„სამტრედიის მუნიციპალიტეტის 2025 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ” სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2025 წლის 10 თებერვლის №2 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„სამტრედიის მუნიციპალიტეტის 2025 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ” სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2025 წლის 10 თებერვლის №2 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 11
დოკუმენტის მიმღები სამტრედიის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 09/07/2025
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 10/07/2025
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.120.016508
11
09/07/2025
ვებგვერდი, 10/07/2025
010250050.35.120.016508
„სამტრედიის მუნიციპალიტეტის 2025 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ” სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2025 წლის 10 თებერვლის №2 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
სამტრედიის მუნიციპალიტეტი

სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №11

2025 წლის 9 ივლისი

ქ. სამტრედია

 

„სამტრედიის მუნიციპალიტეტის 2025 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“, სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2025 წლის 10 თებერვლის №2 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
1. „საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების, 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის, „სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“, საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, „სამტრედიის მუნიციპალიტეტის 2025 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2025 წლის 10 თებერვლის №2 დადგენილებაში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, ვებგვერდი, 11/02/2025. სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.120.016499) შეტანილ იქნეს ცვლილება.

2. „სამტრედიის მუნიციპალიტეტის 2025 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის“ 28-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 28. სამტრედიის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული სახლდაზიანებული და უსახლკარო მოქალაქეების  დახმარების   პროგრამა

1. პროგრამა ითვალისწინებს უკიდურესად მძიმე ეკონომიკურ მდგომარეობაში მყოფი ოჯახების, რომელთა საცხოვრებელი სახლები ამორტიზებულია და, შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოს/პირის მიერ გაცემული დასკვნის თანახმად, არ ექვემდებარება აღდგენას/რეაბილიტაციას და მასში ცხოვრება მოსახლეების სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საფრთხის შემცველია, ან საერთოდ არ გააჩნია საცხოვრებელი ფართი, საცხოვრებელი პირობების მოგვარებაში, რათა ოჯახებს მიეცეს პრობლემის შემსუბუქების და სოციალური ფუნქციონირების  ამაღლების  პერსპექტივა. აღნიშნულის გათვალისწინებით, სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ შემუშავებულ იქნა ქვეპროგრამა – „მოწყვლადი კატეგორიის ოჯახებისათვის მინიმალური საცხოვრებელი პირობების შექმნა“. ქვეპროგრამა ითვალისწინებს ზემოაღნიშნული მოწყვლადი ოჯახებისათვის მცირეფართიანი ინდივიდუალური სახლების მშენებლობას მუნიციპალიტეტის მერის მიერ დამტკიცებული პროექტის და სამტრედიის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ სახლდაზიანებულ მოქალაქეთა განცხადების შემსწავლელი კომისიის გადაწყვეტილებით. ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელდება ე.წ. „მცირეფართიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობის პროექტი“.

2. მესაკუთრე ვალდებულია 15 წლის განმავლობაში არ განკარგოს სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ აშენებული მცირეფართიანი საცხოვრებელი სახლი და მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განხორციელდა სახლის მშენებლობა, რაზედაც პროექტის განხორცილების დაწყებამდე გაფორმდება ურთიერთშეთანხმების აქტი.“.

მუხლი 2
    დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 

 


სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელივაჟა სტურუა