დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურების სახეების, ვადების, საფასურის განაკვეთების, ასევე საფასურის გადახდისა და გადახდილი საფასურის დაბრუნების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2011 წლის 15 აპრილის N1-1/592 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1-1/293 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი |
| მიღების თარიღი | 31/07/2025 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 31/07/2025 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 01/08/2025 |
| სარეგისტრაციო კოდი | 040030000.22.024.016923 |
|
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურების სახეების, ვადების, საფასურის განაკვეთების, ასევე საფასურის გადახდისა და გადახდილი საფასურის დაბრუნების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2011 წლის 15 აპრილის N1-1/592 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და "საქართველოს საზღვაო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ" 2025 წლის 16 ივნისის N683-IIმს-XIმპ საქართველოს კანონის პირველი მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
|
| მუხლი 1 |
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურების სახეების, ვადების, საფასურის განაკვეთების, ასევე საფასურის გადახდისა და გადახდილი საფასურის დაბრუნების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2011 წლის 15 აპრილის № 1-1/592 ბრძანებით (სსმ, ვებპორტალი, 040030000.22.024.016067, 20.04.2011) დამტკიცებულ „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურების სახეების, ვადების, საფასურის განაკვეთების, ასევე საფასურის გადახდისა და გადახდილი საფასურის დაბრუნების წესისა და პირობებში“ შეტანილ იქნეს ცვლილება:
1. მე-2 მუხლის: ა) პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა) მომსახურება – სატრანსპორტო პროცესის შეუფერხებელი და უსაფრთხო განხორციელების მიზნით, სააგენტოსათვის საქართველოს კანონმდებლობით დაკისრებული საქმიანობა, რომელიც დაკავშირებულია საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შესაბამისი ნორმატიული აქტებით განსაზღვრული ქმედების განხორციელების უფლების მინიჭებასთან, სატრანსპორტო უსაფრთხოების შესაბამისობის დამადასტურებელი დოკუმენტის გაცემასთან, მათ აღრიცხვა – რეგისტრაციასთან და გამოყენების მონიტორინგთან, აგრეთვე სატრანსპორტო პროცესების მონაწილე სუბიექტთა კვალიფიკაციის ამაღლებასთან ან/და მინიჭებასთან/აღიარებასთან, საქართველოს ტერიტორიულ წყლებსა და სანაპირო ზოლში შემოსული გემების შუქურითა და სანავიგაციო ნიშნებით მომსახურებასთან, საზღვაო სანავიგაციო ქაღალდისა და ელექტრონული რუკების, ფაქტობრივი ამინდის ცნობების და ამინდის პროგნოზის ცნობების გაცემასთან, ბათიმეტრული მონაცემების შეგროვებასა და გეოდეზიური მონაცემების გაცემასთან, შელფის ბათიმეტრულ დასურათებასთან რასტრულ ფაილებში და მის გაცემასთან, რომელთა განხორციელებისთვისაც დაინტერესებულმა პირმა სააგენტოს საფასური უნდა გადაუხადოს;“; ბ) პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „გ“ ქვეპუნქტი: „გ) ეროვნული გადამზიდავი – საქართველოს სახელმწიფო დროშით მცურავი გემები.“. 