ქალაქ მარნეულში მდებარე სახელწოდების არმქონე ქუჩების სახელდების განსაზღვრის შესახებ

ქალაქ მარნეულში მდებარე სახელწოდების არმქონე ქუჩების სახელდების განსაზღვრის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 28
დოკუმენტის მიმღები მარნეულის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 25/07/2025
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 30/07/2025
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.159.016015
28
25/07/2025
ვებგვერდი, 30/07/2025
000000000.00.159.016015
ქალაქ მარნეულში მდებარე სახელწოდების არმქონე ქუჩების სახელდების განსაზღვრის შესახებ
მარნეულის მუნიციპალიტეტი
 

მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

განკარგულება №28 

2025 წლის 25 ივლისი

მარნეული

 

ქალაქ მარნეულში მდებარე სახელწოდების არმქონე ქუჩების სახელდების განსაზღვრის შესახებ

მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2025 წლის 25 ივლისის სხდომის №09 ოქმის მე-2 საკითხის შესაბამისად, მარნეულის მუნიციპალიტეტის მერის 2025 წლის 24 ივლისის №32-3225205141 წერილით შემოსული მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიის ქონების მართვისა და მატერიალურ - ტექნიკური უზრუნველყოფის სამსახურის უფროსის 2025 წლის 22 ივლისის №07-322520346 მოხსენებითი ბარათის გათვალისწინებით, „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“  საქართველოს ორგანული კანონის 61-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების,  ამავე კოდექსის 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა.ე“ ქვეპუნქტის, ,,გეოგრაფიული ობიექტების სახელდების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის და საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის № 239 დადგენილებით დამტკიცებული „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის“ 2025 წლის 16 ივლისის მარნეულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე ქუჩებისა და მერიის დაქვემდებარებაში შემავალი გეოგრაფიული ობიექტების სახელდების სამუშაო ჯგუფის სხდომის №4 ოქმის საფუძველზე,

1.   განხორციელდეს, ქალაქ მარნეულში მდებარე სახელწოდების არმქონე ქუჩების სახელდება ,,დანართი 1“ -ისა და თანდართული სიტუაციური რუკების მიხედვით.

2.   მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატმა უზრუნველყოს შესაბამისი ქმედების განხორციელება განკარგულების პირველი პუნქტის აღსასრულებლად.

3.  განკარგულება შეიძლება გასაჩივრდეს ბოლნისის რაიონული სასამართლოში (მის.: ქ. ბოლნისი, სულხან - საბას ქუჩა №113), მისი ოფიციალური გაცნობის დღიდან ერთი თვის ვადაში.

4.  განკარგულება ძალაში შევიდეს  გამოქვეყნებისთანავე.

5. კონტროლი განკარგულების შესრულებაზე განახორციელოს მარნეულის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ თემურ შუბითიძემ.

მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ამირან გიორგაძე