„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №995 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №995 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 76
დოკუმენტის მიმღები საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
მიღების თარიღი 25/08/2025
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 26/08/2025
ძალაში შესვლის თარიღი 01/09/2025
სარეგისტრაციო კოდი 140130000.22.034.017605
76
25/08/2025
ვებგვერდი, 26/08/2025
140130000.22.034.017605
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №995 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
 

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის

ბრძანება №76

2025 წლის 25 აგვისტო

ქ. თბილისი

 

„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №995 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ნ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №995 ბრძანებით (www.matsne.gov.ge, 31/12/2013, 140130000.22.034.016246) დამტკიცებული წესის მე-7 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 71 მუხლი:

  „მუხლი 71. თანხმობა ზოგიერთი საქმიანობის განხორციელების თაობაზე

1. სამინისტროს მოსამსახურე (გარდა „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირისა) ანაზღაურებად სამეცნიერო, პედაგოგიურ ან/და შემოქმედებით საქმიანობას ახორციელებს მხოლოდ მინისტრის ან მოსამსახურის თანამდებობაზე დანიშვნის უფლებამოსილების მქონე სხვა პირის მიერ კონკრეტული საქმიანობის შესაბამისი ვადით, მაგრამ ერთჯერადად, არაუმეტეს 1 წლით გაცემული წერილობითი თანხმობის საფუძველზე, გარდა ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული შემთხვევისა.

2. სამინისტროს მოსამსახურეს (გარდა „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირისა) „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული აკადემიური თანამდებობის დაკავება შეუძლია მხოლოდ მინისტრის ან მოსამსახურის თანამდებობაზე დანიშვნის უფლებამოსილების მქონე სხვა პირის მიერ კონკრეტული საქმიანობის შესაბამისი ვადით გაცემული წერილობითი თანხმობის საფუძველზე.

3. სამინისტროს მოსამსახურეს (გარდა „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირისა) უფლება აქვს მიიღოს „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სხვა სარგებელი მხოლოდ მინისტრის ან მოსამსახურის თანამდებობაზე დანიშვნის უფლებამოსილების მქონე სხვა პირის მიერ წერილობითი თანხმობის საფუძველზე.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2025 წლის 1 სექტემბრიდან.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი გელა გელაძე