„საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ“ საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 28 თებერვლის №77 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ“ საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 28 თებერვლის №77 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 17
დოკუმენტის მიმღები საჩხერის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 25/07/2025
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 30/07/2025
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.130.016532
17
25/07/2025
ვებგვერდი, 30/07/2025
010250050.35.130.016532
„საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ“ საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 28 თებერვლის №77 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საჩხერის მუნიციპალიტეტი
 

საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №17

2025 წლის 25 ივლისი

ქ. საჩხერე

 

 „საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ“ საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 28 თებერვლის №77 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად,  საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: 

მუხლი 1
შეტანილ იქნეს ცვლილება, „საჩხერის მუნიციპალიტეტის  საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ“ საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 28 თებერვლის №77 დადგენილებაში (სსმ, ვებგვერდი, 07/03/2018 წ.; სარეგისტრაციო კოდი: 010250050.35.130.016286). დადგენილებით დამტკიცებული დანართის მე-8 მუხლის მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,7. მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი ქალისა და მამაკაცის თანასწორობის საკითხებში უზრუნველყოფს:

ა) ადამიანის უფლებების დაცვის, ქალისა და მამაკაცის თანასწორობის სფეროში ერთიანი პოლიტიკის განხორციელებას;

ბ) მონიტორინგს უწევს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადამიანის უფლებების დაცვის საკითხებს. შესაბამის დაინტერესებულ უწყებებთან ერთად იხილავს ამ სფეროში არსებულ მდგომარეობას;

გ) მის კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე ინფორმაციის მოსმენის, კონტროლისა და შემოწმების შედეგად გამოვლენილ დარღვევებზე შეიმუშავებს და შესაბამის თანამდებობის პირებს რეაგირებისათვის უგზავნის რეკომენდაციებს;

დ) ადამიანის უფლებების დაცვის საკითხებზე შესაბამისი სამართლებრივი აქტის პროექტის ინიცირებას.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგაგა დარბაიძე