დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ოზურგეთის მუნიციპალიტეტის 2025 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული ჯანმრთელობის დაცვის და სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების წესის დამტკიცების შესახებ“ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2024 წლის 25 დეკემბრის N17 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 9 |
| დოკუმენტის მიმღები | ოზურგეთის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 30/07/2025 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 04/08/2025 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/01/2026 |
| სარეგისტრაციო კოდი | 190040000.35.113.016539 |
|
„ოზურგეთის მუნიციპალიტეტის 2025 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული ჯანმრთელობის დაცვის და სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების წესის დამტკიცების შესახებ“ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2024 წლის 25 დეკემბრის №17 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილების, 61-ე მუხლის მე-2 ნაწილის და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
შეტანილ იქნეს ცვლილება „ოზურგეთის მუნიციპალიტეტის 2025 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული ჯანმრთელობის დაცვის და სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების წესის დამტკიცების შესახებ“ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2024 წლის 25 დეკემბრის №17 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 27/12/2024, სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი: 190040000.35.113.016527) და დადგენილებით დამტკიცებული წესის:
1. მე-7 მუხლის მე-12 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „12. ძალადობის მსხვერპლის ან დაზარალებულის სტატუსის მქონე პირთა ერთჯერადი ფინანსური მხარდაჭერა, 18-წლამდე ასაკის ბავშვთა უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის პროგრამა (პროგრამული კოდი 06 02 12);“. 2. მე-11 მუხლის: ა) მე-7 პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,ა) შ.შ.მ პირებს, რომელთა ასაკი 6-დან 18 წლამდეა და რომელთა ოჯახების სარეიტინგო ქულა 0-დან 150 001-მდეა, შესაძლებლობა მიეცემათ (საჭიროების შემთხვევაში) ჰიგიენური საშუალების (პამპერსი, ყოველთვიურად არაუმეტეს 100 ლარისა) შეძენა უნაღდო ანგარიშსწორებით ფარმაცევტულ დაწესებულებებში ჩარიცხვით. ასევე 18 წელს ზემოთ შშმ პირებს რომელთა ოჯახების სოციალური სარეიტინგო ქულა 0-დან 150 001-მდეა, შესაძლებლობა ეძლევათ მიიღონ დახმარება ჰიგიენური საშუალების (პამპერსის ) შესაძენად, წლის განმავლობაში ერთჯერადად არაუმეტეს 200 ლარისა, უნაღდო ანგარიშსწორებით ფარმაცევტულ დაწესებულებაში ჩარიცხვით. განსაკუთრებულ შემთხვევებში დიაგნოზიდან გამომდინარე, თუ ბენეფიციარი იმყოფება მწოლიარე მდგომარეობაში ან ეტლით მოსარგებლეა, შესაძლებლობა ეძლევათ მიიღონ დახმარება ჰიგიენური საშუალების შესაძენად წლის განმავლობაში არაუმეტეს 1200 ლარისა, უნაღდო ანგარიშსწორებით ფარმაცევტულ დაწესებულებაში ჩარიცხვით.“; ბ) მე-8 პუნქტის ,,ა.დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,ა.დ) პროგრამაში ჩართული ბენეფიციარებისთვის, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური სერვისების სამსახურის გადაწყვეტილებით, საჭიროებიდან გამომდინარე, მოხდება ფსიქიატრის კონსულტაციის, ADOS-2-ის და სხვა კვლევის დაფინანსება.“. გ) მე-8 პუნქტის ,,ო“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,ო) პროვაიდერი ვალდებულია სუპერვიზია ჩაატაროს ადგილზე წელიწადში არანაკლებ ოთხჯერ და შეფასებული/გადაფასებული შედეგების შესაბამისი წერილობითი ანგარიში, წარადგინოს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური სერვისების სამსახურში.“. 3. მე-19 მუხლის: ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 19. ძალადობის მსხვერპლის ან დაზარალებულის სტატუსის მქონე პირთა ერთჯერადი ფინანსური მხარდაჭერა, 18 წლამდე ასაკის ბავშვთა უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის პროგრამა (პროგრამული კოდი 06 02 12)“; ბ) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,6. ოზურგეთის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ I-IV კლასის მოსწავლეებზე, რომლის ოჯახის სარეიტინგო ქულა შეადგენს 0-დან 70001-მდე, ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია ერთ ბავშვზე 100 ლარის სასკოლო ნივთების შეძენა (პენალი, ფლომასტერი, რვეულები, სახატავი რვეული, კალამი, ფერადი ფანქრები, წებო, ფერადი ფურცლები, მაკრატელი, სახაზავი, საღებავი, გუაში, ფუნჯი და სხვა). „ა) ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები I-IV კლასის მოსწავლეთა მშობლებმა ან კანონიერმა წარმომადგენლებმა, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიაში ან/და შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში, მიმდინარე წლის 1-ელ ოქტომბრამდე უნდა წარმოადგინონ შემდეგი სახის დოკუმენტაცია: ა.ა) ბავშვის მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის განცხადება; ა.ბ) ბავშვის მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი; ა.გ) ბავშვის დაბადების მოწმობის ასლი; ა.დ) ამონაწერი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან; ა.ე) ცნობა სკოლიდან რეგისტრაციის შესახებ; ა.ვ) საბანკო ანგარიშის რეკვიზიტი; ა.ზ) სასკოლო ნივთების ანგარიშ-ფაქტურა ან სხვა დოკუმენტი.“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები