დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „სავალდებულო სერტიფიცირებისადმი დაქვემდებარებული სასოფლო-სამეურნეო კულტურათა ჯიშების თესლისა და სარგავი მასალის ეტიკეტირების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 13 ივნისის №336 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 439 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 06/10/2025 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 07/10/2025 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 01/01/2026 |
| სარეგისტრაციო კოდი | 340020000.10.003.025333 |
|
| მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „სავალდებულო სერტიფიცირებისადმი დაქვემდებარებული სასოფლო-სამეურნეო კულტურათა ჯიშების თესლისა და სარგავი მასალის ეტიკეტირების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 13 ივნისის №336 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 18/06/2018, 340020000.10.003.020651) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული „სავალდებულო სერტიფიცირებისადმი დაქვემდებარებული სასოფლო-სამეურნეო კულტურათა ჯიშების თესლისა და სარგავი მასალის ეტიკეტირების წესის“ მე-6 მუხლის 29 პუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის 210 და 211 პუნქტები:
„210. საზეთე და საბოჭკოე კულტურების, ყველა კატეგორიის „საბაზისო თესლისა“ და „სერტიფიცირებული თესლის“ შეფუთვაზე: ა) განთავსებული უნდა იყოს ოფიციალურად მინიჭებული ინდივიდუალური სერიული ნომერი, დატანილი უნდა იქნეს ამ წესით დადგენილი ინფორმაცია, რომელიც უნდა დაიბეჭდოს ან დაიშტამპოს ისე, რომ არ იშლებოდეს; ბ) ნაბეჭდის ან შტამპის განლაგება და ფერი უნდა შეესაბამებოდეს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ ეტიკეტის მოდელს; გ) ამ წესის მე-6 მუხლის 22 პუნქტის „გ“-„დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ინფორმაცია უნდა დაიბეჭდოს ან დაიშტამპოს მაშინ, როდესაც ნიმუში აღებულია საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად და დაბეჭდვა ან დაშტამპვა ხორციელდება ოფიციალურად ან სერტიფიცირების ორგანოს ზედამხედველობით. 211. სერტიფიცირების ორგანოსთვის მწარმოებლის/რეალიზატორის მიერ უნდა მოხდეს ინფორმაციის მიწოდება გაცემული შეფუთვების რაოდენობისა და სერიული ნომრების შესახებ, რომელიც ექვემდებარება ზედამხედველობას სერტიფიცირების ორგანოს მიერ, სერტიფიცირების ორგანომ კი უნდა შეინახოს ჩანაწერები თესლის რაოდენობის, მათ შორის, თითოეულ პარტიაში შეფუთვების რაოდენობისა და შიგთავსის შესახებ, ასევე ამ მუხლის 210 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტში მითითებული სერიული ნომრების შესახებ.“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს 2026 წლის 1 იანვრიდან.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები