დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს საზღვაო სივრცის სამართლებრივი რეჟიმის კონტროლის უზრუნველყოფის მიზნით სახელმწიფო საზღვრის დაცვის სუბიექტებისა და სახელმწიფო სასაზღვრო რეჟიმის დაცვასთან დაკავშირებული საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოების საზღვაო ოპერაციების ერთობლივი მართვის ცენტრის ჩამოყალიბებისა და ინფორმაციის მართვის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 26 ოქტომბრის №503 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 311 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 01/08/2025 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 04/08/2025 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 01/08/2025 |
| სარეგისტრაციო კოდი | 120020000.10.003.025203 |
|
„საქართველოს საზღვაო სივრცის სამართლებრივი რეჟიმის კონტროლის უზრუნველყოფის მიზნით სახელმწიფო საზღვრის დაცვის სუბიექტებისა და სახელმწიფო სასაზღვრო რეჟიმის დაცვასთან დაკავშირებული საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოების საზღვაო ოპერაციების ერთობლივი მართვის ცენტრის ჩამოყალიბებისა და ინფორმაციის მართვის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 26 ოქტომბრის №503 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
| მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „საქართველოს საზღვაო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ 2025 წლის 12 ივნისის №683-IIმს-XIმპ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, „საქართველოს საზღვაო სივრცის სამართლებრივი რეჟიმის კონტროლის უზრუნველყოფის მიზნით სახელმწიფო საზღვრის დაცვის სუბიექტებისა და სახელმწიფო სასაზღვრო რეჟიმის დაცვასთან დაკავშირებული საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოების საზღვაო ოპერაციების ერთობლივი მართვის ცენტრის ჩამოყალიბებისა და ინფორმაციის მართვის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 26 ოქტომბრის №503 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 26/10/2018, 120020000.10.003.020819) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებულ „საქართველოს საზღვაო სივრცის სამართლებრივი რეჟიმის კონტროლის უზრუნველყოფის მიზნით სახელმწიფო საზღვრის დაცვის სუბიექტებისა და სახელმწიფო სასაზღვრო რეჟიმის დაცვასთან დაკავშირებული საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოების საზღვაო ოპერაციების ერთობლივი მართვის ცენტრის დებულებასა და ინფორმაციის მართვის წესში“:
1. მე-7 მუხლის პირველი პუნქტის „მ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს. 2. მე-9 მუხლის პირველი პუნქტის „ო“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს. 3. №1 დანართის №1 ცხრილის: ა) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
ბ) მე-11 პუნქტი ამოღებულ იქნეს. 4. №1 დანართის №2 ცხრილის: ა) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
ბ) მე-11 პუნქტი ამოღებულ იქნეს.
|
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს 2025 წლის 1 აგვისტოდან. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები