„საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ინფრასტრუქტურის მინისტრის 2025 წლის 1 ივლისის №14/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ინფრასტრუქტურის მინისტრის 2025 წლის 1 ივლისის №14/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 16/ნ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ინფრასტრუქტურის მინისტრი
მიღების თარიღი 02/10/2025
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 02/10/2025
ძალაში შესვლის თარიღი 01/10/2025
სარეგისტრაციო კოდი 010240030.22.101.016020
16/ნ
02/10/2025
ვებგვერდი, 02/10/2025
010240030.22.101.016020
„საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ინფრასტრუქტურის მინისტრის 2025 წლის 1 ივლისის №14/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს ინფრასტრუქტურის მინისტრი
 

საქართველოს ინფრასტრუქტურის მინისტრის

ბრძანება №16/ნ

2025 წლის 2 ოქტომბერი

ქ. თბილისი

 

„საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ინფრასტრუქტურის მინისტრის 2025 წლის 1 ივლისის №14/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
„საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ინფრასტრუქტურის მინისტრის 2025 წლის 1 ივლისის №14/ნ ბრძანებაში (www.matsne.gov.ge, 03/07/2025, 010240030.22.101.016018) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანებით დამტკიცებული საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის დებულების:

ა) მე-19 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ნაპირდაცვის სამსახურის ძირითად ამოცანებსა და კომპეტენციას მიეკუთვნება:

ა) დეპარტამენტის დაკვეთით მიმდინარე პროექტების ფარგლებში, ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთებების და საპროექტო დოკუმენტაციის მომზადების ეტაპის მონიტორინგი, ანგარიშების განხილვა/მიღება, წარმოდგენილი საპროექტო დოკუმენტაციის განხილვა, ანალიზი და დასრულებული დოკუმენტაციის მიღება;

ბ) დეპარტამენტის დაკვეთით მიმდინარე საპროექტო მომსახურების ფარგლებში მიღებული საპროექტო დოკუმენტაციის შესაბამის უწყებებთან და ორგანიზაციებთან შეთანხმებისა და ექსპერტიზის უზრუნველყოფა;

გ) დეპარტამენტის დაკვეთით მიმდინარე პროექტებში ინოვაციური ტექნიკური ცვლილებების განხილვა, პროექტებში თანამედროვე და ინოვაციური მეთოდოლოგიების გამოყენების შესახებ წინადადებების მომზადება;

დ) კომპეტენციის ფარგლებში, ნაპირდაცვა/ნაპირაღდგენის სამუშაოებისათვის ახალი ტექნოლოგიებისა და მაღალეფექტური მასალების დანერგვა-გამოყენების საქმიანობის ხელშეწყობა;

ე) კომპეტენციის ფარგლებში, ნაპირდაცვა/ნაპირაღდგენის სამუშაოებისათვის საჭირო საპროექტო მომსახურების შესყიდვის განხორციელების მიზნით, ტექნიკური დავალების მომზადების უზრუნველყოფა და შესაბამისი სტრუქტურული ერთეულისათვის მიწოდება;

ვ) ნაპირდაცვა/ნაპირაღდგენის საპროექტო დოკუმენტაციით გათვალისწინებული ძირითადი კონსტრუქციული ცვლილებების განხილვა და შესაბამისი წინადადებების მომზადება;

ზ) შესაბამის პროექტებში საპროექტო ორგანიზაციების მიერ საავტორო ზედამხედველობის საჭიროების განსაზღვრა და მისი შესრულების განხორციელების კონტროლი;

თ) კანონმდებლობით დადგენილი წესით სანაპიროების საინჟინრო დაცვის ზონების საზღვრების განსაზღვრა;

ი) სანაპიროს საინჟინრო დაცვის ზონის გენერალური სქემების, ნაპირდაცვითი ღონისძიებების გეგმების დადგენის უზრუნველყოფა;

კ) სანაპიროს საინჟინრო დაცვის ზონის ავარიულ უბნებზე მიმდინარე მორფოდინამიკურ პროცესებზე მონიტორინგის განხორციელება;

ლ) სანაპირო ზონის ფარგლებში ნაპირდამცავი და სხვა სამშენებლო ობიექტების საპროექტო დოკუმენტაციის შეთანხმება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ფარგლებში;