2. მე-3 მუხლის: ა) პირველი პუნქტის „ჰ 62“ ქვეპუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის შენიშვნა: „შენიშვნა: საფასური გადაიხდება გარე რეიდზე ღუზიდან მოხსნის შემდეგ არაუგვიანეს 5 სამუშაო დღისა. იმ შემთხვევაში, თუ ბოლო სამუშაო დღე ემთხვევა უქმე დღეს, საფასური გადაიხდება მომდევნო სამუშაო დღეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.“; ბ) 21 პუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის „22“ პუნქტი: „22 . ჰიდროგრაფიული მომსახურების სახეები, ვადები და საფასურის განაკვეთებია: ა) საქართველოს ტერიტორიულ ზღვასა და შიდა წყლებში შემოსული გემების შუქურითა და სანავიგაციო ნიშნებით მომსახურება:
გემები ჯგუფდებიან შემდეგნაირად: A – ნავსადგურში სახაზო განრიგით შემავალი სატვირთო გემები; B – შორეული ნაოსნობის სატვირთო გემები, ტანკერები, გარდა A და C ჯგუფებისა; C – ეროვნული გადამზიდავი სატვირთო-სამგზავრო ბორნები; D – შორეული ნაოსნობის უცხო ქვეყნების სატვირთო-სამგზავრო ბორნები; E – ეროვნული გადამზიდავი სამგზავრო გემები; F – ეროვნული გადამზიდავი ტანკერები; G – ეროვნული გადამზიდავი ნაოსნობის სატვირთო გემები და მცურავი ერთეულები; H – ლიხტერები ლიხტერმზიდ სისტემებში, სამხედრო გემები, საჰოსპიტალო გემები; I – ლიხტერები, ბუქსირმზიდები, თვითმავალი სამდინარო, თევზსაჭერი და 200 საერთო სარეგისტრაციო ტონამდე წყალწვის მქონე გემები; J – ნავსადგურში თავშესაფრად, შეკეთებისათვის, წყლის, ბუნკერის მარაგის შევსების მიზნით, უკიდურეს გარემოებათა, ავარიული მდგომარეობის გამო შესული გემები; K – სასამსახურო გემები, სასწავლო, სასწავლო-სასამსახურო, სამეცნიერო-კვლევითი გემები; L – სპორტული, ფსკერდამაღრმავებელი და სამაშველო გემები, იახტები; შენიშვნა: 1. H, I, J, K, L ჯგუფების და სამგზავრო საკრუიზო გემები თავისუფლდებიან მომსახურების ტარიფების გადახდისაგან. 2. C და D ჯგუფის სატვირთო-სამგზავრო ბორნების მომსახურების საფასური, თუ გემის საერთო ტევადობა არ აღემატება 15,000-ს, დაიანგარიშება შემდეგი წესით: საერთო ტევადობა X 0,3 X 0,5, ხოლო თუ გემის საერთო ტევადობა აღემატება 15,000-ს – საერთო ტევადობა X 0,3 X 0,8. ბ) საზღვაო სანავიგაციო ქაღალდის რუკების გაცემა: მე-3 სამუშაო დღეს – 90 ლარი; მე-2 სამუშაო დღეს – 110 ლარი; იმავე დღეს – 125 ლარი; გ) გასული დღეების (1–10 დღემდე) ზღვის აკვატორიაში ფაქტობრივი ამინდის ცნობების გაცემა: მე-3 სამუშაო დღეს – 15 ლარი; მე-2 სამუშაო დღეს – 20 ლარი; იმავე დღეს – 30 ლარი; დ) ზღვის აკვატორიაში გასული დღეების (10–30 დღემდე) ფაქტობრივი ამინდის ცნობების გაცემა: მე-3 სამუშაო დღეს – 35 ლარი; მე-2 სამუშაო დღეს – 40 ლარი; იმავე დღეს – 50 ლარი; ე) ზღვის აკვატორიაში გასული თვეების (12 თვე) ფაქტობრივი ამინდის ცნობების გაცემა: მე-3 სამუშაო დღეს – 60 ლარი; მე-2 სამუშაო დღეს – 80 ლარი; ვ) ზღვის აკვატორიაში გასული წლების (2009 წლამდე) ფაქტობრივი ამინდის ცნობების გაცემა: მე-4 სამუშაო დღეს – 95 ლარი; მე-3 სამუშაო დღეს – 110 ლარი; ზ) ზღვის აკვატორიაში სამ დღემდე ამინდის პროგნოზის გაცემა: იმავე დღეს – 25 ლარი; თ) ზღვის აკვატორიაში ოთხიდან შვიდ დღემდე ამინდის პროგნოზის გაცემა: იმავე დღეს – 40 ლარი; ი) მრავალსხივიანი ექოლოტით ბათიმეტრული კვლევის შედეგად მიღებული ნედლი (დამუშავების გარეშე) მონაცემების (3 მეტრიდან 200 მეტრის სიღრმემდე) გაცემა, მხოლოდ ელექტრონულ ფორმატში: მონაცემთა შეგროვებიდან მე 3 სამუშაო დღეს – შესასრულებელი სამუშაოს ყოველ ერთ საათზე 740 ლარი; კ) მრავალსხივიანი ექოლოტით ბათიმეტრიული კვლევის შედეგად მიღებული მონაცემების დამუშავება ერთი კონკრეტული მასშტაბის ბათიმეტრიული რუკის შექმნისთვის (ელექტრონული სახით): მონაცემთა შეგროვებაზე დახარჯული დროის ყოველ 1 საათზე – 280 ლარი. შენიშვნა: ბათიმეტრიული კვლევის შედეგად მიღებული, დამუშავებული მონაცემების გაცემის ვადა განისაზღვრება ხელშეკრულებით, შესასრულებელი სამუშაოს მოცულობის გათვალისწინებით. ლ) ერთსხივიანი ექოლოტით ბათიმეტრული კვლევის შედეგად მიღებული ნედლი (დამუშავების გარეშე) მონაცემების (2 დან 500 მეტრის სიღრმემდე) გაცემა, მხოლოდ ელექტრონულ ფორმატში: მონაცემთა შეგროვებიდან მე-3 სამუშაო დღეს – შესასრულებელი სამუშაოს ყოველ ერთ საათზე 410 ლარი; მ) ერთსხივიანი ექოლოტით, ბათიმეტრიული კვლევის შედეგად მიღებული მონაცემების დამუშავება ერთი კონკრეტული მასშტაბის ბათიმეტრიული რუკის შექმნისთვის (ელექტრონული სახით): მონაცემთა შეგროვებაზე დახარჯული დროის ყოველ 1 საათზე – 130 ლარი. შენიშვნა: ბათიმეტრიული კვლევის შედეგად მიღებული, დამუშავებული მონაცემების გაცემის ვადა განისაზღვროს ხელშეკრულებით, შესასრულებელი სამუშაოს მოცულობის გათვალისწინებით. ნ) ბათიმეტრიული რუკის ამობეჭდვა A2 – A0 ქაღალდის ფორმატი 1 (ერთი) ცალი: 24 საათის გასვლისთანავე – 90 ლარი. შენიშვნა: სხვადასხვა მასშტაბის ბათიმეტრიული რუკის შეკვეთისას, თითოეული მასშტაბის რუკისთვის მოქმედებს ამ მუხლის ამ პუნქტის „კ“ და „მ“ ქვეპუნქტები. ო) გეოდეზია: გეოდეზიური წერტილის მაღალი სიზუსტით პოზიციის/კოორდინატის განსაზღვრა/აღება (ბათიმეტრიული სანავიგაციო რუკის შექმნისთვის) – 1 წერტილი; მე-3 სამუშაო დღეს – 90 ლარი; პ) ბაზაში არსებული, ბათიმეტრიული კვლევის შედეგად მიღებული მონაცემების გაცემა, მხოლოდ ელექტრონულ (XYZ ) ფორმატში: მე-3 სამუშაო დღე – 0-დან 1 ჰა-მდე ფართობის მოცულობის მონაცემის საფასური- 350 ლარი. ჟ) ლანდშაფტის დრონით გადაღება, ორთოფოტოს დამზადება, გაცემა (0-დან 1 ჰა-მდე ფართობი): მე- 3 სამუშაო დღეს – 0-დან 1 ჰა-მდე ფართობის მოცულობის მონაცემის საფასური – 200 ლარი. რ) გასული დღეების (1-10 დღე) ზღვის დონის მონაცემების გაცემა ბათუმისა და ფოთის აკვატორიაში: მე-3 სამუშაო დღეს – 25 ლარი. ს) გასული დღეების (10-30 დღე) ზღვის დონის მონაცემების გაცემა ბათუმისა და ფოთის აკვატორიაში: მე-3 სამუშაო დღეს – 40 ლარი. ტ) გასული თვეების (12 თვე) ზღვის დონის მონაცემების გაცემა ბათუმისა და ფოთის აკვატორიაში: მე-3 სამუშაო დღეს – 70 ლარი.“; გ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. სააგენტოს მიერ დაწესებული საფასურის გადახდის ვალდებულება არ ვრცელდება საჯარო სამართლის იურიდიული პირი „საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოზე.“ ; დ) 44 პუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის 45 და 46 პუნქტები: „45. ამ მუხლის 22 პუნქტით გათვალისწინებული მომსახურების საფასურის გადახდისაგან სრულად თავისუფლდებიან საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო, საქართველოს თავდაცვის სამინისტრო და მათ სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებები და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო. 46. საზღვაო სანავიგაციო ელექტრონული რუკების (ENC) საფასური განისაზღვრება რეგიონული ელექტრონული სანავიგაციო რუკების საკოორდინაციო ცენტრთან (RENC) ურთიერთშეთანხმებითა და საერთაშორისო პრაქტიკის გათვალისწინებით.“; ე) მე-11 პუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის 111 – 113 პუნქტები: „111. შუქურითა და სანავიგაციო ნიშნებით მომსახურების საფასურის გადახდა ხორციელდება ერთჯერადად იმ რეისიდან, რომლითაც გემი შემოდის ნავსადგურში ან ზღვაში განთავსებული ტივტივა ნავმისადგომთან. საქართველოს ტერიტორიული წყლების საზღვრის გადაუკვეთავად გემის მიერ საქართველოს რამდენიმე ნავსადგურში შესვლისას, მომსახურების საფასური გადაიხდება ერთჯერადად. 112. თუ სხვა სახელმწიფოსთან შესაბამისი საერთაშორისო ხელშეკრულებით ამ სახელმწიფოს დროშით მცურავი გემებისათვის დადგენილია ამ მუხლის 22 პუნქტის „ა” ქვეპუნქტით გათვალისწინებული მომსახურების საფასურისაგან განსხვავებული საფასური, შესაბამისი გემებისათვის მოქმედებს საერთაშორისო ხელშეკრულებით დადგენილი საფასური. 113. საქართველოს საზღვაო ნავსადგურების სადისპეტჩერო სამსახურები (შავი ზღვის სანაპირო ტერიტორიაზე) და მუნიციპალიტეტები თავისუფლდებიან მხოლოდ ფაქტობრივი ამინდისა და ამინდის პროგნოზის ცნობების გაცემისთვის დადგენილი საფასურისაგან.“. 3. მე-4 მუხლის: ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. „საფასური გადაიხდება წინასწარ, შესაბამისი მომსახურების გაწევის დაწყებამდე, უნაღდო ანგარიშსწორებით, გარდა ამ ბრძანების მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ჰ62“ და „ჰ82“ ქვეპუნქტებისა და მე-3 მუხლის 22 პუნქტის „ი“, „ლ“ „ო“, „ჟ“ და „რ“-„ტ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული მომსახურებისა. საჯარო დაწესებულების მიმართ სააგენტოს მიერ არასამუშაო დღეს და დროს მომსახურების გაწევის შემთხვევაში, საჯარო დაწესებულება უფლებამოსილია მომსახურების საფასური გადაიხადოს შესაბამისი მომსახურების გაწევის შემდეგ, ხოლო არასამუშაო დღესა და დროს გემთმფლობელის მიმართ მომსახურების გაწევის შემთხვევაში, გემთმფლობელი უფლებამოსილია საფასური გადაიხადოს მომდევნო სამუშაო დღეს, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. ”; ბ) მე-3 პუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის 31 პუნქტი: „31. შუქურითა და სანავიგაციო ნიშნებით მომსახურების საფასურის გადახდა ხორციელდება გემის ნავსადგურიდან ან ტივტივა ნავმისადგომიდან გასვლიდან არაუგვიანეს 10 კალენდარული დღისა.“ 4. მე-5 მუხლის: ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. თუ საფასური გადახდილია დადგენილ განაკვეთზე მეტი ოდენობით, საფასურის გადამხდელს დაუბრუნდება/ჩაეთვლება სხვაობა მის მიერ გადახდილ თანხასა და დადგენილ განაკვეთს შორის.“; ბ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. გადახდილი საფასურის ნაწილობრივ ან სრულად დაბრუნება ხორციელდება გადამხდელის განცხადების საფუძველზე 10 სამუშაო დღის ვადაში. განცხადებას თან უნდა ერთოდეს თანხის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი და გადასახადის გადამხდელის საბანკო რეკვიზიტები.“. |
| მუხლი 2 |
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს სახელმწიფო ჰიდროგრაფიული სამსახურის მიერ გაწეული მომსახურების სახეებისა და საფასურის ოდენობის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2020 წლის 14 ივლისის №1-1/244 ბრძანება.
|
| მუხლი 3 |
ბრძანება ამოქმედდეს 2025 წლის 1 აგვისტოდან.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები