„საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში კონკურსის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2019 წლის 14 მარტის N01-36 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში კონკურსის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2019 წლის 14 მარტის N01-36 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 01-639
დოკუმენტის მიმღები საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
მიღების თარიღი 11/07/2025
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 15/07/2025
სარეგისტრაციო კოდი 010320040.22.030.016370
01-639
11/07/2025
ვებგვერდი, 15/07/2025
010320040.22.030.016370
„საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში კონკურსის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2019 წლის 14 მარტის N01-36 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
 

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის

ბრძანება №01-639

2025 წლის 11 ივლისი

ქ. თბილისი

 

„საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში კონკურსის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2019 წლის 14 მარტის N01-36 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

1. „საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში კონკურსის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2019 წლის 14 მარტის №01-36 ბრძანებით (ვებგვერდი, 15/03/2019, სარეგისტრაციო კოდი: 010320040.22.030.016191) დამტკიცებულ წესში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

 

ა) მე-10 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,5. კომისიის შემადგენლობაში შედიან სამინისტროს სამინისტროს იურიდიულ საკითხთა, ადამიანური და ადმინისტრაციული რესურსების მართვის დირექტორატის  ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის წარმომადგენელი, სამინისტროს იმ სტრუქტურული ქვედანაყოფის წარმომადგენელი, რომელშიც არის შესაბამისი ვაკანტური თანამდებობა, ასევე, საჭიროების შემთხვევაში, დამოუკიდებელი მოწვეული სპეციალისტი ან/და შესაბამისი დარგის სპეციალისტი, რომელიც სამსახურებრივად დაკავშირებული არ არის სამინისტროსთან.“;

 

ბ) მე-13 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,4. კონკურსის ორგანიზებულად ჩატარებას უზრუნველყოფს სამინისტროს იურიდიულ საკითხთა, ადამიანური და ადმინისტრაციული რესურსების მართვის დირექტორატის  ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტი.“;

 

გ) მე-14 მუხლის მე-2, მე-3 და მე-4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,2. კონკურსში მონაწილეობისათვის წარდგენილი განაცხადების ძირითად ფორმალურ მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენას უზრუნველყოფს სამინისტროს იურიდიულ საკითხთა, ადამიანური და ადმინისტრაციული რესურსების მართვის დირექტორატის  ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტი.

3. სამინისტროს იურიდიულ საკითხთა, ადამიანური და ადმინისტრაციული რესურსების მართვის დირექტორატის  ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტი, განაცხადების წარდგენისათვის  განსაზღვრული  ვადის  ამოწურვიდან  არაუმეტეს  21  კალენდარული დღის ვადაში ადგენს განაცხადების ძირითად ფორმალურ მოთხოვნებთან შესაბამისობას.

4. განაცხადების ძირითად ფორმალურ მოთხოვნებთან შესაბამისობის  დადგენის შედეგებს სამინისტროს იურიდიულ საკითხთა, ადამიანური და ადმინისტრაციული რესურსების მართვის დირექტორატის  ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტი წარუდგენს კომისიას, რაც ფორმდება შესაბამისი საოქმო ჩანაწერით და დასტურდება კომისიის წევრების ხელმოწერით.“;

 

დ) მე-19 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,5. სამინისტროს იურიდიულ საკითხთა, ადამიანური და ადმინისტრაციული რესურსების მართვის დირექტორატის  ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტი პასუხისმგებელია თითოეული გამოსაცდელის მიმართ კომისიის წევრების მიერ დაწერილი ქულების დაჯამებაზე/კენჭისყრის შედეგების გაფორმებაზე.“.

 

2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და გავრცელდეს 2025 წლის 1 ივლისიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.

საგარეო საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელიგიორგი ზურაბაშვილი