დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ვერტმფრენების საფრენოსნო ექსპლუატაციის წესების დამტკიცების შესახებ“ სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2013 წლის 22 ოქტომბრის №220 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 165 |
| დოკუმენტის მიმღები | სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორი |
| მიღების თარიღი | 11/07/2025 |
| დოკუმენტის ტიპი | სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 15/07/2025 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 27/11/2025 |
| სარეგისტრაციო კოდი | 310050000.54.066.016375 |
|
„ვერტმფრენების საფრენოსნო ექსპლუატაციის წესების დამტკიცების შესახებ“ სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2013 წლის 22 ოქტომბრის №220 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
|
| მუხლი 1 |
„ვერტმფრენების საფრენოსნო ექსპლუატაციის წესების დამტკიცების შესახებ“ სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2013 წლის 22 ოქტომბრის №220 ბრძანებით დამტკიცებულ „ვერტმფრენების საფრენოსნო ექსპლუატაციის წესებში“ (matsne.gov.ge, სარეგისტრაციო კოდი: 310050000.54.066.016052) შეტანილ იქნეს ცვლილება:
1.მე-3 მუხლის: ა) „ჰ31“ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ჰ31) ფრენის გეგმა – სხ-ის დაგეგმილ ფრენასთან ან ფრენის ნაწილთან დაკავშირებული სპეციფიკური ინფორმაცია. შენიშვნა: ტერმინთან „ფრენის გეგმა“ შეიძლება გამოიყენებოდეს სიტყვები „წინასწარი“, „წარდგენილი“ „მიმდინარე“ ან „სამუშაო“, ფრენის პირობებისა და სხვადასხვა ეტაპების აღსანიშნავად. როდესაც ამ ტერმინთან ერთად გამოიყენება სიტყვა „შეტყობინება“, ეს გულისხმობს გადაცემული ფრენის გეგმის მონაცემების შინაარსს და ფორმატს.“; ბ) დაემატოს შემდეგი შინაარსის „ჰ66 “ და „ჰ67 “ ქვეპუნქტები: „ჰ66) სმმ-ის შესაბამისი უფლებამოსილი ორგანო – სახელმწიფოს მიერ დანიშნული შესაბამისი უფლებამოსილი ორგანო, რომელიც პასუხისმგებელია სმმ-ის უზრუნველყოფაზე დადგენილი საჰაერო სივრცის ფარგლებში; ჰ67) ფრენის წარდგენილი გეგმა (FPL ან eFPL) – ფრენის გეგმის ის ბოლო ვერსია, რომელიც პილოტის, ექსპლუატანტის ან დანიშნული წარმომადგენლის მიერ წარდგენილია სმმ-ის პუნქტის მიერ გამოსაყენებლად. შენიშვნა: FPL არის წარდგენილი ფრენის გეგმა, რომლის გადაცემა ხორციელდება სააერნაოსნო ფიქსირებული მომსახურებით, მაშინ როდესაც, eFPL წარმოადგენს ფრენის გეგმას, რომლის ურთიერთგაცვლა ხორციელდება FF-ICE სერვისების მეშვეობით. eFPL იძლევა იმ დამატებითი ინფორმაციის გაზიარების შესაძლებლობას, რომელიც არ შედის FPL ფრენის გეგმაში.“. 2. მე-16 მუხლის მე-6 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „61“ პუნქტი: „61. იმ შემთხვევაში, როდესაც არ არსებობს ინფორმაცია RVR-ის შესახებ ან ხილვადობის ზუსტი მონაცემების ან მასზე დაკვირვების შესახებ, ვერტოდრომზე ან დასაფრენ მოედანზე, რომელზეც ხილვადობა 800 მეტრზე ნაკლებია, სფწ-ით დასაფრენად შესვლა აკრძალულია. შენიშვნა: ხილვადობის ზუსტი მონაცემების გაზომვის ან მასზე დაკვირვების სახელმძღვანელო მასალა მოცემულია PANS-MET-ის (Doc 10157) A დანართში.“. 3. 29-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 29. მეტეოროლოგიური დაკვირვება ფრენის დროს ვერტმფრენის მეთაურმა მეტეოროლოგიური დაკვირვება, აგრეთვე მათი რეგისტრაცია და მოხსენების გადაცემა უნდა განახორციელოს ჩიკაგოს კონვენციის მე-3 დანართის, PANS-ATM-ის (Doc 4444), PANS-MET-ის (Doc 10157) და შესაბამისი დამატებითი რეგიონალური წესების (Doc7030) შესაბამისად.“. 4. 37-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. ფრენის უზრუნველყოფის სპეციალისტი/ავიადისპეჩერი, როდესაც ახორციელებს ფრენების კონტროლსა და დაკვირვებას, ასრულებს შემდეგ მოვალეობებს: ა) დახმარებას უწევს ვერტმფრენის მეთაურს გაფრენისწინა მომზადებაში და უზრუნველყოფს შესაბამისი ინფორმაციით; ბ) დახმარებას უწევს ვერტმფრენის მეთაურს ოპერატიული სამუშაო გეგმის და ფრენის წარდგენლი გეგმის მომზადებაში; გ) საჭიროების შემთხვევაში ეხმარება ვერტმფრენის მეთაურს წინასწარი ფრენის გეგმის მომზადებაში და წარუდგენს მას სმმ-ს შესაბამის უფლებამოსილ ორგანოს; დ) საჭიროების შემთხვევაში ხელს აწერს და წარუდგენს სმმ-ს შესაბამის უფლებამოსილ ორგანოს; ე) შესაბამისი საშუალებების დახმარებით, ფრენისას უზრუნველყოფს ვერტმფრენის მეთაურს ინფორმაციით, რომელიც შესაძლოა აუცილებელი იყოს ფრენის უსაფრთხოდ შესრულებისთვის. შენიშვნა: FF-ICE სერვისების გამოყენების სახელმძღვანელო მასალა, წინასწარი ფრენის გეგმის ჩათვლით, მოცემულია იკაოს Doc-ში 9965.“. |
| მუხლი 2 |
ბრძანება ამოქმედდეს 2025 წლის 27 ნოემბრიდან.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები