„სატრანსპორტო საშუალებათა რეგისტრაციისა და რეგისტრაციის გაუქმების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 31 იანვრის №150 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„სატრანსპორტო საშუალებათა რეგისტრაციისა და რეგისტრაციის გაუქმების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 31 იანვრის №150 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 62
დოკუმენტის მიმღები საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
მიღების თარიღი 24/07/2025
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 25/07/2025
სარეგისტრაციო კოდი 310150000.22.034.017591
62
24/07/2025
ვებგვერდი, 25/07/2025
310150000.22.034.017591
„სატრანსპორტო საშუალებათა რეგისტრაციისა და რეგისტრაციის გაუქმების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 31 იანვრის №150 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
 

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის

ბრძანება  №62

2025 წლის 24 ივლისი

ქ. თბილისი

 

„სატრანსპორტო საშუალებათა რეგისტრაციისა და რეგისტრაციის გაუქმების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 31 იანვრის №150 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურისა და ვადების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის მე-4 პუნქტისა და „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ნ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
„სატრანსპორტო საშუალებათა რეგისტრაციისა და რეგისტრაციის გაუქმების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 31 იანვრის №150 ბრძანებაში (სსმ, №14, 01/02/2007, 310.150.000.22.034.009.916) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის:

1.  მე-13 მუხლის მე-10 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„10. საპატიო კონსულზე მექანიკური სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის საფუძველზე სააგენტოს მიერ გაიცემა „სატრანსპორტო საშუალებათა რეგისტრაციის ნომრის (სახელმწიფო სანომრე ნიშნები), შიდა ტრანზიტის, ტრანზიტული ნომრისა და „TEST“ ნომრის ნიმუშის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 8 აპრილის №278 დადგენილების პირველი მუხლის პირველი პუნქტის „მ“-„ო“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული რეგისტრაციის ნომრები (სახელმწიფო სანომრე ნიშნები). აღნიშნული რეგისტრაციის ნომრები (სახელმწიფო სანომრე ნიშნები) გაიცემა საპატიო კონსულის საკუთრებაში არსებულ არაუმეტეს ორ მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებაზე. საპატიო კონსულზე მექანიკური სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაცია ხორციელდება ამ ინსტრუქციის მიხედვით, მესაკუთრის მიერ რეგისტრაციისათვის დადგენილი ზოგადი წესის შესაბამისად. ამასთან, საპატიო კონსულის მიერ, მექანიკური სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციისათვის, სააგენტოში წარმოდგენილი უნდა იქნეს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გაცემული სააკრედიტაციო ბარათი.“.

2. 49-ე მუხლის:

ა) მე-6 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 6163  პუნქტები:

„61. თუ საპატიო კონსულის სახელზე რეგისტრირებულ ორზე მეტ მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებაზე გაცემულია „სატრანსპორტო საშუალებათა რეგისტრაციის ნომრის (სახელმწიფო სანომრე ნიშნები), შიდა ტრანზიტის, ტრანზიტული ნომრისა და „TEST“ ნომრის ნიმუშის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 8 აპრილის №278 დადგენილების პირველი მუხლის პირველი პუნქტის „მ“-„ო“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული რეგისტრაციის ნომერი (სახელმწიფო სანომრე ნიშნები), საპატიო კონსული ვალდებულია 2025 წლის 1 სექტემბრამდე მიმართოს სააგენტოს მექანიკური სატრანსპორტო საშუალების ამ ინსტრუქციით დადგენილი წესით:

ა) ხელახალი რეგისტრაციის მიზნით რეგისტრაციაში ცვლილების განსახორციელებლად და წარმოადგინოს აღნიშნულ მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებაზე გაცემული „სატრანსპორტო საშუალებათა რეგისტრაციის ნომრის (სახელმწიფო სანომრე ნიშნები), შიდა ტრანზიტის, ტრანზიტული ნომრისა და „TEST“ ნომრის ნიმუშის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 8 აპრილის №278 დადგენილების პირველი მუხლის პირველი პუნქტის „მ“–„ო“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული რეგისტრაციის ნომრები (სახელმწიფო სანომრე ნიშნები);

ბ) გადაფორმების მიზნით და წარმოადგინოს აღნიშნულ მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებაზე გაცემული „სატრანსპორტო საშუალებათა რეგისტრაციის ნომრის (სახელმწიფო სანომრე ნიშნები), შიდა ტრანზიტის, ტრანზიტული ნომრისა და „TEST“ ნომრის ნიმუშის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 8 აპრილის №278 დადგენილების პირველი მუხლის პირველი პუნქტის „მ“-„ო“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული რეგისტრაციის ნომრები (სახელმწიფო სანომრე ნიშნები);

გ) აღრიცხვიდან მოხსნის მიზნით და წარმოადგინოს აღნიშნულ მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებაზე გაცემული „სატრანსპორტო საშუალებათა რეგისტრაციის ნომრის (სახელმწიფო სანომრე ნიშნები), შიდა ტრანზიტის, ტრანზიტული ნომრისა და „TEST“ ნომრის ნიმუშის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 8 აპრილის №278 დადგენილების პირველი მუხლის პირველი პუნქტის „მ“-„ო“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული რეგისტრაციის ნომრები (სახელმწიფო სანომრე ნიშნები).

62. ამ მუხლის 61 პუნქტით დადგენილი მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში ძალადაკარგულად ცხადდება საპატიო კონსულის სახელზე ყველა იმ მექანიკური სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაცია, რომელზეც გაცემულია „სატრანსპორტო საშუალებათა რეგისტრაციის ნომრის (სახელმწიფო სანომრე ნიშნები), შიდა ტრანზიტის, ტრანზიტული ნომრისა და „TEST“ ნომრის ნიმუშის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 8 აპრილის №278 დადგენილების პირველი მუხლის პირველი პუნქტის „მ“-„ო“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული რეგისტრაციის ნომრები (სახელმწიფო სანომრე ნიშნები).

63. ამ მუხლის 62 პუნქტით გათვალისწინებული ძალადაკარგული რეგისტრაციის აღდგენა ხორციელდება საპატიო კონსულის სახელზე ხელახალი რეგისტრაციით:

ა) არაუმეტეს ორი მექანიკური სატრანსპორტო საშუალებისა − საპატიო კონსულის სახელზე სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის წესის შესაბამისად;

ბ) გარდა ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული შემთხვევისა − ამ ინსტრუქციით დადგენილი სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის ზოგადი წესის შესაბამისად.“;

ბ) მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7. ამ მუხლის მე-6 და 61 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლით რეგისტრაციაში ცვლილების შეტანისას არ გამოიყენება ამ წესის 43-ე მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილი შეზღუდვა.“;

გ) მე-8 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-9 პუნქტი:

„9. ამ მუხლის 61 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში ხელახალი რეგისტრაციის განხორციელებისას დაინტერესებული პირი თავისუფლდება „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურისა და ვადების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის „დ“, „ე“, „ზ“ და „ს2“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საფასურისაგან.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი გელა გელაძე