„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დროებითი მოთავსების იზოლატორების ტიპური დებულებისა და შინაგანაწესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2016 წლის 2 აგვისტოს №423 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დროებითი მოთავსების იზოლატორების ტიპური დებულებისა და შინაგანაწესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2016 წლის 2 აგვისტოს №423 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 83
დოკუმენტის მიმღები საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
მიღების თარიღი 26/08/2025
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 27/08/2025
ძალაში შესვლის თარიღი 01/09/2025
სარეგისტრაციო კოდი 140130000.22.034.017612
83
26/08/2025
ვებგვერდი, 27/08/2025
140130000.22.034.017612
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დროებითი მოთავსების იზოლატორების ტიპური დებულებისა და შინაგანაწესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2016 წლის 2 აგვისტოს №423 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
 

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის

ბრძანება №83

2025 წლის 26 აგვისტო

ქ. თბილისი

 

„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დროებითი მოთავსების იზოლატორების ტიპური დებულებისა და შინაგანაწესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2016 წლის 2 აგვისტოს №423 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ნ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დროებითი მოთავსების იზოლატორების ტიპური დებულებისა და შინაგანაწესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2016 წლის 2 აგვისტოს №423 ბრძანებაში (www.matsne.gov.ge, 03/08/2016, 140130000.22.034.016557) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. ბრძანების პირველი მუხლის „ა“ ქვეპუნქტით დამტკიცებული საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დროებითი მოთავსების იზოლატორების ტიპური დებულების (დანართი №1) მე-7 მუხლის:

ა) „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) შემდგომი რეაგირების მიზნით წარუდგენს რეგიონული სამმართველოს/ქ.თბილისის დროებითი მოთავსების მთავარი სამმართველოს უფროსს  წინადადებებს იზოლატორის მუშაობის ორგანიზების, დაქვემდებარებულ მოსამსახურეთა წახალისების ან მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ;“;

ბ) „ი“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ი) დაუყოვნებლივ ატყობინებს რეგიონული სამმართველოს/ქ.თბილისის დროებითი მოთავსების მთავარი სამმართველოს უფროსს იზოლატორში:“;

გ) „მ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მ) საჭიროებისამებრ მიმართავს რეგიონული სამმართველოს/ქ.თბილისის დროებითი მოთავსების მთავარი სამმართველოს უფროსს იზოლატორის ამოცანების შესასრულებლად საჭირო მატერიალურ-ტექნიკური რესურსების გამოყოფის თაობაზე;“;

დ) „ტ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ტ) ასრულებს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა ფუნქციებს, ასევე რეგიონული სამმართველოს/ქ.თბილისის დროებითი მოთავსების მთავარი სამმართველოს უფროსის  ცალკეულ დავალებებს.“.

2. ბრძანების პირველი მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით დამტკიცებული საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დროებითი მოთავსების იზოლატორების შინაგანაწესის (დანართი №2):

ა) მე-11 მუხლის:

ა.ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. ვიდეომეთვალყურეობის ცენტრალური მართვა ხორციელდება დეპარტამენტში, ამ მიზნით გამოყოფილ ოთახში (შემდგომში – ცენტრალური მართვის ოთახი), დეპარტამენტის მონიტორინგისა და ცენტრალური მართვის სამმართველოს მიერ.“;

ა.ბ) მე-3 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე) დეპარტამენტის მონიტორინგისა და ცენტრალური მართვის სამმართველოს მოსამსახურეებს;“;

ა.გ) მე-10 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„10. დაარქივებული მასალა ინახება დეპარტამენტში საამისოდ დაცულ ბაზაში, რის თაობაზეც დგება გადაღებული მასალის დაარქივების ოქმი, რომელსაც ადგენს დეპარტამენტის მონიტორინგისა და ცენტრალური მართვის სამმართველოს უფროსი. გადაღებული მასალის დაარქივების ოქმს აგრეთვე დაერთვება გადაწყვეტილება, რომლითაც განხორციელდა გადაღებული მასალის დაარქივება.“;

ბ) მე-14 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ხელბორკილისა და შებორკვის სხვა საშუალების გამოყენება დასაშვებია მოთავსებული პირის დაწყნარებამდე, მაგრამ არაუმეტეს უწყვეტად 2 საათისა.  ხელბორკილისა და შებორკვის სხვა საშუალების გამოყენებისას უნდა გამოირიცხოს მოთავსებული პირის მიერ საკუთარ სხეულზე ზიანის მიყენების შესაძლებლობა. ხელბორკილისა და შებორკვის სხვა საშუალების გამოყენების თითოეულ შემთხვევაში იზოლატორის ცვლის უფროსი ადგენს ოქმს, რომელშიც მიუთითებს შერჩეული ღონისძიების გამოყენების ადგილს, საფუძველსა და ხანგრძლივობას. ამ ღონისძიების გამოყენების შესახებ ეცნობება დეპარტამენტის მონიტორინგისა და ცენტრალური მართვის სამმართველოს და საქართველოს პროკურატურას.“;

გ) მე-18 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. დაუშვებელია იზოლატორის ტერიტორიაზე აუდიო-ვიდეოფიქსაციის ან/და ელექტრონული კომუნიკაციის საშუალებების ნებართვის გარეშე შეტანა, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც არსებობს სისხლის სამართლის საქმისმწარმოებელი ორგანოს წერილობითი მოთხოვნა აღნიშნული ტექნიკის გამოყენებით საგამოძიებო მოქმედების ჩატარების შესახებ. ამის შესახებ ნებართვას გასცემს რეგიონული სამმართველოს/ქ.თბილისის დროებითი მოთავსების მთავარი სამმართველოს  უფროსი.“;

დ) მე-20 მუხლის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე) დეპარტამენტის მონიტორინგისა და ცენტრალური მართვის სამმართველოს მოსამსახურეებს;“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2025 წლის 1 სექტემბრიდან.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი გელა გელაძე