„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ გასაცემი სალიცენზიო და სანებართვო მოწმობის ფორმების, მათი გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2008 წლის 26 აგვისტოს №481 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ გასაცემი სალიცენზიო და სანებართვო მოწმობის ფორმების, მათი გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2008 წლის 26 აგვისტოს №481 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 108
დოკუმენტის მიმღები საქართველოს თავდაცვის მინისტრი
მიღების თარიღი 10/09/2025
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 16/09/2025
სარეგისტრაციო კოდი 120340000.22.026.017395
108
10/09/2025
ვებგვერდი, 16/09/2025
120340000.22.026.017395
„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ გასაცემი სალიცენზიო და სანებართვო მოწმობის ფორმების, მათი გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2008 წლის 26 აგვისტოს №481 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს თავდაცვის მინისტრი
 

საქართველოს თავდაცვის მინისტრის 

ბრძანება  №108

2025 წლის 10 სექტემბერი

ქ. თბილისი

 

„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ გასაცემი სალიცენზიო და სანებართვო მოწმობის ფორმების, მათი გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2008 წლის 26 აგვისტოს №481 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ გასაცემი სალიცენზიო და სანებართვო მოწმობის ფორმების, მათი გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2008 წლის 26 აგვისტოს №481 ბრძანებაში (სსმ III, 27.08.2008, №124, მუხ.1279, სარეგისტრაციო კოდი: 120.340.000.22.026.012.129) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1.  ბრძანების პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 და 30-ე მუხლების, „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონის, „მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლისა და „მკაცრი აღრიცხვის ფორმების ნუსხის, მკაცრი აღრიცხვის ფორმების რეგისტრაციის წესისა და მკაცრი აღრიცხვის ფორმების რეგისტრაციის ჟურნალის ფორმის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2020 წლის 31 აგვისტოს №1-1/345 ბრძანების შესაბამისად, ვბრძანებ:“.

2. პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,1. დამტკიცდეს:

ა) მატერიალური ფორმით გასაცემი სალიცენზიო მოწმობის ფორმა (დანართი №1);

ბ) მატერიალური ფორმით გასაცემი სანებართვო მოწმობის ფორმა (დანართი №2);

გ) სალიცენზიო და სანებართვო მოწმობების გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესი (დანართი №3);

დ) მატერიალური ფორმით გასაცემი სალიცენზიო და სანებართვო მოწმობის აღრიცხვის ჟურნალი (დანართი №4);

ე) მატერიალური ფორმით გასაცემი სალიცენზიო და სანებართვო მოწმობის ჩამოწერის აქტი (დანართი №5);

ვ) ელექტრონული ფორმით გასაცემი, არასაიდუმლო:

„ვ.ა) სამოქალაქო იარაღის, ცეცხლსასროლი იარაღის ძირითადი ელემენტების, საბრძოლო მასალის/ვაზნის და საბრძოლო მასალის ძირითადი ელემენტების იმპორტის, ექსპორტის რეექსპორტის ან ტრანზიტის სანებართვო მოწმობის ფორმა - სანებართვო ქმედება ტრანზიტი (დანართი №6);

ვ.ბ) სამოქალაქო იარაღის, ცეცხლსასროლი იარაღის ძირითადი ელემენტების, საბრძოლო მასალის/ვაზნის და საბრძოლო მასალის ძირითადი ელემენტების იმპორტის, ექსპორტის, რეექსპორტის ან ტრანზიტის სანებართვო მოწმობის ფორმა - სანებართვო ქმედება ექსპორტი (დანართი №7);

ვ.გ) სამოქალაქო იარაღის, ცეცხლსასროლი იარაღის ძირითადი ელემენტების, საბრძოლო მასალის/ვაზნის და საბრძოლო მასალის ძირითადი ელემენტების იმპორტის, ექსპორტის, რეექსპორტის ან ტრანზიტის სანებართვო მოწმობის ფორმა - სანებართვო ქმედება იმპორტი (დანართი №8);

