დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „დაზიანებული ტერიტორიის მიმდებარე ან სხვა ტერიტორიაზე განსახორციელებელი მნიშვნელოვანი ზიანის გამოსასწორებელი სანაცვლო/ადეკვატური ღონისძიებების განმსაზღვრელი კომისიის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2022 წლის 5 დეკემბრის №2-904 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 2-686 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 07/11/2025 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 07/11/2025 |
| სარეგისტრაციო კოდი | 360150000.22.023.016953 |
|
„დაზიანებული ტერიტორიის მიმდებარე ან სხვა ტერიტორიაზე განსახორციელებელი მნიშვნელოვანი ზიანის გამოსასწორებელი სანაცვლო/ადეკვატური ღონისძიებების განმსაზღვრელი კომისიის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2022 წლის 5 დეკემბრის №2-904 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ : |
| მუხლი 1 |
„დაზიანებული ტერიტორიის მიმდებარე ან სხვა ტერიტორიაზე განსახორციელებელი მნიშვნელოვანი ზიანის გამოსასწორებელი სანაცვლო/ადეკვატური ღონისძიებების განმსაზღვრელი კომისიის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2022 წლის 5 დეკემბრის №2-904 ბრძანებაში (სსმ, ვებგვერდი: 360150000.22.023.016751, 05/12/2022) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანებით დამტკიცებული დებულების: 1. მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 2. კომისიის შემადგენლობა 1. კომისია შედგება სააგენტოს, სამინისტროს და სამინისტროს სისტემის შემდეგი უწყებების წარმომადგენლებისგან: ა) სსიპ – გარემოს ეროვნული სააგენტო; ბ) საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო; გ) სსიპ – ეროვნული სატყეო სააგენტო; დ) სსიპ – დაცული ტერიტორიების სააგენტო; ე) სსიპ – ველური ბუნების ეროვნული სააგენტო; ვ) სსიპ – მიწის მდგრადი მართვისა და მიწათსარგებლობის მონიტორინგის ეროვნული სააგენტო; ზ) სსდ – გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი. 2. კომისიის თავმჯდომარეს უფლება აქვს, კომისიის მუშაობაში მონაწილეობის მისაღებად, საკონსულტაციოდ ან ხმის უფლებით, მიიწვიოს სააგენტოს, სამინისტროს და სამინისტროს სისტემაში შემავალი სხვა უწყებების თანამშრომლები, საზოგადოებრივი ექსპერტები, შესაბამისი მუნიციპალიტეტების წარმომადგენლები და სხვა დაინტერესებული პირები. აღნიშნული პირების მოწვევის თაობაზე კომისიის თავმჯდომარესთან საკითხის დასმის უფლება ასევე აქვთ კომისიის წევრებს. 3. კომისიის საქმიანობის ორგანიზაციულ-ტექნიკურ მხარეს უზრუნველყოფს კომისიის სამდივნო, რომლის ფუნქციასაც ასრულებს სააგენტოს გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის დეპარტამენტი. 2. მე-6 მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. ამ მუხლის მეორე პუნქტით გათვალისწინებული მიმართვით კომისიას წარედგინება: ა) გარემოსთვის მნიშვნელოვანი ზიანის მიყენებისთვის პასუხისმგებელი პირის მიერ სააგენტოში წარდგენილი დასაბუთება დაზიანებული გარემოს პირვანდელ მდგომარეობაში აღდგენის, ასევე პირვანდელ მდგომარეობასთან მიახლოებულ მდგომარეობამდე აღდგენის (ან აღნიშნულის გონივრულ ვადაში ან თანაზომიერი ხარჯებით განხორციელების) შეუძლებლობის თაობაზე (მნიშვნელოვანი ზიანის გამოსასწორებელი სანაცვლო/ადეკვატური ღონისძიებების დაზიანებული ტერიტორიის მიმდებარე ან სხვა ტერიტორიაზე განხორციელების საჭიროების შესახებ); ბ) წინადადებები დაზიანებული ტერიტორიის მიმდებარე ტერიტორიის ან სხვა ტერიტორიის და ამ ტერიტორიაზე განსახორციელებელი მნიშვნელოვანი ზიანის გამოსასწორებელი სანაცვლო/ადეკვატური და საკომპენსაციო ღონისძიებების შესახებ (ასეთის არსებობის შემთხვევაში); გ) დაზიანებული ტერიტორიის მიმდებარე ან სხვა ტერიტორიის და მასზე განსახორციელებელი სანაცვლო/ადეკვატური და საკომპენსაციო ღონისძიებების შერჩევასთან დაკავშირებული სხვა მასალები. 5. კომისიას ხელმძღვანელობს კომისიის თავმჯდომარე. კომისიის თავმჯდომარის მიერ საკუთარი მოვალეობების შესრულების შეუძლებლობის შემთხვევაში მის ფუნქციებს, კომისიის თავმჯდომარის დავალებით, ასრულებს გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის დეპარტამენტის უფროსი.“. |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები