკის განსაზღვრასთან დაკავშირებით წინადადებების შემუშავების მიზნით:

ბ.ა) ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმირების პროცესში დეცენტრალიზაციის რეფორმის უზრუნველსაყოფად, მონაწილეობს ინფორმაციის მოპოვება-დამუშავებაში;

ბ.ბ) შეისწავლის და აანალიზებს ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმირების, აგრეთვე, მუნიციპალიტეტების ტერიტორიული ოპტიმიზაციის სფეროში არსებულ გამოცდილებას და შეიმუშავებს რეკომენდაციებს;

ბ.გ) მონაწილეობს ადგილობრივი თვითმმართველობის ტრანსფორმირების, მისი უფლებამოსილებების, ინსტიტუციური მოწყობის, კომპეტენციების, ფინანსური სისტემისა და მსგავსი საკითხების შემცველი ნორმატიული აქტების პროექტების შემუშავებაში;

ბ.დ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებას;“.

3. მე-6 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 61 მუხლი:

„მუხლი 61. დეპარტამენტის უფროსის მოადგილე

1. დეპარტამენტის უფროსს ჰყავს მოადგილე (შემდგომში – დეპარტამენტის უფროსის მოადგილე), რომელსაც, კანონმდებლობით დადგენილი წესით, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.

2. დეპარტამენტის უფროსის მოადგილე:

ა) ხელს უწყობს დეპარტამენტის უფროსს მასზე დაკისრებული უფლებამოსილების განხორციელებაში;

ბ) ზედამხედველობს დეპარტამენტის  მიერ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებას;

გ) დეპარტამენტის უფროსის დავალების შესაბამისად, განიხილავს დეპარტამენტში შესულ კორესპონდენციას;

დ) ანაწილებს დავალებებს დეპარტამენტის საჯარო მოსამსახურეთა შორის;

ე) ახდენს დეპარტამენტში მომზადებული დოკუმენტების ვიზირებას;

ვ) ასრულებს მინისტრის ან კურატორი მინისტრის მოადგილის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) და დეპარტამენტის უფროსის ცალკეულ დავალებებსა და მითითებებს.

3. დეპარტამენტის უფროსის მოადგილე, კანონმდებლობით დადგენილი წესით, ანგარიშვალდებულია დეპარტამენტის უფროსის წინაშე.“.

4. მე-7 მუხლის:
ა) მე-2 პუნქტის „დ“ და „ე“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) აკონტროლებს მინისტრის ბრძანებების, აგრეთვე, დეპარტამენტის უფროსის ან/და დეპარტამენტის უფროსის მოადგილის ცალკეული დავალებების და მითითებების შესრულებას;

ე) ასრულებს დეპარტამენტის უფროსის ან/და დეპარტამენტის უფროსის მოადგილის ცალკეულ დავალებებსა და მითითებებს;“;

ბ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. სამმართველოს უფროსი შესაბამისი სამმართველოსთვის განსაზღვრული უფლებამოსილებისა და დაკისრებული ამოცანების შესრულებისათვის ანგარიშვალდებულია დეპარტამენტის უფროსის ან/და დეპარტამენტის უფროსის მოადგილის წინაშე.“.

5. მე-8 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. დეპარტამენტის საჯარო მოსამსახურეები ასრულებენ შესაბამისი სამმართველოს უფროსის, დეპარტამენტის უფროსის მოადგილის ან/და დეპარტამენტის უფროსის ცალკეულ მითითებებსა და დავალებებს.

4. დეპარტამენტის საჯარო მოსამსახურე ანგარიშვალდებულია დეპარტამენტის უფროსის, დეპარტამენტის უფროსის მოადგილის ან/და შესაბამისი სამმართველოს უფროსის წინაშე.“.

6. მე-9 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 9. უფლებამონაცვლეობა

1. დეპარტამენტის უფროსის არყოფნის ან მის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში, დეპარტამენტის უფროსის მოვალეობას ასრულებს დეპარტამენტის უფროსის მოადგილე.

2. დეპარტამენტის უფროსის და დეპარტამენტის უფროსის მოადგილის ერთდროულად არყოფნის ან მათ მიერ ერთდროულად თავიანთი სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში, დეპარტამენტის უფროსის მოვალეობა შეიძლება შეასრულოს დეპარტამენტის  ერთ-ერთმა სამმართველოს უფროსმა, მინისტრის გადაწყვეტილებით.

3. დეპარტამენტის უფროსის, დეპარტამენტის უფროსის მოადგილის და სამმართველოს უფროსის, ერთდროულად არყოფნის ან მათ მიერ ერთდროულად თავიანთი სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში დეპარტამენტის უფროსის მოვალეობა შეიძლება შეასრულოს დეპარტამენტის ერთ-ერთმა საჯარო მოსამსახურემ, მინისტრის გადაწყვეტილებით.“.

მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს 2025 წლის 10 ივლისიდან.

საქართველოს რეგიონული განვითარების მინისტრიკახაბერ გულედანი