ვ.დ) სამოქალაქო იარაღის, ცეცხლსასროლი იარაღის ძირითადი ელემენტების, საბრძოლო მასალის/ვაზნის და საბრძოლო მასალის ძირითადი ელემენტების იმპორტის, ექსპორტის, რეექსპორტის ან ტრანზიტის სანებართვო მოწმობის ფორმა - სანებართვო ქმედება რეექსპორტი (დანართი №9);

ვ.ე) სამხედრო პროდუქციის ექსპორტის სანებართვო მოწმობის ფორმა (დანართი №10);

ვ.ვ) სამხედრო პროდუქციის იმპორტის სანებართვო მოწმობის ფორმა (დანართი №11);

ვ.ზ) სამხედრო პროდუქციაზე საბროკერო მომსახურების სანებართვო მოწმობის ფორმა (დანართი №12);

ვ.თ) სამხედრო პროდუქციაზე ტექნიკური დახმარების სანებართვო მოწმობის ფორმა (დანართი №13);

ვ.ი) სამხედრო პროდუქციის ტრანზიტის სანებართვო მოწმობის ფორმა (დანართი №14);

ვ.კ) სამოქალაქო იარაღით, ცეცხლსასროლი იარაღის ძირითადი ელემენტებით, საბრძოლო მასალით/ვაზნით და საბრძოლო მასალის ძირითადი ელემენტებით ვაჭრობის სალიცენზიო მოწმობის ფორმა (დანართი №15);

ვ.ლ) სამოქალაქო იარაღის, ცეცხლსასროლი იარაღის ძირითადი ელემენტების, საბრძოლო მასალის/ვაზნის და საბრძოლო მასალის ძირითადი ელემენტების დამზადების (წარმოების) სალიცენზიო მოწმობის ფორმა (დანართი №16);

ვ.მ) სამოქალაქო იარაღის და ცეცხლსასროლი იარაღის ძირითადი ელემენტების შეკეთების სალიცენზიო მოწმობის ფორმა (დანართი №17);

ვ.ნ) სამხედრო პროდუქციაზე საბროკერო მომსახურების სალიცენზიო მოწმობის ფორმა (დანართი №18);

ვ.ო) სამხედრო პროდუქციის დამზადების, წარმოების გენერალური სალიცენზიო მოწმობის ფორმა (დანართი №19);

ვ.პ) სამხედრო პროდუქციის შეკეთების (მოდერნიზებისა და ადგილზე მომსახურების ჩათვლით) გენერალური სალიცენზიო მოწმობის ფორმა (დანართი № 20);

ვ.ჟ) სამხედრო პროდუქციით ვაჭრობის გენერალური სალიცენზიო მოწმობის ფორმა (დანართი №21);

ვ.რ) „იარაღის კოლექციონირებისა და ექსპონირების სანებართვო მოწმობის ფორმა (დანართი №22).“.

 

3.  მე-4 პუნქტი ამოღებულ იქნეს.

 

4. ბრძანებით დამტკიცებული 3 დანართის:

) პირველი - მე-4 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 1. რეგულირების სფერო

1. ეს წესი განსაზღვრავს „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის 101-112 და 371 პუნქტებით, ასევე, ამავე კანონის 24-ე მუხლის მე-17-მე-18 პუნქტებით განსაზღვრულ სალიცენზიო და სანებართვო მოწმობების (მატერიალური/ელექტრონული) ფორმების დამზადების, გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესს.

2. საქართველოს თავდაცვის სამინისტრო (შემდგომში – სამინისტრო) მატერიალური სალიცენზიო და სანებართვო მოწმობების ფორმების გამოყენებასა და აღრიცხვა-ანგარიშგებას ახორციელებს „მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის პირველი პუნქტისა და ამ წესის საფუძველზე.

მუხლი 2. სალიცენზიო და სანებართვო მოწმობების ფორმების დამზადება

1. მატერიალურ სალიცენზიო და სანებართვო მოწმობის ფორმების დამზადება წარმოებს სამინისტროს შეკვეთის საფუძველზე. მატერიალური სალიცენზიო და სანებართვო მოწმობების ფორმების შეკვეთას სამინისტრო აწარმოებს „მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, კანონმდებლობის შესაბამისად, შერჩეულ პოლიგრაფიულ საწარმოში.

2. დამზადებული მატერიალური სალიცენზიო და სანებართვო მოწმობების ფორმების პოლიგრაფიული საწარმოდან გამოტანის უფლება აქვს სათანადო მინდობილობით უფლებამოსილ პირს.

მუხლი 3. სალიცენზიო და სანებართვო მოწმობების ფორმების შენახვა

1. მატერიალური სალიცენზიო და სანებართვო მოწმობების ფორმების შენახვა ხორციელდება „მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.

2. მატერიალური სალიცენზიო და სანებართვო მოწმობების ფორმები უნდა ინახებოდეს ცეცხლგამძლე სეიფში.

3. სათავსო, სადაც ინახება მატერიალური სალიცენზიო და სანებართვო მოწმობების ფორმები, უნდა იყოს ხელშეუხებელი გარეშე პირთათვის და სათანადოდ დაცული დაზიანებისაგან.

4. მატერიალური სალიცენზიო და სანებართვო მოწმობების ფორმები ინახება ამ ფორმების გამოყენებასა და აღრიცხვა-ანგარიშგებაზე საქართველოს თავდაცვის მინისტრის ბრძანებით განსაზღვრულ პასუხისმგებელ პირთან.

მუხლი 4. სალიცენზიო და სანებართვო მოწმობების ფორმების შევსება

1. სალიცენზიო და სანებართვო მოწმობების ფორმების შევსება წარმოებს სამინისტროს სამხედრო-ტექნიკურ საკითხთა დეპარტამენტში.

2. შევსებული ფორმების შესახებ ინფორმაცია, კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად, შეიტანება უწყებრივ სალიცენზიო და სანებართვო რეესტრში, რომელშიც ასევე მიეთითება სალიცენზიო ან სანებართვო მოწმობის ნომერი.";

) მე-5 მუხლის:

.ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. მატერიალური სალიცენზიო ან/და სანებართვო მოწმობის გაცემა მფლობელზე წარმოებს პიროვნების პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენის საფუძველზე, ხოლო ელექტრონული სალიცენზიო ან/და სანებართვო მოწმობა გაიცემა შესაბამისი ელექტრობრუნვის სისტემის საშუალებით.";

.ბ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. მატერიალური სალიცენზიო ან/და სანებართვო მოწმობის მიღებაზე უფლებამოსილი პირი ხელმოწერით ადასტურებს სალიცენზიო ან/და სანებართვო მოწმობების მიღების ფაქტს უწყებრივ სალიცენზიო/სანებართვო რეესტრში.";

) მე-7 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 7. გამოსაყენებლად უვარგისი სალიცენზიო და სანებართვო მოწმობების ფორმების ჩამოწერა

1. მატერიალური სალიცენზიო და სანებართვო მოწმობების ფორმები გამოსაყენებლად უვარგისად მიიჩნევა:

ა) შევსების დროს დაშვებული შეცდომების გამო;

ბ) ფორმების ფიზიკური დაზიანების გამო.

2. გამოსაყენებლად უვარგისი მატერიალური სალიცენზიო და სანებართვო მოწმობების ფორმები ექვემდებარება ჩამოწერას ჩამოწერის აქტის შესაბამისად. ჩამოწერის აქტში უნდა მიეთითოს გამოსაყენებლად უვარგისი ფორმის ბლანკის ნომერი.

3. გამოსაყენებლად უვარგისი მატერიალური სალიცენზიო და სანებართვო მოწმობების ფორმების უტილიზაცია ხორციელდება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.“.

5. ბრძანებით დამტკიცებული:

ა) №4 დანართის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,მატერიალური ფორმით გასაცემი სალიცენზიო და სანებართვო მოწმობის აღრიცხვის ჟურნალი“;

ბ) 5-9, 15 და 16 დანართები ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.

6. ბრძანებას დაემატოს 22 დანართი თანდართული რედაქციით.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს თავდაცვის მინისტრიირაკლი ჩიქოვანი