„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ მომსახურების გაწევის ვადისა და საფასურის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 31 იანვრის №59 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 405
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 15/09/2025
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 16/09/2025
ძალაში შესვლის თარიღი 01/09/2025
ძალის დაკარგვის თარიღი 01/09/2030
სარეგისტრაციო კოდი 040030000.10.003.025298
405
15/09/2025
ვებგვერდი, 16/09/2025
040030000.10.003.025298
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ მომსახურების გაწევის ვადისა და საფასურის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 31 იანვრის №59 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 
საქართველოს მთავრობის

დადგენილება №405

2025 წლის 15 სექტემბერი

ქ. თბილისი

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ მომსახურების გაწევის ვადისა და საფასურის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 31 იანვრის №59 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ მომსახურების გაწევის ვადისა და საფასურის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 31 იანვრის №59 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 04/02/2011, 040030000.10.003.016219) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ მომსახურების გაწევის ვადისა და საფასურის“ მე-2 მუხლის 133 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„133.

ექსპორტიორი საწარმოების სიაში ახალი საწარმოს შეტანის მიზნით, დაინტერესებული პირის მოთხოვნით  ინსპექტირება (მათ შორის, დისტანციურად, კომუნიკაციის ელექტრონული საშუალებების გამოყენებით)

სომხეთი,

აზერბაიჯანი

2000

აშშ დოლარი

რუსეთი, აღმოსავლეთ ევროპა, დასავლეთ ევროპა

3000

აშშ დოლარი

აზია

8000

აშშ დოლარი

ჩრდილოეთ აფრიკა

5000

აშშ დოლარი

სამხრეთ აფრიკა

6000

აშშ დოლარი

ჩრდილოეთ ამერიკა, სამხრეთ ამერიკა

8000

აშშ დოლარი.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს 2025 წლის 1 სექტემბრიდან და ძალაშია 2030 წლის 1 სექტემბრამდე.

პრემიერ-მინისტრიირაკლი კობახიძე