მ) სანაპიროს საინჟინრო დაცვის ზონებში, კანონით დადგენილი წესით საქმიანობის შეთანხმება;

ნ) კომპეტენციის ფარგლებში, ნაპირდაცვა/ნაპირაღდგენის სამუშაოების ყოველწლიური გეგმების შემუშავებაში მონაწილეობის მიღება;

ო) სანაპიროს საინჟინრო დაცვის ზონის მონაცემთა ბაზის შემუშავება არსებულ მონაცემებზე დაყრდნობით;

პ) შესაბამისი მომსახურების ხელშეკრულების პირობების დარღვევის შემთხვევაში, გასატარებელი ღონისძიებების შესახებ წინადადების მომზადება და დეპარტამენტის ხელმძღვანელობისათვის წარდგენა;

ჟ) კომპეტენციის ფარგლებში, შესაბამისი შესყიდვის განხორციელების მიზნით, ტექნიკური დავალების მომზადების ხელშეწყობა და შესაბამისი სტრუქტურული ერთეულისათვის მიწოდება;

რ) კომპეტენციის ფარგლებში, შესაბამისი სტანდარტებისა და ტექნიკური რეგლამენტების შემუშავება/შემუშავებაში მონაწილეობა;

ს) კომპეტენციის ფარგლებში, შესაბამისი სამართლებრივი აქტების პროექტების შემუშავება ან/და შემუშავებაში მონაწილეობა;

ტ) კომპეტენციის ფარგლებში, სამსახურებში შესული კორესპონდენციის განხილვა და შესაბამისი პასუხის პროექტის მომზადება;

უ) დეპარტამენტის ხელმძღვანელობის მიერ, სამსახურის კომპეტენციის ფარგლებში, დაკისრებულ სხვა უფლებამოსილებათა განხორციელება, რომლებიც არ შედის დეპარტამენტის სხვა სტრუქტურული  ერთეულების კომპეტენციაში და მიეკუთვნება დეპარტამენტის საქმიანობის სფეროსა და ამოცანებს;

ფ) სამსახურის კომპეტენციის ფარგლებში, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.“;

ბ) მე-20 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. სახელმწიფო ბიუჯეტით დაფინანსებული საგზაო პროექტების მართვის სამსახურის ძირითად ამოცანებსა და კომპეტენციას მიეკუთვნება სახელმწიფო ბიუჯეტით დაფინანსებული:

ა) საგზაო და ნაპირდაცვის  სამუშაოების მიმდინარეობის შესრულების მონიტორინგი და კონტროლი;

ბ) შესაბამისი საგზაო და ნაპირდაცვის სამუშაოების გეგმა-გრაფიკების შესრულების კონტროლი;

გ) დეპარტამენტის დაკვეთით შესაბამისი საგზაო და ნაპირდაცვის  სამუშაოების განხორციელების მიზნით მშენებლისათვის სამშენებლო მოედანზე შესვლისა და სამუშაოების დათქმულ დროს დაწყებისათვის სათანადო პირობების შექმნის უზრუნველყოფა;

დ) შესაბამისი საგზაო და ნაპირდაცვის  სამუშაოების მიღების (შუალედური და საბოლოო) მიზნით, ზედამხედველის მიერ დეპარტამენტში წარდგენილი დოკუმენტაციის ხელშეკრულებებთან შესაბამისობის შემოწმება, საჭიროების შემთხვევაში შესრულებული სამუშაოების გადამოწმება და შედეგების დეპარტამენტის ხელმძღვანელობისათვის წარდგენა;

ე) საგზაო და ნაპირდაცვის სამუშაოებზე გაფორმებული ხელშეკრულების პირობებით განსაზღვრული ვალდებულებების შესრულების მუდმივი მონიტორინგი და სამუშაოების მიმდინარეობაზე დეპარტამენტის ხელმძღვანელობისათვის სათანადო ინფორმაციის მიწოდება;

ვ) საგზაო და ნაპირდაცვის სამუშაოების პროცესში წამოჭრილი პრობლემური საკითხების შესწავლა და მათი აღმოფხვრის მიზნით გასატარებელ ღონისძიებებზე წინადადებების მომზადება, შემდგომი განხილვისა და შესაბამისი გადაწყვეტილების მისაღებად;

ზ) საგზაო და ნაპირდაცვის სამუშაოთა წარმოების პროცესში გამოვლენილი გარემოებების გათვალისწინებით, პროექტში აუცილებელი ცვლილებების განხორციელების და შემოთავაზებული ალტერნატიული წინადადებების განხილვა. დეპარტამენტის შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებთან ერთად მომზადებული და შემუშავებული წინადადებების დეპარტამენტის ხელმძღვანელობისათვის წარდგენა;

თ) ზედამხედველის მიერ საგზაო და ნაპირდაცვის სამუშაოების მიმდინარეობაზე დეპარტამენტში წარდგენილი ანგარიშების განხილვა და საჭიროებისამებრ შესაბამისი წინადადებების მომზადება;

ი) დასრულებული შესაბამისი სამუშაოების მიღებისათვის კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებების გატარების უზრუნველყოფა და საჭირო დოკუმენტაციის მომზადებაში მონაწილეობა;

კ) კომპეტენციის ფარგლებში, შესაბამისი საგზაო და ნაპირდაცვის სამუშაოების ყოველწლიური გეგმების შემუშავებაში მონაწილეობის მიღება;

ლ) საგზაო და ნაპირდაცვის სამუშაოების შესახებ გაფორმებული ხელშეკრულებების მონიტორინგი, ხელშეკრულების გაფორმებიდან სამუშაოების საგარანტიო პერიოდის ჩათვლით;

მ) ზედამხედველის მიერ დეპარტამენტში წარდგენილი დოკუმენტაციის, ზედამხედველთან გაფორმებული ხელშეკრულებების პირობებთან შესაბამისობის შემოწმება და მათი დეპარტამენტის შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებში გადაგზავნა შესაბამისი ღონისძიებების განხორციელების მიზნით;

ნ) კომპეტენციის ფარგლებში, ყოველი წლის ბოლოს გარდამავალ ობიექტებზე დარჩენილი შესაბამისი საგზაო და ნაპირდაცვის სამუშაოების დადგენა მომავალი წლის შესყიდვის გეგმის განსაზღვრის ხელშეწყობის მიზნით;

ო) საჭიროების შემთხვევაში, საგზაო და ნაპირდაცვის სამუშაოებზე ტექნიკური ზედამხედველობის უზრუნველყოფა;

პ) მშენებლების მიერ ხელშეკრულების პირობების დარღვევის შემთხვევაში, გასატარებელი ღონისძიებების შესახებ წინადადების მომზადება და დეპარტამენტის ხელმძღვანელობისათვის წარდგენა;

ჟ) ზედამხედველის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების დარღვევის შემთხვევაში, მის მიმართ გასატარებელი ღონისძიებების შესახებ წინადადების მომზადება და დეპარტამენტის ხელმძღვანელობისათვის წარდგენა;

რ) კომპეტენციის ფარგლებში, შესაბამისი შესყიდვის განხორციელების მიზნით, ტექნიკური დავალების მომზადების ხელშეწყობა და შესაბამისი სტრუქტურული ერთეულისათვის მიწოდება;

ს) კომპეტენციის ფარგლებში, საავტომობილო გზების დარგში შესაბამისი სტანდარტებისა და ტექნიკური რეგლამენტების შემუშავება/შემუშავებაში მონაწილეობა;

ტ) კომპეტენციის ფარგლებში, შესაბამისი სამართლებრივი აქტების პროექტების შემუშავება ან/და შემუშავებაში მონაწილეობა;

უ) კომპეტენციის ფარგლებში, სამსახურებში შესული კორესპონდენციის განხილვა და შესაბამისი პასუხის პროექტის მომზადება;

ფ) დეპარტამენტის ხელმძღვანელობის მიერ სამსახურის კომპეტენციის ფარგლებში დაკისრებულ სხვა უფლებამოსილებათა განხორციელება, რომლებიც არ შედის დეპარტამენტის სხვა სტრუქტურული ერთეულების კომპეტენციაში და მიეკუთვნება დეპარტამენტის საქმიანობის სფეროსა და ამოცანებს;

ქ) სამსახურის კომპეტენციის ფარგლებში, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.“.

მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს 2025 წლის 1 ოქტომბრიდან.

საქართველოს ინფრასტრუქტურის მინისტრირევაზ სოხაძე