დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ სახელმწიფო საიდუმლოებასთან დაკავშირებული სახელმწიფო შესყიდვების ობიექტების ნუსხისა და შესყიდვების განხორციელების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 11 ივლისის №321 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 287 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 24/07/2025 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 28/07/2025 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 01/08/2025 |
| სარეგისტრაციო კოდი | 300160070.10.003.025179 |
|
| მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ სახელმწიფო საიდუმლოებასთან დაკავშირებული სახელმწიფო შესყიდვების ობიექტების ნუსხისა და შესყიდვების განხორციელების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 11 ივლისის №321 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 14/07/2016, 300160070.10.003.019386) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული წესის:
1. მე-6 მუხლის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა) სახელმწიფო დაცვას დაქვემდებარებული ობიექტების, საქართველოს ეროვნული ბანკის, საქართველოს თავდაცვისა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროების, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – სპეციალური პენიტენციური სამსახურის, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისა და მისი მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირების, ასევე სახელმწიფოს სხვა სტრატეგიული და თავდაცვითი მნიშვნელობის სარეჟიმო შენობა-ნაგებობების სამშენებლო-სარემონტო სამუშაოები;“. 2. მე-14 მუხლის პირველი − მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. საერთაშორისო ორგანიზაციასთან ან უცხო ქვეყნის პირთან ხელშეკრულების დადებამდე, შემსყიდველი ორგანიზაცია ვალდებულია, კონკრეტულ მიმწოდებელთან ხელშეკრულების გაფორმების მიზანშეწონილობის საკითხი შეათანხმოს საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან. უარყოფითი პასუხის შემთხვევაში, ხელშეკრულების დადება დაუშვებელია. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური შემსყიდველ ორგანიზაციას შესაბამის პასუხს აცნობებს მიმართვიდან არაუგვიანეს 15 დღის ვადაში. თუ პასუხის გასაცემად საჭიროა დამატებითი ვადა, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური უფლებამოსილია, აღნიშნული ვადა გააგრძელოს 45 დღემდე, რის თაობაზეც, თხუთმეტდღიანი ვადის ამოწურვამდე წერილობით აცნობებს შემსყიდველ ორგანიზაციას. 3. საერთაშორისო ორგანიზაციასთან ან უცხო ქვეყნის პირთან ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ, შემსყიდველი ორგანიზაცია ვალდებულია, მიაწოდოს ინფორმაცია საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს.“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს 2025 წლის 1 აგვისტოდან.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები