„აეროდრომისა და ვერტოდრომის დაცვის არის დადგენისა და ამ არეში საავიაციო დაბრკოლების შემქმნელი შენობა-ნაგებობის მშენებლობის, აგრეთვე აღნიშნული შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციის, შეზღუდვისა და ნიშანდების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2024 წლის 6 მარტის №73 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ნომერი 416
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 24/09/2025
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 26/09/2025
სარეგისტრაციო კოდი 420000000.10.003.025309
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
416
24/09/2025
ვებგვერდი, 26/09/2025
420000000.10.003.025309
„აეროდრომისა და ვერტოდრომის დაცვის არის დადგენისა და ამ არეში საავიაციო დაბრკოლების შემქმნელი შენობა-ნაგებობის მშენებლობის, აგრეთვე აღნიშნული შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციის, შეზღუდვისა და ნიშანდების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2024 წლის 6 მარტის №73 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს მთავრობა
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (26/09/2025 - 08/04/2026)

„აეროდრომისა და ვერტოდრომის დაცვის არის დადგენისა და ამ არეში საავიაციო დაბრკოლების შემქმნელი შენობა-ნაგებობის მშენებლობის, აგრეთვე აღნიშნული შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციის, შეზღუდვისა და ნიშანდების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2024 წლის 6 მარტის №73 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
 
საქართველოს მთავრობის

დადგენილება №416

2025 წლის 24 სექტემბერი

ქ. თბილისი

„აეროდრომისა და ვერტოდრომის დაცვის არის დადგენისა და ამ არეში საავიაციო დაბრკოლების შემქმნელი შენობა-ნაგებობის მშენებლობის, აგრეთვე აღნიშნული შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციის, შეზღუდვისა და ნიშანდების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2024 წლის 6 მარტის №73 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „აეროდრომისა და ვერტოდრომის დაცვის არის დადგენისა და ამ არეში საავიაციო დაბრკოლების შემქმნელი შენობა-ნაგებობის მშენებლობის, აგრეთვე აღნიშნული შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციის, შეზღუდვისა და ნიშანდების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2024 წლის 6 მარტის №73 დადგენილებაში  (www.matsne.gov.ge, 07/03/2024, 420000000.10.003.024465) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული „აეროდრომისა და ვერტოდრომის დაცვის არის დადგენისა და ამ არეში საავიაციო დაბრკოლების შემქმნელი შენობა-ნაგებობის მშენებლობის, აგრეთვე აღნიშნული შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციის, შეზღუდვისა და ნიშანდების წესის“:

1. მე-2 მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ხ“ ქვეპუნქტი:

ხ) სააერნაოსნო კვლევა − სარეკომენდაციო სახის შეფასება, რომელიც აღწერს დაბრკოლების ზეგავლენას ფრენების უსაფრთხოებასა ან/და რეგულარულობაზე.“.

2.  24-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. დაცვის არეში დაუშვებელია დაგეგმილი უძრავი ან დროებით მოძრავი  ობიექტები  აღემატებოდეს  შესაბამის  ზედაპირებს,  გარდა  ამ  წესის 23-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით, ამ მუხლის მე-2−მე-4 პუნქტებითა და 261 მუხლით განსაზღვრული შემთხვევისა.“.

3.  26-ე მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 261 მუხლი:

მუხლი 261. სააერნაოსნო კვლევა

1. სააერნაოსნო კვლევა ტარდება სააგენტოსთან წინასწარ შეთანხმებით იმ მიზნით, რომ გამოვლინდეს დაგეგმილი შენობა-ნაგებობით წარმოქმნილი ან არსებული დაბრკოლებით გამოწვეული საფრთხეები და დადგინდეს ის შემარბილებელი ქმედებები, რომლებიც მნიშვნელოვანია, გათვალისწინებულ იქნეს ფრენების უსაფრთხოებისთვის ან/და რეგულარულობისთვის, ასევე აეროდრომის დაცვის არის შიდაჰორიზონტალური და/ან კონუსური ზედაპირების მოდიფიცირების მიზნით.

2. სააგენტოსთან წინასწარი შეთანხმების გარეშე სააერნაოსნო კვლევა ტარდება ახალი აეროდრომის მშენებლობის ან არსებული აეროდრომის განვითარების დაგეგმვის დროს აეროდრომის დაცვის არეში არსებული დაბრკოლებების ზეგავლენის შეფასების მიზნით, რა დროსაც შეფასებული უნდა იქნეს აეროდრომის დაცვის არის თითოეულ ზედაპირში არსებული დაბრკოლებების ზეგავლენა ფრენების უსაფრთხოებაზე.

3. სააერნაოსნო კვლევის ჩატარების თაობაზე სააგენტოსთან წინასწარი შეთანხმების საკითხები რეგულირდება სააგენტოს დირექტორის ნორმატიული აქტით.

4. ახალი შენობა-ნაგებობის (ობიექტის) განთავსების მიზნით სააერნაოსნო კვლევის განხორციელება დაუშვებელია აეროდრომის დაცვის არის აფრენისას სიმაღლის აღების, დასაფრენად შესვლისა და გარდამავალ ზედაპირებში.

5. სააერნაოსნო კვლევის დოკუმენტი განსახილველად და გადაწყვეტილების მისაღებად წარედგინება სააგენტოს, რომელიც აღნიშნულ დოკუმენტს, კომპეტენციის შესაბამისად, დასკვნის წარმოდგენის მიზნით, წარუდგენს აეროდრომის ექსპლუატანტს, სააერნაოსნო მომსახურების საწარმოსა და,  საჭიროებისამებრ, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს.

6. ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისიწინებული დასკვნა სააგენტოს წარედგინება არაუმეტეს ერთი თვის ვადაში.

7. სააგენტო, სააერნაოსნო კვლევის დოკუმენტს იხილავს და გადაწყვეტილებას იღებს, სააგენტოში დოკუმენტის წარდგენიდან 2 თვის ვადაში.   

8. თუ სააერნაოსნო მომსახურების საწარმოსა და შესაბამისი აეროდრომის ექსპლუატანტის დასკვნების საფუძველზე სააგენტო მიიჩნევს, რომ რისკის შემარბილებელი აუცილებელი ღონისძიებების გატარება აღემატება კანონმდებლობით მისთვის მინიჭებულ უფლებამოსილებას, სააგენტო აღნიშნულ დასკვნას, შემდგომი განხილვის მიზნით, წარუდგენს შესაბამის სახელმწიფო ორგანოებს.

9. სააერნაოსნო კვლევის წესს ადგენს სააგენტო.“.

მუხლი 2
1. 2025 წლის 30 სექტემბრამდე სსიპ − სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ უზრუნველყოს  სააერნაოსნო კვლევის ჩატარების წესის მიღება.

2. ბათუმის აეროდრომზე, სააერნაოსნო მომსახურების გამწევმა საწარმომ, ამ დადგენილების პირველი მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, ბათუმის აეროდრომის დაცვის არეში, 2026 წლის 31 მაისამდე უზრუნველყოს არსებული შენობა-ნაგებობების ფრენის უსაფრთხოებაზე ან/და რეგულარულობაზე ზეგავლენის შეფასებისა  და ბათუმის აეროდრომის დაცვის არის პოტენციური მოდიფიცირების მიზნით სააერნაოსნო კვლევის განხორციელება და  სსიპ − სამოქალაქო ავიაციის სააგენტოსთვის წარდგენა.

მუხლი 3
1. დადგენილება, გარდა ამავე დადგენილების პირველი მუხლისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

2. დადგენილების პირველი მუხლი ამოქმედდეს 2025 წლის 30 სექტემბრიდან.

პრემიერ-მინისტრიირაკლი კობახიძე