დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,,ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ” ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 12 იანვრის №9 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 21 |
| დოკუმენტის მიმღები | ახალციხის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 30/07/2025 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 01/08/2025 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010260000.35.138.016578 |
21
30/07/2025
ვებგვერდი, 01/08/2025
010260000.35.138.016578
,,ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ” ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 12 იანვრის №9 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
ახალციხის მუნიციპალიტეტი
|
,,ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 12 იანვრის №9 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
შევიდეს ცვლილება ,,ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 12 იანვრის №9 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 17/01/2018, სარეგისტრაციო კოდი: 010260000.35.138.016323) და დადგენილებით დამტკიცებული დანართის (დებულება) მე-13 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„5. განათლების, კულტურისა და სპორტის სამსახურის ძირითადი ფუნქციებია: განათლების, კულტურის, სპორტის, ქალთა უფლებების დაცვისა და ახალგაზრდულ საქმეთა მუნიციპალური პროგრამების შემუშავება და მათი განხორციელების უზრუნველყოფა. ტურიზმის განვითარებასა და ძეგლთა დაცვასთან დაკავშირებით წინადადებების შემუშავება და მათ უზრუნველყოფა.“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები