„საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის წევრობის კანდიდატის შესარჩევი კომისიის საქმიანობის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2021 წლის 29 ივლისის №386 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 354
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 15/08/2025
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 18/08/2025
სარეგისტრაციო კოდი 300280000.10.003.025247
354
15/08/2025
ვებგვერდი, 18/08/2025
300280000.10.003.025247
„საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის წევრობის კანდიდატის შესარჩევი კომისიის საქმიანობის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2021 წლის 29 ივლისის №386 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 
საქართველოს მთავრობის

დადგენილება №354

2025 წლის 15 აგვისტო

   ქ. თბილისი

„საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის წევრობის კანდიდატის შესარჩევი კომისიის საქმიანობის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2021 წლის 29 ივლისის №386 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის წევრობის კანდიდატის შესარჩევი კომისიის საქმიანობის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2021 წლის 29 ივლისის №386 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 30/07/2021, 300280000.10.003.022941) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის წევრობის კანდიდატის შესარჩევი კომისიის საქმიანობის წესის“ მე-4 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. კომისიის წევრობის კანდიდატის შესარჩევი კონკურსის გამოცხადების შესახებ ინფორმაცია ქვეყნდება საქართველოს მთავრობის, კომისიისა და საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის მიერ ადმინისტრირებულ ვებგვერდებზე, მოქმედი კომისიის წევრის უფლებამოსილების ვადის ამოწურვამდე 3 თვით ადრე ან კომისიის წევრის თანამდებობიდან გათავისუფლებიდან არაუგვიანეს 10 დღისა.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიირაკლი კობახიძე