დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ლიის ადმინისტრაციული ერთეულის (სოფლები: ლია, ზედალია) მე-4 ქუჩისთვის ზვიად გამსახურდიას სახელის მინიჭების თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 27 |
| დოკუმენტის მიმღები | წალენჯიხის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 25/07/2025 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 30/07/2025 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.104.016007 |
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
განკარგულება № 27
2025 წლის 25 ივლისი
ქ. წალენჯიხა
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ლიის ადმინისტრაციული ერთეულის (სოფლები: ლია, ზედალია) მე-4 ქუჩისთვის ზვიად გამსახურდიას სახელის მინიჭების თაობაზე
საქართველოს ორგანული კანონი „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა.ე“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის პირველი პუნქტის, „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის №239 დადგენილების მე-7 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად,
1. წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ლიის ადმინისტრაციული ერთეულის (სოფლები: ლია, ზედალია) მე-4 ქუჩას მიენიჭოს საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას სახელი.
2. ამ განკარგულების შესახებ ეცნობოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ სსიპ – საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოსა და სსიპ – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს, აგრეთვე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიასა და წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიას.
3. განკარგულება ძალაშია გაცნობისთანავე.
4. განკარგულება შეიძლება გასაჩივრდეს კანონით დადგენილი წესით, გაცნობიდან ერთი თვის ვადაში, ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში (მის.: ქ. წალენჯიხა, ლაღიძის ქ. №12).
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მ/შ.
საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე ავთანდილ გაბელია
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები