„საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2015 წლის 19 მარტის №73 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2015 წლის 19 მარტის №73 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 1095
დოკუმენტის მიმღები საქართველოს იუსტიციის მინისტრი
მიღების თარიღი 11/07/2025
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 11/07/2025
ძალაში შესვლის თარიღი 15/07/2025
სარეგისტრაციო კოდი 010320020.22.027.017580
1095
11/07/2025
ვებგვერდი, 11/07/2025
010320020.22.027.017580
„საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2015 წლის 19 მარტის №73 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს იუსტიციის მინისტრი
 

საქართველოს იუსტიციის მინისტრის

ბრძანება №1095

2025 წლის 11 ივლისი

ქ. თბილისი

 

„საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2015 წლის 19 მარტის №73 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
„საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2025 წლის 19 მარტის №73 ბრძანებით (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 19/03/2015, სარეგისტრაციო კოდი: 010320020.22.027.016578) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-10 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. დეპარტამენტის უფროსის არყოფნის ან მის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების შესრულების შეუძლებლობის შემთხვევაში მის მოვალეობებს ასრულებს დეპარტამენტის უფროსის მოადგილე, თავისი სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებისაგან გათავისუფლებით, ხოლო იმავდროულად დეპარტამენტის უფროსის მოადგილის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების შესრულების შეუძლებლობის შემთხვევაში – მინისტრის ბრძანებით განსაზღვრული დეპარტამენტის ერთ-ერთი სამმართველოს უფროსი.“.

2. დებულებას დაემატოს შემდეგი შინაარსის V თავი:

თავი V

დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულები

მუხლი 14

1. დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულებია:

ა) პოლიტიკის სტრატეგიული დაგეგმვისა და კოორდინაციის სამმართველო;

ბ) კვლევისა და ინოვაციური განვითარების სამმართველო.

2. პოლიტიკის სტრატეგიული დაგეგმვისა და კოორდინაციის სამმართველო უზრუნველყოფს სამინისტროს, მის სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებისა და მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირების პოლიტიკის დაგეგმვის, შემუშავების, მონიტორინგისა და შეფასების მეთოდურ ხელმძღვანელობას, კოორდინაციასა და შესრულების თაობაზე ანგარიშგებას.

3. კვლევისა და ინოვაციური განვითარების სამმართველო უზრუნველყოფს თემატური, დარგობრივი, შედარებით-სამართლებრივი კვლევებისა და ანალიტიკური დოკუმენტების მომზადებას, მათ შორის, მონაცემთა და სტატისტიკის ანალიზსა და მათ საფუძველზე შესაბამისი ინიციატივების/რეკომენდაციების შემუშავებას, აგრეთვე ინოვაციური იდეების შემუშავებასა და, მათი განხორციელების მიზნით, ტექნოლოგიური განვითარების ხელშეწყობას.

მუხლი 15

1. დეპარტამენტში არსებულ სამმართველოს ხელმძღვანელობს სამმართველოს უფროსი, რომელსაც კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.

2. სამმართველოს უფროსი:

ა) ხელმძღვანელობს სამმართველოს საქმიანობას;

ბ) ანაწილებს მოვალეობებს სამმართველოს მოსამსახურეებს შორის; უზრუნველყოფს სამმართველოს მუშაობის ორგანიზებას;

გ) აკონტროლებს სამმართველოს მოსამსახურეთა მიერ სამსახურებრივი დისციპლინის დაცვას;

დ) ანაწილებს სამმართველოში შემოსულ დოკუმენტებს, ხოლო საჭიროების შემთხვევაში უშუალოდ განიხილავს მათ ან სხვა მასალებს;

ე) კომპეტენციის ფარგლებში ავიზებს სამმართველოში მომზადებულ დოკუმენტებს;

ვ) აკონტროლებს მინისტრის, კურატორი მინისტრის მოადგილის, დეპარტამენტის უფროსისა და დეპარტამენტის უფროსის მოადგილის მითითებებისა და დავალებების შესრულებას.

3. სამმართველოს უფროსი სამმართველოზე დაკისრებული მოვალეობების შესრულებისათვის ანგარიშვალდებულია დეპარტამენტის უფროსისა და დეპარტამენტის უფროსის მოადგილის წინაშე.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2025 წლის 15 ივლისიდან.

საქართველოს იუსტიციის მინისტრიპაატა სალია