„ზოგადი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის შექმნის და ადმინისტრირების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2021 წლის 9 თებერვლის №08/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 92/ნ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი
მიღების თარიღი 19/09/2025
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 19/09/2025
სარეგისტრაციო კოდი 430050000.22.022.018727
92/ნ
19/09/2025
ვებგვერდი, 19/09/2025
430050000.22.022.018727
„ზოგადი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის შექმნის და ადმინისტრირების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2021 წლის 9 თებერვლის №08/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი
 
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის

 ბრძანება №92/ნ 

2025 წლის 19 სექტემბერი

ქ.თბილისი

„ზოგადი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის შექმნის და ადმინისტრირების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2021 წლის 9 თებერვლის №08/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის, 24-ე მუხლისა და „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის (№3663-XIIIმს-Xმპ; 15/11/2023, №798-IIმს-XIმპ; 26/06/2025) შესაბამისად ვბრძანებ:

მუხლი 1
„ზოგადი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის შექმნისა და ადმინისტრირების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2021 წლის 9 თებერვლის №08/ნ ბრძანების (www.matsne.gov.ge, 10/02/2021, სარეგისტრაციო კოდი: 430050000.22.022.017989) პირველი მუხლით დამტკიცებული „ზოგადი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის შექმნის და ადმინისტრირების წესისა და პირობების“:

1. მე-3 მუხლის:

ა) მე-2 პუნქტის ,,ვ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;

ბ) მე-2 პუნქტს ,,თ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,თ1“ ქვეპუნქტი:

,,თ1) სსიპ – საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახური;“.

2. მე-10 მუხლის პირველი პუნქტის „ კ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„კ) სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლის (შესაბამისი სწავლასთან დაკავშირებული სირთულის/საჭიროების მითითებით) სტატუსი, აღნიშნულის დამადასტურებელი ფსიქოსაგანმანათლებლო შეფასების დასკვნა.“. 

მუხლი 2
1. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

2. ამ ბრძანების პირველი მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის მოქმედება გავრცელდეს 2025 წლის 1 სექტემბრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრიგივი მიქანაძე